ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები

ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები

დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც მიმართულია ქრისტიანული ზნეობისა და ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ბოლო 25-30 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენებიც სწორედ ამ გლობალური ანტიჰუმანური ბრძოლის ნაწილია, რომლის მიზანიც ჩვენი ზნეობრივი ღირებულებებისა და ეროვნული ტრადიციების განადგურებაა, რაც საბოლოოდ ქართველ ერს თვითმყოფადობის დაკარგვასა და ფიზიკურ გადაშენებას უქადის.

ამ პროცესებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ლგბტ სიბილწეს, იუვენალურ ფაშიზმს, ფემინიზმსა და აბორტებს.

I – ლგბტ

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ იარაღად, ერთგვარ სოლად, მამათმავლობა გვევლინება – ყველგან, სადაც კი ხდება ლგბტ გარყვნილების პროპაგანდა, დამკვიდრება და დაკანონება, მას, როგორც ნიაღვარი, ყველა დანარჩენი სიბინძურეც ადვილად მოჰყვება: აბორტები, ნარკოტიკებისა თუ პროსტიტუციის ლეგალიზება, სექსუალური “განათლება”, ოჯახის ინსტიტუტის რღვევა, იუვენალური ფაშიზმი და ა.შ.

საზოგადოებაში ლგბტ მიმღებლობის დამკვიდრების მთავარი ინსტრუმენტებია:

ა) პროპაგანდა;
ბ) განათლების სისტემა;
გ) საკანონმდებლო სფერო.

ა) პროპაგანდა: სოდომიტები, რომლებიც უმცირესობაში არიან, ცდილობენ ზნეობისა და მორალის ზოგადსაკაცობრიო ნორმების წაშლასა და საკუთარი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის უმრავლესობისთვის ძალით თავს მოხვევას პროპაგანდის ყველა საშუალების გამოყენებით (მედია, კულტურა, „მეცნიერება“). ცოდვისა და გარყვნილების ნორმად” გამოცხადება და საზოგადოებაში დამკვიდრება მათი პროპაგანდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

უნდა გვახსოვდეს, რომ სოდომია არ არის “თანდაყოლილი” ცოდვა. იგი შეძენილია ისევე, როგორც ყველა სხვა ცოდვა (გარდა ადამისეული ციდვისა). თუკი დავუშვებთ, რომ სოდომია “თანდაყოლილია”, გამოდის, რომ უფალმა ადამიანი ამ ცოდვით მოავლინა და ეს უკვე ძალიან დიდი მკრეხელობაა. სწორედ ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობს ლიბერალური პროპაგანდა, აქაოდა “თანდაყოლილია” ეგ ამბავი და, შესაბამისად, “ბუნებრივიც”, აბა ღმერთს შეეშალაო? აი, აქამდე მიდიან თავიანთ სიცოფეში.

ბ) განათლების სისტემა: ლგბტ პროპაგანდისტებისთვის მთავარ სამიზნეს ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს, რადგან, თუკი ბავშვები აღიზრდებიან ზნეობის, ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების გარეშე, გახდებიან მამათმავლობის სიბილწისა და გარყვნილების მიმღებლები, მაშინ სოდომიტური უმცირესობა ერთ დღეს უკვე უმრავლესობად მოგვევლინება.

სწორედ ამიტომ ნადირობენ ისინი ბავშვების ცნობიერებაზე და ცდილობენ უკვე საბავშვო ბაღებიდან თუ სკოლის პირველივე კლასებიდან ჩაუნერგონ მათ გენდერის თეორია (თავიდან ეს კეთდება შეფარულად, “დისკრიმინაცია”, „გენდერული თანასწორობა“, “სხვათა უფლებები”, “ტოლერანტობა”, “ყველა ტიპის უმცირესობები” და მსგავს ტერმინებს ამოფარებულად).

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ, როდესაც საუბარია “გენდერულ თანასწორობაზე”, იგულისხმება არა ქალი და მამაკაცი, არამედ გარყვნილებისა და პათოლოგიების ის სახეები, რომლებსაც ლგბტ პროპაგანდისტებმა “მეცნიერული” ტერმინები დაარქვეს (თავად ტერმინი გენდერი/gender თავის ნაშრომებში 1955 წელს გამოიყენა სექსოლოგმა ჯ. მანმა, როდესაც ტრანსგენდერებსა და სხვა მამათმავლებს იკვლევდა).

ლიბერალები – სოდომიტები, ფემინისტები, ბავშვების გამრყვნელები (სკოლაში სექსუალური აღზრდის შეტანის მომხრეები) თუ სხვები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არანაირი გენდერის თეორია არ არსებობს და, როდესაც საუბარია გენდერულ თანასწორობაზე, იგულისხმება “ქალი და მამაკაცი”.

