ეროვნული ბანკების ციფრული ვალუტა (CBDC), დიქტატურის დამყარების მხრივ, კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არსებული ყველაზე საშიში მექანიზმია.
ციფრული ვალუტა (საქართველოს შემთხვევაში ციფრული ლარი), ნაღდი ფულისგან განსხვავებით, არის არაუნივერსალური გადახდის საშუალება, რომელიც რეალურად ფულიც არ არის, რადგან ფულისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ფუნქციები აქვს ჩამორთმეული:
არის გადახდის არაუნივერსალური საშუალება.
ა) ციფრული ვალუტა მხოლოდ ვირტუალურ სივრცეშია თქვენს ანგარიშზე, რომელსაც ვერ გაანაღდებთ.
ბ) სახელმწიფოს/ეროვნულ ბანკს შეუძლია ისე დააპროგრამოს ციფრული ფული, რომ მოქალაქეს მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციის და მომსახურების შეძენა შეეძლება; შეუძლიათ შეუზღუდონ ადამიანებს გადაადგილების საშუალებაც (ვერ შეიძენთ ბილეთს, ვერ გადაიხდით ტაქსს, ვერ ჩაასხამთ საწვავს და ა.შ.).
არ აქვს დაგროვებითი ფუნქცია.
ციფრულ ფულს შესაძლოა ლიმიტირებული ვადა ჰქონდეს (ჩინეთის მაგალითი): ანუ, დავუშვათ, ჩაგერიცხათ ხელფასი ციფრული ვალუტის სახით და თუ თქვენ ჩარიცხვიდან განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ დახარჯავთ მას, გარკვეული ვადის შემდეგ ფული უბრალოდ გაგიქრებათ.
100% კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.
ნებისმიერი თქვენი ნაბიჯი, შენაძენი, გადარიცხვა მოექცევა სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.
ამ ეტაპზე, ციფრული ვალუტის დამკვიდრება ხდება ეროვნული ბანკების მეშვეობით, თუმცა, დროთა განმავლობაში, იგეგმება ერთიანი მსოფლიო ციფრული ვალუტის შემოღება (ასეთ ვალუტაზე უკვე მუშაობენ იგივე მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი).
საქმე ისე მიდის, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ციფრული ვალუტა სრულად ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, რაც ადამიანებზე პლანეტარული მასშტაბის დიქტატურის დამყარების დასაწყისი იქნება.
აი, ასეთია გლობალისტების (შვაბების, ბილ გეითსებისა და მათი პატრონების) “ახალი საოცარი სამყარო”, რომელშიც გამოგენდერებული და სოციალური ქულების სისტემას დამონებული, საგრძნობლად შემცირებული მსოფლიო მოსახლეობა მწერებსა და ხელოვნურ საკვებს მიირთმევს, აკრძალულია ნაღდი ფული, სოფლის მეურნეობა, კერძო საკუთრება, აღარ არსებობს ეროვნული სახელმწიფოები და მსოფლიოს ერთი მმართველი ჰყავს…
P.S.
საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე 2023 წლიდან გეგმავს ციფრული ლარის საპილოტო პროგრამის დანერგვას ჩვენთან.
პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად.
2022 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა, რომლის დროსაც თანამშრომლობა და საქართველოში ფილიალის გახსნა შესთავაზა (კომპანია Ripple-ი აქტიურად თანამშრომლობს ჩერნოგორიის ხელისუფლებასთან ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნის კუთხით).
დავით ლორთქიფანიძე