ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს უჭერს:

1. სქიზმას – მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლას;
2. ლგბტ სიბილწის დაკანონებას;
3. ნეონაციზმს.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ლიბერალურ მორევში თავით გადაშვებამ: საკუთარი ისტორიის და იდენტობის დავიწყებამ, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ რეპრესიებმა, კიევში ბინძური ლგბტ აღლუმების ჩატარებამ, ნეონაციზმის აღზევებამ, ფაშისტ-ბანდერელების გმირებად გამოცხადებამ, კიევის მხრიდან საკუთარი მოსახლეობის რვა წლიანმა გენოციდმა… მიიყვანა უკრაინა იმ უბედურებამდე, რასაც დღეს ვუყურებთ (იგივე გველის ჩვენც, თუ ბოლომდე ჩავყვებით ამ ლიბერალურ იდეოლოგიას საფლავში და გონივრულად არ ვიმოქმედებთ).

დღეს ფაქტიურად ხდება უკრაინის განთავისუფლება საეკლესიო განხეთქილებისგან, სისტემური ნეონაციზმისგან და დაკანონებული სოდომიისგან.

რასაკვირველია, ომი დიდი განსაცდელია და ხალხი უნდა გვეცოდებოდეს, რადგან ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი უბედურებაა და ჩვენ ქრისტესთან მიმყვანებელი მშვიდობისთვს უნდა ვლოცულობდეთ; ამ განსაცდელთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდს ზაპოროჟიეს მიტროპოლიტ ლუკას ქადაგებიდან:

“ვიღაც იკითხავს – რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვისაც ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ? მე ვუპასუხებ – დააშავეს თავისი გულგრილობით; ჩვენ ამ ყველაფერს ვღებულობდით, ჩვენ ვეგუებოდით, ჩვენ ვფიქრობდით – რაც უნდათ ის ქნან, მთავარია ჩვენ არაფერი დაგვიშავდესო. მაგრამ ასე არ ხდება! ვინც ღმერთთან არაა – ის მის წინააღმდეგაა! არა მხოლოდ მზე ამოდის მართლებისთვის და ცოდვილებისთვის, არამედ ღმერთის რისხვის წვიმაც ერთნაირად გადმოედინება მათზე. ვიღაცას ის განწმენდს განსაცდელებით და მწუხარებით, ხოლო ვიღაცას კი სჯის ცოდვების გამო.”

რაც შეეხება გეოპოლიტიკას, აქაც ობიექტურები უნდა ვიყოთ: თუკი საკუთარი უსაფრთხოების გამო 1962-ში აშშ მზად იყო კუბაში შესაჭრელად და გლობალური ბირთვული ომის დასაწყებად, რუსეთს რატომ არ აქვს უფლება, საკუთარი უსაფრთხოების დაცვის გამო, რუსულ ისტორიულ მიწებში შევიდეს იქ რომ ნატო არ შევიდეს და რაკეტები არ განალაგოს?

დღეს კიევთან ხდება ორი ცივილიზაციის დაპირისპირება: ერთის მხრივ ნეოწარმართული და სოდომიტური დასავლეთის და მეორეს მხრივ ტრადიციული ღირებულებებისა და ნორმების მქონე ცივილიზაციის.

სულ ბოლოს კი მინდა გავიხსენო XX საუკუნის წმიდა მამის – ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველის (+1950) სიტყვები:

“აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ, რომ იყო რუსეთის ნათლობა და არა უკრაინის. კიევი – ეს არის მეორე იერუსალიმი და რუსული ქალაქების დედა. კიევის რუსეთი იყო დიდ რუსეთთან ერთად. კიევი დიდი რუსეთის გარეშე და რუსეთისგან გამოყოფილი წარმოუდგენელია.

პოლონეთში იყო ურიების საიდუმლო დედაქალაქი. პოლონელებს აიძულებდნენ რუსეთის დაპყრობას. როდესაც პოლონელებმა დაიპყრეს რუსეთის ნაწილი, გადასცეს ის იჯარით, მათ შორის მართლმადიდებლური მონასტრები, ეკლესიები და მღვდლებიც. სასულიერო პირებს და მართლმადიდებელ მრევლს არ შეეძლოთ დამოუკიდებლად მსახურებების ჩატარება. მართლმადიდებლებს ყველა მხრიდან ავიწროვებდნენ და მფარველობდნენ პოლონეთს, კათოლიციზმსა და უნიას.

ძალიან არ მოსწონდათ სიტყვები: რუსეთი და რუსი, ამიტომ პოლონელების მიერ დაპყრობილ მიწებს ჯერ მცირე რუსეთი (Малороссия) უწოდეს. შემდეგ მიხვდნენ, რომ დასახელებაში იყო სიტყვა როსი (Рос) და გადაარქვეს ოკრაინად (Окраина). სიტყვა ოკრაინა – ეს არის სამარცხვინო და დამამცირებელი სიტყვა! რომელი ოკრაინა?!

რისი ოკრაინა და რატომ, როდესაც ამ მოგონილი ოკრაინას შემდეგ არსებობენ სხვა ქვეყნები და სახელმწიფოები?! ხოლო მოგვიანებით დაგვიკანონეს სიტყვები “უკრაინა” და “უკრაინელები”, რათა ჩვენ მონდომებით დაგვევიწყებინა ჩვენი დასახელება რუსი და სამუდამოდ დავშორებულიყავით წმინდა და მართლმადიდებლურ რუსეთს.”

დავით ლორთქიფანიძე

29.04.2022

* * *

ავტორის სტატიები:

● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია

● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი

● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის

● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი

● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?

● გლობალიზაცია და სახელმწიფო

● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

● საქართველო და რუსეთი

● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ

● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება

● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…

● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე

● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!

● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?

● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით

● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?

● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?

● რანი ვიყავით, რანი ვართ…

● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე

● მზადება ცისფერი ტერორისთვის!

● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით

● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!

● ბილწი ლგბტ პროპაგანდის 11 ტყუილი

● ლიბერალური ექსპანსიის უმთავრესი საფრთხეები