“დასავლური კონსერვატიზმი”?

დღეს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედიაში ხშირად იყენებენ დადებით კონოტაციაში ისეთ ტერმინებსა და სიტყვებს, როგორებიცაა “დასავლური კონსერვატიზმი”, “დასავლეთის კონსერვატიული წრეები”, “ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერები დასავლეთში” და ა.შ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ, საერთო ჯამში, “კონსერვატიზმი” მხოლოდ მაშინ არის მისაღები და დადებითი, თუკი ის მართლმადიდებლობის წიაღშია და სიტყვა კონსერვატიზმი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ მართლმადიდებლური ტრადიციის შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას გულისხმობს.

ყველა სხვა შემთხვევაში, ალბათ, გაუგებარია, თუ რატომ უნდა იწვევდეს ეს ტერმინი ჩვენში მოწონებას:

დასავლეთში ე.წ. კონსერვატორები, რეალურად, ისევ ლიბერალები არიან, ოღონდ უფრო მემარჯვენე პოზიციებზე მდგომები (აიღეთ იგივე ტრამპი – მას ფინანსთა მინისტრად ღია მამათმავალი სკოტ ბესენტი ჰყავს… ან, თუნდაც, გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ლიდერი – ალის ვაიდელი, რომელიც ღია ლესბოსელია და ა.შ.).

კათოლიკურ თუ პროტესტანტულ სამყაროში იქაური ლიბერალიცა და ე.წ. კონსერვატორიც, რეალურად, ქრისტესა და მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეა (სწორედ საკუთარი ფსევდოქრისტიანული სარწმუნოებისა და, აქედან გამომდინარე, მათი დასავლური ტყუილ-მართალში აღრეული ღირებულებების გამო).

იგივე შეიძლება ითქვას სხვა არამართლმადიდებლურ (არაქრისტიანულ) ცივილიზაციებზეც, რომლებშიც კონსერვატიზმი გულისხმობს მათი ანტიქრისტიანული ცრუ მოძღვრებებისა და ზნეობრივი ორიენტირების შენარჩუნებას, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ეკლესიის სწავლებასთან და ქრისტიანული ზნეობის ნორმებთან.

დავით ლორთქიფანიძე

 

* * *

ავტორის სტატიები:

● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

● „აღორძინდით და განმრავლდით“

● გლობალიზაცია და სახელმწიფო

● კაპიტალის დიდი ექსპროპრიაცია

● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?

● საქართველო და რუსეთი

● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

● “მრავალპოლუსიანი სამყაროს” შესახებ

● “დასავლური კონსერვატიზმი”?

● ტრამპის “მესიანიზმი”

● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი

● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი

● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე

● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!

● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?

● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?

● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

● რანი ვიყავით, რანი ვართ…

● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე

● მზადება ცისფერი ტერორისთვის!

● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით

● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი

● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები

● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია