ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

მთელი ეს ეკოფაშიზმი – “გლობალური დათბობის” თემა და ე.წ. „მწვანე დღის წესრიგი“, უპირველესად, მიმართულია სოფლის მეურნეობის განადგურებისკენ.

ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ ახლო მომავალში აღარ იარსებოს თავისუფალმა ფერმერმა. ყველა უნდა იყოს დამოკიდებული მაღაზიის საკვებზე, ხოლო მაღაზიაში საკვებს მიაწვდიან კორპორაციები. თუ არ გაქვს საკუთარი მეურნეობა, დამოკიდებული ხარ სახელმწიფოზე და კვების მრეწველობის (მათ შორის აგროპროდუქტის) მსხვილ მომწოდებლებზე, ანუ გლობალისტების ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე.

სავარაუდოდ, იგივე მიდგომა იქნება ქათმებისადმი, ცხვრებისადმი და სხვა შინაური ცხოვლებისადმი – გინდა გყავდეს ძროხა? მაგრამ, რადგან ძროხა ვითომ დიდი რაოდენობით გამოყოფს CO2-ს და ეს “გლობალურ დათბობას იწვევს”, მოდი, დაგიწესებთ დიდ გადასახადს ძროხის ყოლაზე, ან, სულაც, აგიკრძალავთ მის ყოლას (მოგვიანებით); ცხვარი და თხა მწვანე საფარს ანადგურებს “არარაციონალურად” და აბა მაგაზეც ხომ უნდა დაგიწესოთ გადასახადი, რადგან შენი პირუტყვი ეკოლოგიას ანადგურებს…. ქათმები “ვირუსების გადამტანები არიან” და ქათმებს სულ ავკრძალავთ…

აგერ, შესანიშნავი სუროგატული ხორცი გვაქვს (მადლობა ჩვენს გენურ ინჟინერიას) და ის მიირთვი, ან ცილებით მდიდარ ხოჭოებზე გადადი საერთოდ, რა, ანჯელინა ჯოლიზე მეტი ხარ, თუ რა?!

(თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს ვიდეო შეუძლია ნახოს: https://www.youtube.com/watch?v=W7-KB-fZmkM გლობალისტები დიდი ხანია საკუთარ ნარატივებს საზოგადოებაში სწორედ რომ ჰოლივუდის მეშვეობით ამკვიდრებენ. იაპონიაში კი, სავაჭრო აპარატებიც დადგეს, რომლებიც უკვე საჭმელად მომზადებულ ხოჭოებს ყიდიან)

და ასე უნდათ, რომ იყოს მთელ მსოფლიოში, რადგან ეს კოლექტიური შვაბებისა და ბილ გეითსების გლობალური სქემაა – პოსტკაპიტალისტური ახალი მსოფლიო წესრიგი (თავისი “მწვანე დღის წესრიგით”, ე.წ. “ოქროს მილიარდით”, სოციალური რეიტინგების სისტემით, ციფრული ვალუტებით (CBDC), ლგბტ გარყვნილებით და ტრანსჰუმანიზმით), რაც, საბოლოოდ, კაცობრიობას მსოფლიო დიქტატურამდე და ანტიქრისტემდე მიიყვანს.

დავით ლორთქიფანიძე

2024 წ.

P.S.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტრანსჰუმანიზმის ეპოქაში BigFood-ი, BigPharma, ციფროვიზაცია და ეკოფაშიზმი კაცობრიობის დამონებისკენ მიმართული გლობალისტების მთავარი ინსტრუმენტებია.