ეს, დაახლოებით, ისეთივე სიცრუეა, როგორიც ეშმაკის მცდელობა, დაარწმუნოს კაცობრიობა თავის არარსებობაში – თუ არ არსებობს, ესე იგი ვერც დაუპირისპირდები. აი, ამ გზას ადგანან ლიბერალები, როგორც უცხოეთში, ასევე ჩვენთანაც.

ეს, რასაკვირველია, იწვევს სამართლიან პროტესტს საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში და მთელ მსოფლიოში ტარდება მრავალათასიანი აქციები თუ დემონსტრაციები გენდერის თეორიის სკოლებში შეტანის საწინააღმდეგოდ (იტალიაში 2015 წელს, კოლუმბიაში 2016-ში, პერუში 2017-ში და ა.შ.).

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო “არა გენდერს სკოლაში!”

სწორედ ეს მოთხოვნა ამხელს ლიბერალების სიცრუეს, თითქოს გენდერი “ქალსა და მამაკაცს” გულისხმობს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა გამოდის – რომში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა და აპროტესტებდა “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის” შეტანას სკოლებში?

არა, იტალიის მოქალაქეები სკოლებში სწორედ რომ მამათმავლობის სიბილწის – გენდერის თეორიის შეტანას აპროტესტებენ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთს ცივილიზაციურ დონეზე აღარ შესწევს უნარი წინ აღუდგეს სოდომიტურ დღის წესრიგს: მთელი ეს ორბანები, ტრამპები, ლე პენები და ვითომ ტრადიციული ფასეულობების დამცველები, სინამდვილეში ლგბტ სიბილწის მიმღებლები არიან. ადამიანი (და, მით უმეტეს, ცივილიზაცია) რეალურად და სწორად რომ უპირისპირდებოდეს ლგბტ ექსპანსიას, უნდა ჰქონდეს სწორი ბაზისი, რაზე დაყრდნობითაც შეძლებს ამას. დასავლეთი კი ფსევდოქრისტიანულიდან დღეს უკვე მკვეთრად ანტიქრისტიანულ ცივილიზაციად იქცა (სწორედ მართლმადიდებლობისგან განდგომამ მიიყვანა ევროპა დღევანდელ ლგბტ-აპოგეამდე). ამიტომ, დასავლეთში ლიბერალური დღის წესრიგის რეალური დამარცხება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გზით – თუკი დასავლეთი ცივილიზაციურ დონეზე ისევ დაუბრუნდება ქრისტიანულ ღირებულებებს.

გ) საკანონმდებლო სფერო: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი სოდომიტური დღის წესრიგის დამყარების მხრივ არის კანონმდებლობა. დასავლეთი დიდი ხანია დაადგა ლგბტ გარყვნილების დაკანონების გზას:

– აშშ-ში 2015 წლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა დაკანონებული ერთსქესიანი „ქორწინებები“ უზენაესი სასამართლოს მიერ;

– ევროკავშირში ერთსქესიანი კავშირები (ამა თუ იმ ფორმით) დაკანონებულია ყველა წევრ სახელმწიფოში;

– ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა კი უკვე ათწლეულებია მოქმედებს დასავლეთის ყველა ქვეყანაში.

ჩვენი საზოგადოების სამარცხვინოდ და საუბედუროდ, 2014 წლის 2 მაისს მოხდა საქართველოსთვის მანამდე გაუგონარი რამ: ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლეთის მოთხოვნით და ეკლესიისა და საზოგადოების მკაცრი პროტესტის მიუხედავად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით დააკანონა ლგბტ, რითაც ამ უსაშინლეს გარყვნილებას გზა გაეხსნა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში – ბაღებიდან და სკოლებიდან დაწყებული ჯარით თუ პოლიციით დამთავრებული.

II – იუვენალური იუსტიცია

ოჯახის ინსტიტუტის მოშლის მიზნით, საქართველოში იუვენალური იუსტიციის (რომელსაც ევროპაში “იუვენალური ფაშიზმი” უწოდეს) დამკვიდრება მიმდინარეობს, რაც მიზნად ისახავს ოჯახის ტრადიციული ყოფის მოშლასა და ახალი რეალობის დამკვიდრებას, რომელშიც შვილებს მშობლებს უმხედრებენ და უპირისპირებენ.

2019 წლის 20 სექტემბერს ხელისუფლებამ ახალი ტრაგედიის წინაშე დააყენა ქართული საზოგადოება: გაეროს (კერძოდ კი UNICEF-ის) დაკვეთითა და აქტიური მონაწილეობით მიიღო ბავშვების გამრყვნელი და ოჯახების დამანგრეველი “ბავშვის უფლებათა კოდექსი”.

ეს კოდექსი მიმართულია ოჯახის დაშლისკენ, დანგრევისკენ, მშობლებისა და ბავშვების განცალკევებისკენ. ამ კოდექსში ჩადებულია ბავშვის აღზრდა-განათლება სექსუალური სწავლებით, ლგბტ-ს შემწყნარებლობით, ტელევიზიითა და ინტერნეტით ინფორმაციის მიღებაზე სრული თავისუფლებით. თუკი სულიერი კუთხით შევხედავთ, ეს არის ბავშვების ღმერთთან დაპირისპირების კანონი.

III – ფემინიზმი და აბორტები

ფემინიზმი მიმართულია ოჯახის ინსტიტუტის, როგორც ჯანსაღი საზოგადოების საძირკველის წინააღმდეგ (და ამ ბრძოლაში ფემინიზმი იუვენალურ იუსტიციასთან და ლგბტ-სთან ერთად ერთ-ერთი მთავარი იარაღია).

აღსანიშნავია, რომ ფემინიზმი, თავისი არსით, აკნინებს დედობას. ქალის, დედის როლი საზოგადოებაში ყოველთვის საამაყო იყო (როგორც ქვეყნისთვის მომავალი თაობის აღმზრდელისა), დღეს კი სწორედ ამ ღირებულების დისკრედიტაცია ხდება, თავს გვეხვევა ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, რომელშიც ქალისა და მამაკაცის როლები იცვლება და ამით ირღვევა ტრადიციული საზოგადოების საფუძვლები. ეს დამღუპველ გავლენას ახდენს ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე.

გარდა ამისა, ფემინიზმი არის ანტიჰუმანური იდეოლოგია, რომელიც „ქალთა უფლებების“ დაცვის ლოზუნგით პროპაგანდას უწევს მკვლელობებს – აბორტებს.

საქართველოს უმაღლეს კანონში – კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში წერია, რომ “სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას”, ხოლო მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ “დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ფემინიზმი, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ოჯახს და პროპაგანდას უწევს აბორტებს, ღიად ხელყოფს ოჯახის ფასეულობების შესახებ ძირითად კანონში აღნიშნულ პრინციპებს, საფრთხეს უქმნის თავად ოჯახის ინსტიტუტს, დედაშვილობას, საზოგადოდ, ერის გამრავლებას და მიმართულია ერის გენოციდისა და გადაგვარებისაკენ.

ფემინიზმს ახასიათებს ფაქტებისადმი ტენდენციური მიდგომა, კონკრეტული შემთხვევების ზოგადი სტატისტიკიდან ამოღება და პროპაგანდის მიზნით გამოყენება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ე.წ. გენდერული თანასწორობა:

„ქალთა უფლებების“ დაცვის ქვეშ ფემინიზმმა აიტაცა „გენდერული თანასწორობის“ თეორია, რასაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არანაირი კავშირი არ აქვს ქალთან და მამაკაცთან და ხელოვნურად შექმნილი ლგბტ ტერმინი და თეორიაა.

დაბოლოს…

ზემოთ ჩამოთვლილი ეგზისტენციალური საფრთხეების ნიველირების კუთხით აუცილებელია ქართული კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილება, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური დღის წესრიგის დამარცხება.

ასეთ ცვლილებათა რიგში პირველ ადგილას დგება ლგბტ პროპაგანდის სრული აკრძალვა: ლგბტ გარყვნილების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა და პროპაგანდა უნდა გამოცხადდეს ექსტრემიზმად და გახდეს კანონით დასჯადი ქმედება.

ამასთან ერთად, აუცილებელია მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, როგორებიცაა:

  • აბორტების აკრძალვა;
  • ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დასრულება;
  • აზარტული თამაშების აკრძალვა;
  • უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და, ასევე, საერთაშორისო ფონდებს (გაეროს ფონდები, USAID და ა.შ.) კანონით უნდა აეკრძალოთ მთელ რიგ სფეროებში მონაწილეობა (საკანონმდებლო, განათლების, ჯანდაცვის და სხვა);
  • ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ა.შ.

ოღონდ, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქართველი ერის სულიერი კათარზისისა და სწორი ქრისტიანული ორიენტირებით განმსჭვალული ეროვნული ხელისუფლების პირობებში, ვინაიდან, თუკი ქვეყნის გადარჩენა – ნებისმიერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა სწორ სარწმუნოებრივ პოზიციას არ დაეფუძნა, ყველანაირი ბრძოლა ფუჭი და დამღუპველი ხდება.

დავით ლორთქიფანიძე