1. გეოპოლიტიკური
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მოხდა კაპიტალისტური სისტემის რღვევა, ხოლო პოსტკაპიტალისტური მსოფლიო კი მხოლოდ ფორმირების საწყის ეტაპზეა და რას მიიღებს კაცობრიობა საბოლოო ჯამში, არავინ იცის.
გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს კავკასიის რეგიონი, სადაც იკვეთება, როგორც რეგიონალური, ასევე მსოფლიო დონის მოთამაშეთა ინტერესები.
კავკასია ევროპისთვის წარმოადგენს შუა აზიის რეგიონის კარიბჭესა და იქაური ენერგორესურსების მიღების ერთ-ერთ ძირითად დერეფანს.
ჩინეთისთვის კავკასია არის უმოკლესი გზა ევროპის ბაზრისკენ. სწორედ ამიტომ ცდილობს პეკინი “დიდი აბრეშუმის გზის” აღორძინებასა და სავაჭრო კომუნიკაციების ზღვებიდან ხმელეთზე გადატანას (რაც კარდინალურად ცვლის ბოლო 500 წლის ანგლო-საქსურ დომინირებას საზღვაო სავაჭრო გზების კონტროლის კუთხით).
რუსეთისთვის კავკასია ეს არის როგორც მისი სამხრეთ საზღვრების სტაბილურობის ფაქტორი (დეტალურად ამაზე ქვემოთ), ასევე სპარსეთის ყურისკენ და ახლო აღმოსავლეთისკენ სტრატეგიული გასასვლელი (თავის დროზე სწორედ ამ მიმართულების ჩაკეტვა იყო დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი აფხაზეთის კონფლიქტში).
აშშ-ს ინტერესია ჩინეთის ფაქტორის შესუსტება ჩვენს რეგიონში და ანაკლიის პროექტის ამერიკულ ფარვატერში დაბრუნება (მით უმეტეს ტრამპის ჩინეთისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით). ეს კი გეოპოლიტიკური საკითხია, რაზეც ზემოთ უკვე ითქვა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, რადგან მის ამოქმედებას, ადრე თუ გვიან, აფხაზეთზე რკინიგზის გახსნა მოჰყვება და ეგ კი უკვე ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბული გახდება (ობივატელს კი ჰგონია, რომ რუსთაველზე წყდება, როგორ განვითარდება აქ მოვლენები).
2. რეგიონალური
დასავლეთი სუვერენიტეტის ნებისმიერ გამოვლინებას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას, ვინაიდან იგი აზროვნებს კოლონიალიზმის პრინციპით, სადაც არის მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკურ-ეკონომიკური სუბიექტი, ხოლო მთელი დანარჩენი სამყარო მისი ინტერესების დაკმაყოფილების ობიექტს წარმოადგენს, რომელსაც არანაირი რეალური სუვერენიტეტი არ შეიძლება ჰქონდეს.
სწორედ ამ რაკურსში უნდა განიხილებოდეს დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები.
დასავლეთის (პირობითი ულტრაგლობალისტების) მიზანი არის საქართველოს “სომალიზაცია”, რათა აქ მართვადი ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში პერმანენტული საფრთხე შეუქმნას რუსეთს სამხრეთ საზღვრებზე და უკონტროლოდ და დაუბრკოლებლად გადაისროლოს ბოევიკების ნაკადები იმიერკავკასიაში, რათა ბოლოს აუფეთქოს კავკასია (ეს ანგლოსაქსების ძველი სტრატეგიაა – ჯერ კიდევ შამილის პერიოდის).
ესეც თქვენი “მეორე ფრონტის” გახსნა: თუკი ვინმეს ეს “მეორე ფრონტი” საქართველოს ჯარის პირდაპირი დაპირისპირება ჰგონია რუსეთის არმიასთან, ალბათ, ძალზე ცდება – ეგ სცენარი არ აწყობთ დასავლეთში, რადგან კარგად იციან, რომ მაგ შემთხვევაში საქართველო ერთ კვირასაც ვერ გაძლებს.
სწორედ ამიტომ არ სჭირდება დასავლეთს საქართველოში ცენტრალიზებული ძლიერი სახელმწიფოს არსებობა – არც ლიბერალურის და, მით უმეტეს, არც სუვერენულის.
3. და მთავარი: ზნეობრივ-სულიერი
რასაკვირველია, შეუძლებელია გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ფაქტორების უგულებელყოფა, მაგრამ მიმდინარე პროცესების უმთავრესი ასპექტი გახლავთ სარწმუნოებრივ-ზნეობრივი მხარე: პოსტქრისტიანული დასავლეთის ბრძოლა მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოს საქართველო წარმოადგენს.
მთელი ამ “ევროინტეგრაციის” საფარქვეშ (რომელიც, რასაკვირველია, ძირშივე უტოპიურია) არის მცდელობა საქართველოში დაამყარონ სოდომიტური დღის წესრიგი (როგორც ეს ევროპაშია) და შეცვლილი ზნეობრივ ღირებულებათა ვექტორის წყალობით ქართველობა საბოლოოდ დააშორონ მართლმადიდებლობასა და ქრისტიანული მორალის ნორმებს, რაც გამოიწვევს ჩვენი ერის სრულ დეგრადაციასა და ტრანსჰუმანისტული “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამღუპველ მორევში თავით გადაშვებას.
(თეორიულად რომ დავუშვათ და მართლაც რომ გვიღებდნენ და სულ რომ რძისა და თაფლის მდინარეები გველოდებოდეს ევროკავშირში, უნდა გვახსოვდეს, რომ თავის დროზე სოდომი და გომორიც ეკონომიკურად ძლიერი და მდიდარი ქალაქები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცის, რაც დაემართათ…).
სწორედ ამიტომაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ, ვინც ევროინტეგრაციის მომხრეა, საქართველოში სოდომიის დამკვიდრების მომხრეცაა, ნებსით თუ უნებლიედ.
გამომდინარე აქედან, საჭიროა რომ გვქონდეს მოვლენათა მართებული ხედვა:
ვინც მხოლოდ პოლიტიკური/გეოპოლიტიკური თეორიების კუთხით უყურებს მიმდინარე პროცესებს და არა მართლმადიდებლობის პრიზმიდან, ვერასდროს შეძლებს საკითხების ჭეშმარიტ არსამდე მისვლას და, შესაბამისად, მათი შეფასებებიც არასრული, ან მცდარი იქნება, რამაც, შეიძლება, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს ჩვენი სახელმწიფო და ერი.
დავით ლორთქიფანიძე
08.12.2024
* * *
ავტორის სტატიები:
● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში
● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი
● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის
● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი
● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?
● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა
● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ
● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება
● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…
● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე
● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!
● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?
● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით
● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?
● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?
● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე
● მზადება ცისფერი ტერორისთვის!
● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით
● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!
● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი
● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები