ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

ბილწ ერთსქესიან „ქორწინებებთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესულმა სარჩელმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.

გარკვეულმა ჯგუფებმა სარჩელის საპასუხოდ მოითხოვეს რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც ქორწინება უნდა განისაზღვროს როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

ამ პოლემიკაში, ინიციატივის ხელში ჩაგდების მიზნით, ხელისუფლებაც ჩაერთო და როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა 9 თებერვლის ინტერვიუში, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

ბ-ნი ვოლსკი იმავე ინტერვიუში აგრძელებს: „ამას ჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს. ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედაც რომ ასეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას.“

ერთი შეხედვით ხელისუფლების ეს პოზიცია მორალის დამცველთა გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს და პრობლემა კი გადაჭრილად, რაც მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით პოლიტიკური რეიტინგის ამაღლების საშუალებას მისცემს იმავე ხელისუფლებას და რეალურად კი სიმართლის მორიგი პროფანაციაა.

საზოგადოებისთვის აუცილებელია რეალობაში გარკვევა, რათა კიდევ ერთხელ არ გახდეს ტყუილის მსხვერპლი, არ გაუჩნდეს ცრუ გამარჯვების შეგრძნება და თვალებში ნაცრის შეყრა წარმატებად არ მიიღოს (და მითუმეტეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მორალისა და ზნეობის ზოგადსაკაცობრიო ნორმების შეცვლას და ჰომოსექსუალიზმის სიბილწის დაკანონებას ეხება).

რას გვთავაზობს ხელისუფლება და რა სტანდარტებზე საუბრობს ბ-ნი ვოლსკი?

რა სიტუაციაა ამ მხრივ ევროპაში, რომელზეც ორიენტაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის მთავარი ვექტორია:

Untitled-2-1ერთსქესიანი “ქორწინებები” და სამოქალაქო კავშირები ევროპაში

 

– ერთსქესიანი „ქორწინება“ ლეგალიზებულია ევროპის 13  ქვეყანაში (აქედან 11 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა).

– 12 ქვეყანაში დაკანონებულია ერთსქესიანი „ქორწინების“ ალტერნატიული ფორმა – ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობა (სხვადასხვა ქვეყანაში მას სახვადასხვა სახელი აქვს), რომელიც იგივე სოდომიის დაკანონებაა, მაგრამ არა „ოჯახის“ სახელწოდებით, თუმცა იგივე ბინძური შინაარსით.

ამ ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობით დაკავშირებულ სოდომიტ წყვილებს თითქმის იგივე უფლებები ენიჭებათ, რაც ტრადიციული ქორწინების შემთხვევაში აქვთ ნორმალურ ადამიანებს.

შესაბამისად, სანამდე მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი (როგორც სათავე და საფუძველი სოდომური ცოდვის დაკანონებისა), კონსტიტუციაში იმის დაფიქსირება, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის კარგავს აზრს და მასზე დავა მავანს მხოლოდ საზოგადოების მხრიდან „ბოლის გამოსაშვებად“ და ცრუ გამარჯვების ილუზიის შესაქმნელად სჭირდება. ამის თქმის საფუძველს სწორედ ევროპული გამოცდილება გვაძლევს. მაგალითად: 

ხორვატიაში, სადაც კონსტიტუციაშია განსაზღვრული ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, პარალელურად ძალაშია სამოქალაქო პარტნიორობაც, რომლითაც სოდომიტ წყვილებს ყველა უფლება ენიჭება, მათ შორის ბავშვების შვილად აყვანის უფლებაც (როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი არის ბავშვის ბიოლოგიური მშობელი).

იგივე სიტუაციაა უნგრეთშიც – იქაც, ხორვატიის მსგავსად, კონსტიტუციით განსაზღვრულია ოჯახის ტრადიციული ცნება, მაგრამ პარალელურად მოქმედებს ერთსქესიანი „ქორწინების“ ალტერნატიული ფორმაც (უნგ. bejegyzett élettársi kapcsolat).

ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ან კიდევ ერთხელ (პირველად ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს მოხდა) ცდილობს მოატყუოს ქართული საზოგადოება და დააკანონოს სოდომიის სიბილწე და ან არ არის ჩახედული ამ საკთხში და ბრმად იღებს ლგბტ ლობის მიერ ინიცირებულ მორიგ სიყალბეს. ორივე შემთხვევა (ტყუილი და არაკომპეტენტურობა) დანაშაულია ხელისუფლებისთვის და ასეთ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს ის, რომ თუ არ გაუქმდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, იმის და მიუხედავად ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების ტრადიციული განმარტება, ყოველთვის დარჩება საფრთხე ალტერნატიული კავშირების შემოღებისა (როგორც ეს ევროპაშია).

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შედეგად გაჩენილი პრობლემები და საფრთხეები (გეი აღლუმები, სკოლაში გენდერის სწავლების დანერგვა, ერთსქესიანი „ქორწინებები“ და კავშირები, იუვენალური იუსტიცია თუ სხვა)  რომ ავირიდოთ თავიდან და ჩვენი შვილების მომავალი იყოს დაცული,

უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი 

ან 

იქიდან ამოღებული იქნას მამათმავლობის სიბილწის დამკანონებელი ტერმინები – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა”.


დავით ლორთქიფანიძე
(2016 წელი)

ZNEOBA.GE