ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

ეროვნული ბანკების ციფრული ვალუტა (CBDC), დიქტატურის დამყარების მხრივ, კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არსებული ყველაზე საშიში მექანიზმია.

ციფრული ვალუტა (საქართველოს შემთხვევაში ციფრული ლარი), ნაღდი ფულისგან განსხვავებით, არაუნივერსალური გადახდის საშუალებაა, რომელიც რეალურად ფულიც არ არის, რადგან ფულისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ფუნქციები აქვს ჩამორთმეული:

● არის გადახდის არაუნივერსალური საშუალება.
ა) ციფრული ვალუტა მხოლოდ ვირტუალურ სივრცეშია თქვენს ანგარიშზე, რომელსაც ვერ გაანაღდებთ.

ბ) სახელმწიფოს/ეროვნულ ბანკს შეუძლია ისე დააპროგრამოს ციფრული ფული, რომ მოქალაქეს მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციის და მომსახურების შეძენა შეეძლება; შეუძლიათ შეუზღუდონ ადამიანებს გადაადგილების საშუალებაც (ვერ შეიძენთ ბილეთს, ვერ გადაიხდით ტაქსს, ვერ ჩაასხამთ საწვავს და ა.შ.).

● არ აქვს დაგროვებითი ფუნქცია.
ციფრულ ფულს შესაძლოა ლიმიტირებული ვადა ჰქონდეს (ჩინეთის მაგალითი): ანუ, დავუშვათ, ჩაგერიცხათ ხელფასი ციფრული ვალუტის სახით და თუ თქვენ ჩარიცხვიდან განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ დახარჯავთ მას, გარკვეული ვადის შემდეგ ფული უბრალოდ გაგიქრებათ.

● 100% კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.
ნებისმიერი თქვენი ნაბიჯი, შენაძენი, გადარიცხვა მოექცევა სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.

ამ ეტაპზე, ციფრული ვალუტის დამკვიდრება ხდება ეროვნული ბანკების მეშვეობით, თუმცა, დროთა განმავლობაში, იგეგმება ერთიანი მსოფლიო ციფრული ვალუტის შემოღება (ასეთ ვალუტაზე უკვე მუშაობენ იგივე მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი).

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ციფრული ვალუტა (CBDC) რეალურად არის არა ფული, არამედ ტალონი, რომლითაც შევძლებთ მხოლოდ იმის შეძენას, რაზეც იქნება დაპროგრამირებული ეს ტალონი.

ე.წ. ციფრული ფული არა იმდენად ფინანსური ინსტრუმენტია, რამდენადაც პოლიტიკური და ადმინისტრაციული ტერორის საშუალება.

საქმე ისე მიდის, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ციფრული ვალუტა სრულად ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, რაც ადამიანებზე პლანეტარული მასშტაბის დიქტატურის დამყარების დასაწყისი იქნება.

აი, ასეთია გლობალისტების (შვაბების, ბილ გეითსებისა და მათი პატრონების) “საოცარი ახალი სამყარო”, რომელშიც გამოგენდერებული და სოციალური ქულების სისტემას დამონებული, საგრძნობლად შემცირებული მსოფლიო მოსახლეობა მწერებსა და ხელოვნურ საკვებს მიირთმევს, აკრძალულია ნაღდი ფული, სოფლის მეურნეობა, კერძო საკუთრება, აღარ არსებობს ეროვნული სახელმწიფოები და მსოფლიოს ერთი მმართველი ჰყავს…

P.S.
2022 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა, რომლის დროსაც თანამშრომლობა და საქართველოში ფილიალის გახსნა შესთავაზა (კომპანია Ripple-ი აქტიურად თანამშრომლობს ჩერნოგორიის ხელისუფლებასთან ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნის კუთხით).

2023 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად კომპანია Ripple Labs Inc. და მისი პლატფორმა შეარჩია.

2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში გაიშვება საპილოტე პროექტები.

ამის შესახებ ინფორმაციას Business Media Georgia ავრცელებს:

“რიპლის” ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს უოლისმა BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პროექტის გეგმა განიხილა, რომელიც ორ ფაზას მოიცავს და 7-8 თვეში საპილოტე პროექტის დაწყებას ითვალისწინებს.

“მიზეზი, რის გამოც საქართველოში ვიმყოფები, ეროვნულ ბანკთან შეხვედრებია. ვგეგმავთ მომდევნო ნაბიჯებს. ამჟამინდელი გეგმა ორფაზიანი პროექტია. პირველი ფაზა ზოგადი პროგრამისთვის საბოლოო სახის მიცემა და დეტალების შემუშავებაა და ეს ფაზა, რეალურად, ახლა იწყება. ვგულისხმობ გამოყენების ახლებური ქეისების განხილვას, იქნება ეს ობლიგაციების ტოკენიზაცია თუ სხვა. ეს დაგეგმარების ფაზაა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება. 7-8 თვის გასვლის შემდეგ კი გადავდივართ უკვე მეორე ფაზაში, როცა რეალურად დავიწყებთ პილოტის განხორციელებას. 2025 წლის შუა პერიოდიდან კი, საპილოტე ფაზის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ბანკს მოუწევს გადაწყვიტოს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. თუ სურთ გამოყენების ქეისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, “რიპლის” როლი, როგორც ტექნოლოგიური პარტნიორის, ჩვენი გამოცდილების გაზიარებით, გაგრძელდება. ეროვნულ ბანკთან მარდად ვმუშაობთ, ერთად ვიკვლევთ ყველაფერს, რაც გზად გვხვდება. თუმცა ესაა ზოგადი მოცემულობა – შემდეგი რამდენიმე თვე ვგეგმავთ და 7-8 თვეში ვიწყებთ პილოტს”, – განმარტავს ჯეიმს უოლისი.” (10.02.2024)

დავით ლორთქიფანიძე

P.S.
დღეს უკვე მსოფლიოს 131 ქვეყანა მუშაობს ეროვნული ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) პროექტებზე:
www.atlanticcouncil.org/cbdctracker/

* * *

ავტორის სტატიები:

● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი

● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი

● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?

● გლობალიზაცია და სახელმწიფო

● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

● საქართველო და რუსეთი

● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე

● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!

● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?

● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით

● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?

● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

● რანი ვიყავით, რანი ვართ…

● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე

● მზადება ცისფერი ტერორისთვის!

● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით

● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი

● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები