გეოგრაფიაში სრულ აცდენას რომ თავი დავანებოთ, ცივილიზაციურ დონეზეც კი საქართველო არასდროს ყოფილა ევროპის ნაწილი – საქართველოც და ევროპაც მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლის ცენტრიც კონსტანტინოპოლი იყო. მას შემდეგ, რაც ევროპა მოწყდა მართლმადიდებელ დედა ეკლესიას, ის ნეოწარმართულ ანტიქრისტიანულ გზას დაადგა და კიდევაც ვხედავთ, სადამდე მივიდა პოსტქრისტიანული (უფრო სწორედ, ანტიქრისტიანული) დასავლეთი დღეს, რა ფასეულობებით ცხოვრობს, როგორ ლგბტ-აპოგეას მიაღწია მათმა ცივილიზაციამ და საით მიექანება და სად უნდა ჩვენი გადაჩეხვაც, თუკი მათ გზას ავირჩევთ…
ჩვენი წინაპრების არჩევანი არა ევროპა, არამედ ქრისტიანობა და ის ზნეობრივი ნორმები იყო, რომლებსაც მართლმადიდებლობა ქადაგებს, რაზეც ევროპამ, თავის დროზე, ცივილიზაციურ დონეზე თქვა უარი და მათ მთელი ძალით უპირისპირდება და ებრძვის.
შეცდომაა იმის მიჩნევა, რომ დასავლეთი მარტო იმიტომ არის მიუღებელი, რადგან ლგბტ ცოდვა შეიწყნარა და, შემდეგ, ნორმად გამოაცხადა ცივილიზაციურ დონეზე.
რეალურად, სოდომიის ეს პიკი მხოლოდ შედეგია, მიზეზი კი დასავლეთში ლგბტ-ს ინდოქტრინაციამდე ძალიან დიდი ხნით ადრე არსებული თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წესი გახლდათ.
თუკი ჩვენ არ შევინარჩუნებთ ქრისტიანულ ზნეობას, ოჯახის ინსტიტუტს, არ აღვზრდით მომავალ თაობებს ქორწინებამდე უბიწოების შენახვის შეგნებით (როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს), ადრე თუ გვიან, დასავლეთის მსგავსად, ჩვენც დაგვღუპავს “სექსუალური თავისუფლება” და იგივე დაგვემართება, რაც მათ… შეიძლება კიდევ უარესიც…
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა დანარჩენ სამყაროს უყურებს ისე, როგორც საუკუნეების მანძილზე უყურებდა – როგორც კოლონიას, რომლის ძარცვის ხარჯზეც უნდა რომ იცხოვროს და განვითარდეს. ამ მხრივ მათ ფსიქოლოგიაში არაფერი შეცვლილა. ამიტომ, არც უნდა ველოდოთ დასავლეთისგან თანასწორ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
დასავლეთის ეს მატერიალური კეთილდღეობა, ბევრი ასე აღფრთოვანებული რომ შეჰყურებს, კოლონიალიზმისა და დანარჩენი სამყაროს მრავალსაუკუნოვანი უმოწყალო ძარცვის შედეგია (ჯერ კიდევ ჯვაროსნული ომებიდან მოყოლებული).
და ბოლოს:
თეორიულად რომ დავუშვათ და მართლაც რომ გვიღებდნენ და სულ რომ რძისა და თაფლის მდინარეები გველოდებოდეს ვეროკავშირში, უნდა გვახსოვდეს, რომ თავის დროზე სოდომი და გომორიც ეკონომიკურად ძლიერი და მდიდარი ქალაქები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცის რაც დაემართათ…
დავით ლორთქიფანიძე
2023 წელი
P.S.
და კიდევ: დასავლეთს ცივილიზაციურ დონეზე აღარ შესწევს უნარი წინ აღუდგეს სოდომიტურ დღის წესრიგს – მთელი ეს ორბანები, ტრამპები, ლე პენები და ვითომ ტრადიციული ფასეულობების დამცველები, სინამდვილეში ლგბტ სიბილწის მიმღებლები არიან. ადამიანი (და, მით უმეტეს, ცივილიზაცია) რეალურად და სწორად რომ უპირისპირდებოდეს ლგბტ ექსპანსიას, უნდა ჰქონდეს სწორი ბაზისი, რაზე დაყრდნობითაც შეძლებს ამას. დასავლეთი კი ფსევდოქრისტიანულიდან დღეს უკვე მკვეთრად ანტიქრისტიანულ ცივილიზაციად იქცა (სწორედ მართლმადიდებლობისგან განდგომამ მიიყვანა ევროპა დღევანდელ ლგბტ-აპოგეამდე). ამიტომ, დასავლეთში ლიბერალური დღის წესრიგის რეალური დამარცხება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გზით – თუკი დასავლეთი ცივილიზაციურ დონეზე ისევ დაუბრუნდება ქრისტიანულ ღირებულებებს.