ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

ბაქო სულ უფრო კარგავს სუვერენიტეტს და თურქეთის გაგრძელებად ყალიბდება რეგიონში (იმის მიუხედავად, თუ რას საუბრობს ალიევი).

იგივე სიტუაციაა სომხეთთან დაკავშირებითაც: მოსკოვისგან დემონსტრაციული დისტანცირების ფონზე ერევანი მეტად ექცევა დასავლური გავლენის ორბიტაზე, რაც ასევე მისი სუვერენიტეტის ნიველირებას იწვევს.

და, აი აქ კი ყველაზე საინტერესო:

მიმდინარე პროცესების ფონზე თბილისს არ სურს იცეკვოს დასავლეთის დაკრულზე და ცდილობს სუვერენული პოლიტიკის გატარებას (სწორედ ამის დასტურია საქართველოს მაიდანიზაციის მცდელობა ჩვენი დაუძინებელი მეგობრების მხრიდან).

ეს კი ისტორიულ შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველომ დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი როლი – იყოს რეგიონის პოლიტიკური ცენტრი და გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან ურთიერთობაში დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსი მიიღოს.

რასაკვირველია, ამის მიღწევა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თქმა: ამისთვის აუცილებელია, ხელისუფლებამ შეძლოს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების განეიტრალება, რაც ძალიან ძნელი ამოცანაა, თუმცა, ურყევი ნებისა და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში – შესრულებადი.

ამის მისაღწევად კი გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი:

1. საგარეო ფაქტორი: გამოწვევებთან ერთად შესაბამისი ხელშემწყობი საგარეო ცვლილებებიც ისახება, რაც მანამდე არ არსებულ შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის საქართველოს;

2. საშინაო ფაქტორი: ქვეყნის შიგნით ხელისუფლება უნდა დაეყრდნოს დედა-ეკლესიასა და პროქართულად განწყობილ საზოგადოებას, რომლებთანაც ერთობით უნდა მოხდეს არსებული საფრთხეების გადალახვა.

ამის მაგალითია ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღება – ხელისუფლებამ გაბედა და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერის ფონზე შეძლო აქამდე წარმოუდგენელი სილის გაწნა ლიბერასტული დღის წესრიგისთვის.

ეს კი ძალზე სერიოზული დარტყმაა დასავლეთისთვის, ვინაიდან, თუკი არ მოხდა საქართველოს სამაგალითო დასჯა ამ თანამედროვე “ბახტრიონისთვის”, თბილისის ეს სუვერენული თავნებობა მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს სხვა ქვეყნებისთვის, რაც გაცილებით საშიშია გლობალისტებისთვის, ვიდრე მარცხი ცალკე აღებულ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება სუვერენიტეტის გზაზე სიარულსა და დასავლური კოლონიალიზმისგან ქვეყნის განთავისუფლებას, ხოლო ქართველობა კი დაამტკიცებს, რომ ღირსია და შესწევს უნარი გააჩნდეს რეალური სახელმწიფოებრიობა (რამდენადაც ეს შესაძლებელია დღევანდელი საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში).

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენდა საუბედუროდ, ზემოთ მოყვანილი მოსაზრება ფანტაზიის სფეროდ შეიძლება იქცეს.

დავით ლორთქიფანიძე

23.12.2024

* * *

ავტორის სტატიები:

● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი

● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი

● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?

● გლობალიზაცია და სახელმწიფო

● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

● საქართველო და რუსეთი

● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე

● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!

● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?

● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით

● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?

● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

● რანი ვიყავით, რანი ვართ…

● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე

● მზადება ცისფერი ტერორისთვის!

● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით

● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი

● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები