2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინოდ, 115 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რითაც საქართველოში დაკანონდა მამათმავლობის გარყვნილება.
ამ კანონით სხვადასხვა ტრადიციულ უმცირესობებს (რელიგიურს, ეთნიკურს და ა.შ.) გაუთანაბრეს სექსუალური უმცირესობები, ანუ გარყვნილება გაუთანაბრეს რწმენას და ეროვნებას.
ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე სოდომიტებს უფლება აქვთ აღმზრდელებად და პედაგოგებად მოევლინონ ჩვენს ბავშვებს ბაგა-ბაღებსა თუ სკოლებში.
ამ კანონმა გზა გაუხსნა სკოლებში მამათმავლური თემატიკის დაუბრკოლებლად შეტანას (გენდერის თეორია, ახალი საგნი „მე და საზოგადოება“ თუ განახლებული „ჩემი საქართველო“ და სხვა).
ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე მამათმავლებს შეუძლიათ გამართონ გეი აღლუმები, მსვლელობები თუ სხვა ღონისძიებები ჩვენს ქალაქებში და ამით მოახდინონ თავიანთი გარყვნილების ქადაგება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ საქართველოში (მიუხედავად იმისა, თუ ოჯახის შესახებ რა ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში) შესაძლოა მანამდე წარმოუდგენელი რამ – ერთსქესიანი კავშირების დაკანონებაც მოხდეს.
ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში ამკვიდრებს იუვენალურ იუსტიციას*, რომელიც მიმართულია ოჯახის წინააღმდეგ და ანგრევს ტრადიციულ ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის.
ქართველმა ერმა კარგად უნდა გაითავისოს ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობისა და მორალის ნორმებს და მოსთხოვოს პარლამენტსა და ხელისუფლებას კანონიდან ამოღებულ იქნას ლგბტ სიბილწის დამაკანონებელი ტერმინები: “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა”.
დავით ლორთქიფანიძე
– – –
* იუვენალური იუსტიცია – კანონმდებლობა, რომელიც ეხება არასრულწლოვნებს და რომელიც რეალურად არის სახელმწიფოს ჩარევა ოჯახში ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიების მიღების ფორმალური საფუძვლებით.
იუვენალური იუსტიცია მშობლებისაგან მოითხოვს თავიანთი შვილებისათვის სრული თავისუფლების მინიჭებას. მშობლებს უკვე არაფრის უფლება აღარ აქვთ. ირღვევა ღმრთის მიერ დადგენილი ოჯახური იერარქია.
(სწორედ იუვენალური იუსტიციის მეშვეობით ევროპაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ოჯახებიდან ათიათასობით ბავშვია წართმეული სახელმწიფოს მიერ)
* * *
ავტორის სტატიები:
● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში
● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია
● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი
● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის
● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი
● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?
● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა
● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ
● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება
● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…
● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე
● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!
● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?
● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით
● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?
● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?
● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე
● მზადება ცისფერი ტერორისთვის!
● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით
● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!
● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი
● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები