იოგას შესახებ

იოგას შესახებ

დღეს ხშირად დაინახავთ ქალაქში სარეკლამო ფირნიშებზე გაკრულ პლაკატებს, რომლებიც მსურველებს იოგას ვარჯიშებზე იწვევენ, თითქოსდა ეს რაღაც სულიერი და ფიზიკური სიმშვიდის მომტანი იყოს.

150526145828-office-yoga

იოგა ინდურ სისტემათა უმეტესობის საერთო ელემენტს წარმოადგენს (ბუდიზმის ჩათვლით). მისი უმთავრესი პრინციპები ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისში მცხოვრებმა ფილოსოფოსმა პატანჯალიმ ჩამოაყალიბა „იოგა-სუტრაში“.

მისი მთავარი მიზანი ღვთაებრივი არსის წვდომა და ამით უკვდავებისა და თავისუფლების მოპოვება იყო. თუმცა “ღვთაებრივი არსის წვდომა” მათეული გაგებით ესაა მარადიულად გადასვლა უსასრულობაში და არარაობაში, ეს სრულყოფილება კი არა, არამედ ჯოჯოხეთია,  სწორედ ის რასაც ბუდისტური ასკეტიზმი ქადაგებს.

XIX საუკუნის ცნობილი ინდოელი რელიგიური მოღვაწე რამაკრიშნა სამადჰიში ყოფნის დროს ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, რომ მას სიცოცხლის არავითარი გარეგნული ნიშანი არ ეტყობოდა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც იოგი აღწევს თავის მიზანს; მთლიანად წყდება მატერიალურ სამყაროს და “ღვთაებას” ერწყმის.

თუ იოგას გამოვაცლით სულიერ დოქტრინას, ოკულტურ–ეზოთერულ შინაარსს, მაშინ დაგვრჩება მხოლოდ და მხოლოდ გიმნასტიკა, რომელიც რაღაც უცნაურ ფორმას ატარებს, ერთგვარი სხეულის მექანიკური პოზები, რომლებსაც არავითარი დატვირთვა არ გააჩნია. ეს პოზები ოკულტურ-ეზოთერული ანატომიური ფიზიოლოგიის მიხედვით არის შექმნილი, როდესაც გარკვეული მედიტაციური და მაგიური ტექნიკის მეშვეობით ხდება ორგანიზმში ენერგიების მართვა, რათა გაიხსნას ის შესასვლელები, საიდანაც ხდება ადამიანის შეპყრობა ბნელი ძალების მიერ.