თუკი სახელმწიფო იდეოლოგია არ არის დაფუძნებული სულიერ საზრისებზე, მაშინ ის განწირულია ისევე, როგორც თავად სახელმწიფო…
ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის საქართველოს ადგილის განსაზღვრა თანამედროვე სამყაროში: ვინ ვართ? რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს? როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? რა არის ქართველობის მისია? ამის ნათელი განმარტება ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს უახლოეს და შორეულ მეზობლებთან მკაფიო ურთიერთობების ჩამოყალიბებას – მათ უნდა იცოდნენ, თუ რა გვინდა ქართველობას და როგორ სახელმწიფოსთან აქვთ საქმე.
ცივილიზაციური საზრისის სრულად გააზრებისა და საერთო-ეროვნულ დონეზე დაფიქსირების გარეშე საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი სამომავლო პერსპექტივაში ქვიშაზე სახლის მშენებლობას ჰგავს.
მართლმადიდებლობა იყო ის ცივილიზაციური კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავდა სიღრმისეული ქართველი ერის მენტალობას და განაპირობებდა ქვეყნის განვითარებას როგორც მშვიდობიანობის დროს, ასევე მის გადარჩენას კრიტიკულ პერიოდებში.
ქართული ცივილიზაცია, როგორც მართლმადიდებლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი, მოიცავდა არა მარტო საკუთრივ ქართველთა მიწებს, არამედ მეზობელ ხალხებსაც (როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური, სოციალური და ეკონომიკური გავლენის მხრივ) და ფაქტიურად მთელი კავკასიის რეგიონს ფარავდა. ქართული ცივილიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მსოფლიო მართლმადიდებლობის დაცვის საქმეში და საუკუნეების მანძილზე აღმოსავლეთში მართლმადიდებლობის ბასტიონად გვევლინებოდა.
საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი და, ამავე დროს, ჩვენი ერი უფლის კვართის მცველია. სწორედ ეს განაპირობებდა საქართველოს ადგილს მართლმადიდებლურ ცივილიზაციაში და დანარჩენ სამყაროსთან ჩვენს ურთიერთობას. დღესაც ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი საკუთარი იდენტობისა და ფუნქციის განსაზღვრისას – უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსა და ქართველობის განმსაზღვრელი მართლმადიდებლობა იყო.
სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 1000 წლის წინ ჩამოაყალიბა ქართულმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა აზროვნებამ ქართველობისა და საქართველოს უზუსტესი განმარტება (შემდგომ რასაც დააფუძნეს კიდეც ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა მომდევნო თაობებმა):
“ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.”
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში საკუთარი იდენტობისა და კულტურული კოდის შენარჩუნება ქართველობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, რომ:
1. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა;
2. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და უფლის კვართის მცველი ერი;
3. ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში უნდა იყოს მართლმადიდებლობის, ქრისტიანული ზნეობის, ოჯახის სიწმინდის, ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ლიბერალური ექსპანსიონიზმის დაძლევა და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება და ჰარმონიული განვითარება ისტორიულად ტრადიციული ღირებულებების მქონე კავკასიის რეგიონში.
4. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვა უფლის მცნებებთან; ხოლო კომპრომისები მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ქრისტიანული ზნეობის ხარჯზე იმ წითელ ხაზებად უნდა იქცეს, რომლებსაც არ გადავალთ როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის გატარების დროს.
მცდარი მოსაზრებაა, თითქოს, რელიგია და პოლიტიკა განყენებული ცნებებია. მეტიც, სწორედ ზნობრივ-სარწმუნოებრივი ასპექტია პოლიტიკური პროცესების საფუძველი და განმსაზღვრელი.
ფორმულა კი ძალზე მარტივია:
1. სულიერი ასპექტი განსაზღვრავს ღირებულებებს.
2. ღირებულებები – ინტერესებს.
3. ინტერესები – გეოპოლიტიკას.
4. გეოპოლიტიკა კი განაპირობებს პოლიტიკას.
(მაგალითად: დღევანდელი დასავლეთის სულიერება დიდი ხნის მკვდარია, ღირებულებები კი მკვეთრად ანტიქრისტიანული და, შედეგად, პოლიტიკაც შესაბამისი – სოდომიტურ-სატანისტური).
ღირსეული პოლიტიკა ცივილიზაციურ კონსტანტასა და მისგან გამომდინარე არსებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება.
დღეს, საყოველთაო გლობალიზაციის ამ ქარცეცხლში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველობამ გავისიგრძეგანოთ ჩვენი ცივილიზაციური იდენტობა, რომელიც განუყრელად უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს და მართლმადიდებლობას.
ოღონდ, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ქართველი ერის სულიერი კათარზისი და ქრისტიანული ზნეობის იმ ღირებულებების შენარჩუნება, რომლებისგანაც, ბოლო 35 წელია, ასე თავგამოდებით ცდილობენ დააშორონ ქართველობა.
დავით ლორთქიფანიძე
01.11.2023
* * *
ავტორის სტატიები:
● ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში
● აბორტები, ნარკომანია და უკონტროლო იმიგრაცია
● 2024 – საქართველოს სუვერენიტეტის წელი
● ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის
● საქართველოში მაიდანის სამი ძირითადი მიზანი
● როდის იყო საქართველო ევროპის ნაწილი?
● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა
● ეკოფაშიზმი – გლობალისტების იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ
● ციფრული ვალუტა (CBDC) – საფრთხე, რომელიც ყველას შეგვეხება
● ვინც თანაუგრძნობს კიევის რეჟიმს…
● 8 მარტის შესახებ, ანუ ფემინიზმის რეალური სახე
● მე არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს!
● რა არის სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონი?
● ღია წერილი “ამერიკის სავაჭრო პალატის” (AmCham) ა.წ. 13 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით
● რატომ იწვევს გენდერის სკოლებში შეტანა პროტესტს მსოფლიოში?
● რა არის სინამდვილეში “გენდერული თანასწორობა”?
● ბილწი ლგბტ დროშა UNICEF-ის ოფისის თავზე
● მზადება ცისფერი ტერორისთვის!
● სიმართლე კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით
● ტროას ცხენი, ანუ სოდომიის სიბილწის დაკანონების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან!