რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საუბარია “გენდერულ თანასწორობაზე”, იგულისხმება არა ქალი და მამაკაცი, არამედ გარყვნილების და პათოლოგიების ის სახეები, რომლებსაც სოდომიის ცოდვის და სიბილწის პროპაგანდისტებმა “მეცნიერული” ტერმინები დაარქვეს.

ტერმინი გენდერი თავის ნაშრომებში 1955 წელს გამოიყენა სექსოლოგმა ჯ. მანმა, როდესაც ტრანსგენდერებს და სხვა მამათმავლებს იკვლევდა.

ლიბერალები – სოდომიტები, ფემინისტები, ბავშვების გარმყვნელები (სკოლაში სექსუალური აღზრდის შეტანის მომხრეები), თუ სხვები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არანაირი გენდერის თეორია არ არსებობს და, როდესაც საუბარია გენდერულ თანასწორობაზე, იგულისხმება “ქალი და მამაკაცი”.

ეს დაახლოებით ისეთივე სიცრუეა, როგორც ეშმაკის მცდელობა დაარწმუნოს კაცობრიობა თავის არარსებობაში – თუ არ არსებობს, ესე იგი ვერც დაუპირისპირდები. აი, ამ გზას ადგანან ლიბერალები, როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთშიც.

რა არის სინამდვილეში გენდერი?

გენდერი არის არჩევითი სქესი.

რას ნიშნავს ეს?

მაგალითად:
ჩვეულებრივი ადამიანის შემთხვევაში პიროვნება გენეტიკურად არის მამაკაცი, თავს აღიქვამს მამაკაცად, იზიდავს ქალები და იქცევა როგორც მამაკაცი.

გენდერის თეორიის მიხედვით კი, პიროვნება გენეტიკურად შეიძლება იყოს მამაკაცი, იზიდავდეს ქალები… მაგრამ თუ დაჟინებით აღიქვამს თავის თავს ქალად, ის იქნება ქალი – ლესბოსელი, ტრანსგენდერი ქალი.

ანუ, გენდერის თეორიისთვის ნებისმიერი სექსუალური ორიენტაცია ნორმალურია….

რატომ შეაქვთ გენდერი ბაღში და სკოლაში?

სოდომიტები, რომლებიც უმცირესობაში არიან, ცდილობენ ზნეობის და მორალის ზოგადსაკაცობრიო ნორმების წაშლას და საკუთარი სიბილწის უმრავლესობისთვის ძალით თავს მოხვევას.

ამის საუკეთესო საშუალება კი მომავალი თაობაა – თუ კი ბავშვები აღიზრდებიან ზნეობის, ოჯახის და ტრადიციული ღირებულებების გარეშე, გახდებიან მამათმავლობის სიბილწის და გარყვნილების მიმღებლები, მაშინ სოდომიტური უმცირესობა ერთ დღეს უკვე უმრავლესობად მოგვევლინება.

სწორედ ამიტომ ნადირობენ ისინი ბავშვების ცნობიერებაზე და ცდილობენ, უკვე საბავშვო ბაღებიდან თუ სკოლის პირველივე კლასებიდან ჩაუნერგონ გენდერის თეორია მათ (თავიდან ეს კეთდება შეფარულად, “დისკრიმინაცია”, “სხვათა უფლებები”, “ტოლერანტობა”, “ყველა ტიპის უმცირესობები” და მსგავსი ტერმინებს ამოფარებულად).

ეს, რასაკვირველია, იწვევს სამართლიან პროტესტს საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში და მთელ მსოფლიოში ტარდება მრავალათასიანი აქციები თუ დემონსტრაციები გენდერის თეორიის სკოლებში შეტანის საწინააღმდეგოდ (მაგალითად, 2015 წელს იტალიაში, 2016-ში კოლუმბიაში, 2017-ში პერუში და ა.შ.).

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ აქციაზე მთავარი მოთხოვნაა “არა გენდერს სკოლაში!”

სწორედ ეს მოთხოვნა ამხელს ლიბერალების სიცრუეს, თითქოს გენდერი “ქალს და მამაკაცს” გულისხმობს – თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა გამოდის: რომში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა და აპროტესტებდა “ქალის და მამაკაცის თანსწორობის” შეტანას სკოლებში?

არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა სკოლებში სწორედ რომ მამათმავლობის სიბილწის – გენდერის თეორიის შეტანას აპროტესტებს.

დავით ლორთქიფანიძე

ZNEOBA.GE