ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით

ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ თქვენს განცხადებას “ბოლოდროინდელ ძალადობასა და ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით”.

პირველ ყოვლისა, მოგიწოდებთ, რომ იმოქმედოთ თქვენი საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მკაცრად არის განსაზღვრული თქვენი წესდებით (III და IV მუხლები) და წარმოადგენს პალატის წევრების საერთო ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

თქვენი განცხადება შეიცავს რამდენიმე არასწორ გარემოებას, კერძოდ:

1. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება თავდასხმის შედეგი იყო.

ფაქტია: ლექსო 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩათვლით და გაწერეს სრულიად ჯანმრთელი.

ფაქტია: ლექსო ტელევიზიაში დაესწრო დილის გადაცემას, სადაც მან დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობდა.

ფაქტია: სიკვდილის წინ ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ლექსო ფიქსირდება ნარკოტიკების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ, მას უჭირს სიარული.

ფაქტია: დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ მის თავში არანაირი დაზიანება არ იქნა აღმოჩენილი და ამავე ექსპერტმა დაადასტურა მის სხეულში ნარკოტიკების არსებობა.

2. მოსაზრება, რომ თავდამსხმელები შეურაცხყოფილნი არიან ლგბტ ადამიანების არსებობით, არასწორია.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰომოსექსუალიზმს ცოდვად, პათოლოგიად და სამარცხვინო საქციელად თვლის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ცოდვაში მყოფი ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ, მუშაობენ და მათ არავინ თავს არ ესხმის. ისინი ყველგან არიან: ბიზნესში, შოუბიზნესში, ხელოვნებასა და კულტურის სფეროში. რაც არ მოგვწონს (და არასდროს დავუშვებთ ამას), არის ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პროპაგანდა და მისი ნორმად გამოცხადება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს. თავდასხმები ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

აშშ-ს ელჩმა ისევე, როგორც სხვა დასავლელმა დიპლომატებმა, დაარღვიეს მათი შეზღუდული უფლებამოსილება (თქვენი ჩათვლით) და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და მიგვაჩნია, რომ ამ ხალხმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ საქართველო.

საქართველოს კონსტიტუციის (მუხლი 17) თანახმად, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი არღვევს სხვების უფლებებს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

თქვენს განცხადებაში თქვენ მოუწოდებთ მთავრობას, ძალის გამოყენებით დაარბიოს საკუთარი მოსახლეობის 95% და ჩვენს გვამებზე მოაწყოს უღირსების მარში.

ან დასავლეთი მიგვიღებს ისეთებს, როგორებიც ჩვენ ვართ, ან ისინი ჩვენ დაგვკარგავენ, რასაც თქვენ უკვე თავად ხედავთ და ბოლო დროინდელმა მოვლენებმაც გვაჩვენა.

პატივისცემით,
დავით ლორთქიფანიძე
არასამთავრობო ორგანიზაცია “ზნეობა“-ს სახელით

15 ივლისი, 2021 წელი

* * *

Open letter regarding statement of American Chamber of Commerce dated July 13, 2021.

We would like to respond to your statement regarding the “recent violence and tragic events”.

First, we urge you to act within the scope of your activities and authority, which is strictly defined in your by-laws (Articles III and IV) to protect and promote the common economic interests of its members.

Your statement contains several incorrect claims, namely:

1. Lekso Lashkarava’s death was a result of an attack.

Fact: He was in a medical hospital for 3 days, underwent thorough health research including computer tomography and was discharged with 0 threat to his life.

Fact: He attended a morning program where he acknowledged his good health.

Fact: Prior to his death he is seen on CCTV cameras under the influence of drugs, he can barely walk.

Fact: Independent expert confirmed that no damages were found to his head and this expert confirmed existence of a drug in this body.

2. The notion that attackers are offended by the existence of LGBT people is wrong.

The absolute majority of the population of Georgia considers homosexuality as a sin, a pathology and a shameful act, but nevertheless, people in this sin live and work freely and no one attacks them. They are everywhere, business, Showbusiness, Art & culture. What we do not like (and will never let it happen) is advertising of this lifestyle and its establishment as the norm. We do not think this is normal, but we respect every person. Those attacks happen only when they try to promote homosexuality.

The US Ambassador as well as other western diplomats breached their limited authority (Amcham included) and are meddling in Georgian internal affairs and must leave Georgia immediately.

According to the Georgian Constitution (article 17) freedom of expression can be limited if it violates others’ rights and is a threat for public security.

In your statement you urge the government to crush 95% of its population (forceful leadership) and let LGBT march over the graves of Georgians.

The west will accept us the way we are, or they will lose us as you can already see it happening.

Sincerely,
David Lortkipanidze
On behalf of the non-governmental organization “Zneoba

July 15, 2021