აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია საგანგაშო მდგომარეობაშია. სანამ ქართველობა ფიზიკური გაქრობის საფრთხის წინაშე დამდგარა, ყველა თანხმდება, რომ ამ ეგზისტენციალურ პრობლემას სასწრაფოდ უნდა შველა. აქ კი იკვეთება რამდენიმე ფუნდამენტური ასპექტი, რომლის მოგვარების გარეშე საუბარიც კი ზედმეტია დემოგრაფიული სიტუაციის შემობრუნებაზე:

1. ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა აიკრძალოს აბორტები, როგორც უმძიმესი ცოდვა და ერის პირდაპირი გენოციდი. მუცლად მყოფი ჩვილების მკვლელობების შეწყვეტის გარეშე ყოველგვარი საუბარი ერის გამრავლებაზე უბრალოდ ფარისევლობაა.

2. ასევე, აუცილებელია “დემოგრაფიული გარღვევის” მოხდენა, რათა დროის შედარებით მოკლე პერიოდში შობადობამ გადააჭარბოს სიკვდილიანობას. ამისთვის კი საჭიროა ოჯახებში შვილიერების ზრდა, რაც გულისხმობს პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომას ეროვნულ დონეზე:

ახალგაზრდა, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების სერიოზული მატერიალური წახალისება და აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის ქმედითი მხარდაჭერა (ფულადი პრემიები, ხელფასი მრავალშვილიანი დედობისთვის, საგადასახადო შეღავათები, უფასო სამედიცინო პაკეტები, მცირე ბიზნესის სპეციალური პროექტები, სახელმწიფო მიწის ფონდიდან ნაკვეთების გადაცემა, უფასო/იაფი იპოთეკა და ა.შ.);

3. ნარკომანია ერის სულიერი და ფიზიკური გადაგვარებაა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე. ამიტომ, საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება – ნარკორეალიზატორების უმკაცრესი დასჯა; სისტემური ტერორის გამოცხადება კლუბური ნარკოტიკების წინააღმდეგ; ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე მაღალი ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციებისა და იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაოების შემოღება, ხოლო ნარკოდანაშაულის (მოხმარების) რეციდივის შემთხვევაში რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაც კი;

4. კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ეს არის წლების განმავლობაში მზარდი უკონტროლო იმიგრაცია:

თბილისში ყალიბდება ირანული, არაბული, თურქული ანკლავები, სადაც ქართული მოსახლეობა უკვე უმცირესობაშია. ასეთი ანკლავები საკუთარ ეთნოსზე ორიენტირებული ჩაკეტილი სოციუმებია, რომლებიც ამოგლეჯილი არიან ყოველივე აქაურიდან და სულაც არ აინტერესებთ რომელ ქალაქში და ქვეყანაში იმყოფებიან. ამას დაუმატეთ აგრესიული ისლამისა და ტერორიზმის საფრთხე და ნათელი ხდება, რომ ახლა თუ არ მიეხედა ამ პრობლემას, მერე ერთ დღესაც ჯარის შეყვანა მოგვიწევს ასეთ ანკლავებში.

ამიტომ, აუცილებელი ხდება (დაგვიანებულიცაა) საიმიგრაციო პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა – როგორც მინიმუმ, სამუშაო ვიზებისა და საცხოვრებელი ნებართვების გაცემის გართულება (განსაკუთრებით ისლამური და აფრიკული ქვეყნების მოქალაქეებისთვის), საიმიგრაციო პოლიციის შექმნა, სავიზო რეჟიმის დარღვევის გამოვლენისა და დეპორტაციის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება, და ა.შ.

მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულად შესაძლებელია ახლო პერსპექტივაში მოხდეს “შვილიერების ეროვნული დოქტრინის” შემუშავება, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი მატერიალურ-ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

დავით ლორთქიფანიძე

27.01.2025

* * *

ავტორის სტატიები:

● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი

● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი

● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?

● გლობალიზაცია და სახელმწიფო

● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

● საქართველო და რუსეთი

● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე

● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!

● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?

● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით

● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?

● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

● რანი ვიყავით, რანი ვართ…

● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე

● მზადება ცისფერი ტერორისთვის!

● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით

● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი

● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები