“მრავალპოლუსიანი სამყაროს” შესახებ

“მრავალპოლუსიანი სამყაროს” შესახებ

“მრავალპოლუსიანი სამყაროს” მოდელი, საბოლოო ჯამში, უტოპიაა, რადგან არსებობს მხოლოდ ორი პოლუსი:

მართლმადიდებლური ცივილიზაცია რუსეთის იმპერიით სათავეში და დანარჩენი მსოფლიო, რომლის ყველა პოლუსი, საერთო ჯამში, ერთ ანტიქრისტიანულ პოლუსში ერთიანდება – როგორც სარწმუნოებრივ, ასევე ცივილიზაციურ დონეზე.

გლობალიზაცია ცალსახად გულისხმობს მთელი ამ სიბინძურის გავრცელებასაც და ვერანაირი “მრავალპოლუსიანი სამყაროს” კონცეფცია ამას ვერ შეაჩერებს. ერთადერთი ქმედითი საშუალება არის იზოლაციონიზმი – კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური იზოლაციონიზმის პოლიტიკის გატარება დასავლეთთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სტალინმა გენიალური რამ გააკეთა, როდესაც ე.წ. რკინის ფარდა ჩამოაფარა სსრკ-ს და ამით ათწლეულებით დაიცვა გლობალიზაციისგან ქვეყანა.

უბრალოდ, რამდენად მოახერხებენ დღევანდელი მართლმადიდებლური ქვეყნები ამას (უპირველესად კი რუსეთი), როგორც პოლიტიკური წრეების, ასევე ზოგადად საზოგადოების მზაობის დონეზე, ეგაა საკითხავი.

მეორეს მხრივ, ალბათ, ბოლო ჟამის დამახასიათებელი თვისებაც ისაა, რომ გლობალიზაცია შეუქცევადი და შეუჩერებელი უნდა გახდეს.

რუსეთისთვის ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები არიან და არა სტრატეგიული პარტნიორები საერთო ცივილიზაციური ღირებულებებით. ან რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მართლმადიდებლურ ქვეყანას (ნებისმიერს) ისლამურ ირანთან, წარმართულ ინდოეთთან, ათეისტურ ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან? სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ასპექტები? საერთო მტერი დასავლეთის სახით? დიახ, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ცივილიზაციურ დონეზე მივიჩნიოთ მეგობრებად.

ნებისმიერი მართლმადიდებლური ქვეყნისთვის ერთიანად დამღუპველია როგორც ლიბერალიზმი, ასევე ეკუმენიზმი/პანეკუმენიზმი (და არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ცივილიზაციური კუთხითაც).

თუმცა, როდესაც “მრავალპოლუსიან სამყაროზე” ვსაუბრობთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პოსტკაპიტალისტურ რეალობაში გლობალური სისტემის ფრაგმენტაცია მოხდება სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ მაკროზონებად.

რუსეთმა უნდა მოახდინოს მართლმადიდებლური სამყაროს კონსოლიდაცია თავის გარშემო. ეს იქნება მისი ბუნებრივი მაკროზონა, რომელიც, ძირითადად, ასევე ემთხვევა სლავურ სამყაროს: აღმოსავლეთ ევროპა და ბალკანეთი (შესაძლოა საბერძნეთიც*), პლუს ამიერკავკასია (საქართველო ბუნებრივად ჯდება ამ მაკროზონაში, როგორც მართლმადიდებლური ცივილიზაციის უძველესი ნაწილი). ანუ, ფაქტობრივად, საუბარია სოცბანაკის აღდგენაზე, ოღონდ მართლმადიდებლური ცივილიზაციის ფორმით.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის (მთლიანად, ან ნაწილობრივ), ბალკანეთისა და ამიერკავკასიის ერთ მაკროზონაში მოხვედრით, მოსკოვი, ერთი მხრივ, როგორც „ახალი რეჩპოსპოლიტას“ ბრიტანული პროექტის, ასევე ვატიკანის „ინტერმარიუმის“ ნიველირებას ახდენს, ხოლო, მეორე მხრივ კი, ბრიტანულ-თურქული „დიდი თურანის“ პროექტსაც აჩერებს (ბუნებრივად უკეტავს რა გზას თურქულ ექსპანსიონიზმს შუა აზიაში).

ხოლო ამ მაკროზონაში შუა აზიის ნაწილის მოხვედრით შესაძლებელი ხდება ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონზე ჩინური გავლენის შემცირება.

დავით ლორთქიფანიძე

2023 წ.

– – –
*თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირი პოლიტიკური სუბიექტიდან ობიექტად იქცევა, მისი ახლანდელი საზღვრების მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სტატიის სრული ვერსია: О “многополярном мире”

* * *

ავტორის სტატიები:

● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი

● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი

● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?

● გლობალიზაცია და სახელმწიფო

● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

● საქართველო და რუსეთი

● “მრავალპოლუსიანი სამყაროს” შესახებ

● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე

● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!

● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?

● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?

● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

● რანი ვიყავით, რანი ვართ…

● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე

● მზადება ცისფერი ტერორისთვის!

● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით

● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი

● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები