„აღორძინდით და განმრავლდით“

„და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას.“ (დაბ. 1:28) ჩვენი ერის წინაშე არსებული კატასტროფის დასაძლევად და დემოგრაფიული ორმოდან ამოსასვლელად აუცილებელია საერთო ძალისხმევით უმოკლეს დროში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების მხრიდან – შემუშავდეს ეროვნული დემოგრაფიული კონცეფცია, ერთგვარი საგზაო რუკა, რომელმაც უნდა გასაზღვროს ქართული სახელმწიფოს დემოგრაფიული სტრატეგია უახლოესი […]

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს – ილია II (1992 წ. ქადაგება)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ყოველი ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, გამოცდაა, რომლის ჩაბარების შემდეგაც იგი ღვთის

კაპიტალის დიდი ექსპროპრიაცია

ამ სტატიას არ აქვს პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და მასში გაჟღერებული მოსაზრებები და დასკვნები ეფუძნება ავტორის ხელთ არსებულ ინფორმაციას. სამყარო ცვალებადია და მოვლენები დინამიური, ხოლო სრული ინფორმაციის ფლობა – შეუძლებელი. ამიტომ, ესა თუ ის დასკვნა შეიძლება აღარ იყოს აქტუალური და რელევანტური შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე. შესაბამისად, აქ არის მცდელობა საუბარი გვქონდეს პროცესების ზოგად დინამიკასა და იმ ტენდენციებზე, […]

პატრიარქი ბართლომე და პაპი

გვინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ რომის პაპის კონსტანტინოპოლში ჩასვლისა და იქ მისი სამღვდელთმთავრო პატივით დახვედრის გამო. მსოფლიო პატრიარქმა ერეტიკოს პაპთან ერთად ილოცა, კვერექსშიც მოიხსენია, როგორც რომის  კანონიერი ეპისკოპოსი, რაც წმიდა კანონების ფეხქვეშ გათელვას ნიშნავს. მათ მართლმადიდებლური მრწამსიც კი თქვეს ერთად. კლოუნადას ჰგავს ეს ყველაფერი. ვითომ პაპმა აღიარა მართლმადიდებლური მრწამსი და უარყო მასში მწვალებლური ჩანამატი ‘’და ძისაგან’’ანუ […]

ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

თუკი სახელმწიფო იდეოლოგია არ არის დაფუძნებული სულიერ საზრისებზე, მაშინ ის განწირულია ისევე, როგორც თავად სახელმწიფო… ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის საქართველოს ადგილის განსაზღვრა თანამედროვე სამყაროში: ვინ ვართ? რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს? როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? რა არის ქართველობის მისია? ამის ნათელი განმარტება ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს უახლოეს და შორეულ მეზობლებთან მკაფიო ურთიერთობების ჩამოყალიბებას – მათ […]