რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

“მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ, ალბათ, ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

 

რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი თეზისები

① პრეამბულა

საქართველო მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია ისევე, როგორც რუსეთი და ეს ფაქტი უკვე განაპირობებს იმას, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები თანხვედრაში იყოს.

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს სამხრეთ საზღვრებზე მხოლოდ ერთი ქრისტიანი მეზობელი ჰყავს – მართლმადიდებელი საქართველო, ხოლო საქართველოს კი მხოლოდ ერთი ქრისტიანი მეზობელი – მართლმადიდებელი რუსეთი.

② რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ბაზისი

გარდა საერთო ღირებულებებისა და   კულტურული კოდისა, საქართველოც და რუსეთიც მსგავსი გამოწვევების წინაშეც დგანან:

1. ბრძოლა მართლმადიდებლობისა და ეკლესიის წინააღმდეგ (მოდერნიზმი და ეკუმენიზმი);

2. ლიბერალური ექსპანსიონიზმი (ლგბტ იდეოლოგიის დამკვიდრება, განათლების სისტემის ჩამოშლა, ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტთან, ეროვნულ ტრადიციებთან) და ულტრაგლობალისტური საფრთხე (ე.წ. მწვანე დღის წესრიგი, ციფროვიზაცია, ტრანსჰუმანიზმი);

3. დასავლური ნეოკოლონიალიზმი – პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური;

4. მოსახლეობის მკვეთრი შემცირება (აბორტები, ნარკომანია, ახალგაზრდა თაობის გადინება საზღვარგარეთ);

5. ისლამიზაცია და მიგრანტების შემოდინება (განსაკუთრებით ისლამური ქვეყნებიდან, აფრიკიდან და ჩინეთიდან; ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა).

როდესაც ვაანალიზებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უახლოეს წარსულს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთს, მართავდნენ გლობალისტების მიერ ხელდასმული მოღალატეები. ორივე მხრიდან გლობალისტების საქმე კეთდებოდა იგივე ქართველების და რუსების ხელით იგივე საქართველოს და რუსეთის საზიანოდ.

ჩვენი თაობის მოვალეობაა ჩიხიდან გამოსვლა და ჩვენს ქვეყნებს შორის ფუნდამენტური და მეგობრული ურთიერთობების დამყარება, რადგან როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე კავკასიის სიმშვიდის საფუძველიც სწორედ რუსეთს-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობაა.

ამისთვის კი აუცილებელია გავითვალისწინოთ ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესები:

– მოსკოვში უნდა გააცნობიერონ, რომ მეგობრული, ერთიანი და ძლიერი საქართველო რუსეთისთვის სტაბილურობის ფუძემდებლური ფაქტორია არა მხოლოდ ამიერკავკასიასა და მთლიანად კავკასიაში, არამედ მის სამხრეთ საზღვრებზე, ვიდრე ვოლგისპირეთამდე;

– თავის მხრივ, თბილისშიც უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ყოფნა კავკასიაში საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია, ვინაიდან საერთო ინტერესები და ეგზისტენციალური მტრები გაგვაჩნია;

– ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მშენებლობისას ქვაკუთხედი რუსეთისთვის საქართველოს მიერ დასავლურ კურსზე ღიად უარის თქმაა, ხოლო საქართველოსთვის კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ქართველები ვერასოდეს ვიტყვით უარს ჩვენი სახელმწიფოს გაერთიანებაზე და ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური ინტერესია. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. დიახ, ეს იქნება რთული და ტიტანური პროცესი, რომელშიც გასათვალისწინებელია როგორც ქართველების, აფხაზების და ოსების სასიცოცხლო ინტერესები, ასევე რუსეთის სტრატეგიული მიზნები.

კავკასიის სიმშვიდის საფუძველი რუსეთს-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობაა:

მართლმადიდებლური რუსეთი არის ის გეოპოლიტიკური ძალა, რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და მშვიდობას კავკასიაში.

მართლმადიდებლური საქართველო კი კავკასიის ბუნებრივი, ისტორიული ცენტრია.

სწორედ ეს არის კავკასიის რეგიონის მოწყობის ის ერთადერთი პერსპექტიული ფორმულა, რომლის განხორციელებაც მხოლოდ ანგლო-საქსური ნეოკოლონიალური კომპონენტის კავკასიიდან განდევნის შემდეგაა შესაძლებელი.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მშვიდობა კავკასიაში და სტაბილურობა რუსეთის სამხრეთში სტრატეგიულ პერსპექტივაში.

③ შეჯამება

რუსეთი არ წავა კავკასიიდან, რადგან სამართლიანად მიიჩნევს რეგიონს საკუთარი უშუალო გავლენის სფეროდ, რომლის შენარჩუნებაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის სამხრეთ რეგიონების სტაბილურობა ვიდრე ვოლგისპირეთამდე. შესაბამისად, საქართველოს საგარეო კურსიც ამ ფაქტიდან უნდა გამომდინარეობდეს და უნდა გავითვალისწინოთ ის მოცემულობები, რომლებიც ქმნიან კიდეც კავკასიაში პოლიტიკურ სურათს:

მოცემულობა N1 – რუსეთი არ მიდის კავკასიიდან, ვინაიდან ეს რუსული სახელმწიფოს კატასტროფას გამოიწვევს;

მოცემულობა N2 – რუსეთი მართლმადიდებლური იმპერია და გეოპოლიტიკური ძალაა;

მოცემულობა N3 – რუსეთის ყოფნა კავკასიაში მართლმადიდებლური საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია;

მოცემულობა N4 – ერთიანი და მეგობრული საქართველო რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია;

მოცემულობა N5 – საქართველოც და რუსეთიც მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია და ჩვენ საერთო კულტურული ღირებულებები გაგვაჩნია და მსგავსი გამოწვევების წინაშე ვდგავართ (როგორც დასავლეთის, ასევე ისლამური ექსპანსიონიზმის კუთხით);

და მთავარი – რაც უფრო მალე გაითავისებენ ამას მოსკოვსა და თბილისში, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის.

დავით ლორთქიფანიძე

2023 წ.