გინეკოლოგის აღსარება აბორტსა და კონტრაცეპტივების შესახებ

გინეკოლოგის აღსარება აბორტსა და კონტრაცეპტივების შესახებ

გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი პირველი სერბი ექიმია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა არის მკვლელობა, რომლის პასუხისმგებლობასაც თანაბრად ინაწილებენ ბავშვის დედა და ექიმი, რომელიც ატარებს ოპერაციას. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მისი გამოკვლევა, სტატიების კრებული აბორტის შესახებ – “სიცოცხლის სიწმინდე”. ქვემოთ მოტანილი საუბარი ექიმ ადაშევიჩთან, რომელიც გამოაქვეყნა სერბულმა ჟურნალმა “მართლმადიდებლობამ“, შემაძრწუნებელია თავისი გულახდილობითა და შინაარსით. ამ ინტერვიუს ყველაზე შესაფერისი განსაზღვრება, ალბათ, არის აღსარება, სახალხო მონანიება.

მეან-გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი

– როდის მიხვდით, რომ როდესაც ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას ახდენდით, ამით ადამიანს კლავდით?

– მე ექიმი ვარ, კარგად ვაცნობიერებ, რა არაადამიანური საქმეები მაქვს ჩადენილი; მე მოვალე ვარ დავამოწმო, გავანათლო, გავაფრთხილო ადამიანები, რომ ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა დაუბადებელი, უმწეო ბავშვის მკვლელობა. ჩემი, როგორც ექიმი გინეკოლოგის მოვალეობებში შედიოდა სახელმწიფოს მიერ ნებადართული აბორტებიც. მაშინ არ ვიცოდი, რომ მკვლელობას ჩავდიოდი, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რა დიდია ჩემი დანაშაული ღვთისა და ადამიანების წინაშე. უნივერსიტეტში მასწავლიდნენ, რომ ბავშვი სიცოცხლეს იწყებს დაბადების შემდეგ, ადამიანად იქცევა პირველი ტირილის შემდეგ; მანამდე ის მხოლოდ დედის შინაგანი ორგანოების ნაწილია, ისეთი, როგორიცაა ღვიძლი, თირკმელები, ელენთა.

მე თითქმის 62000 აბორტი გავაკეთე. საკუთარი ხელებით გავანადგურე მთელი ქალაქის მოსახლეობა. ბელგრადში მრავალი საავადმყოფო და კლინიკაა, სადაც აბორტები კეთდება. ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო ულტრაბგერის გამოყენება, რამაც საშინელი აღმოჩენები მომიტანა. დავინახე ჩვილი, დავინახე მისი გულის ძგერა, მოძრაობა, პირის გაღება. ბავშვები, ორსულობის უფრო მოგვიანო პერიოდებში, ხელის თითს წოვდნენ, გრძნობდნენ და განიცდიდნენ ემოციებს, ბგერითი ტალღის რხევის გახშირებაზე რეაგირებდნენ საკუთარი მოძრაობების აჩქარებით. და წარმოიდგინეთ, საკმარისია მხოლოდ ოთხი-ხუთი წუთი (ჩვეულებრივ ამდენ ხანს გრძელდება აბორტი), რომ მოკლა ეს პატარა ადამიანი.

– როდის შეწყვიტეთ ოპერაციები ორსულობის შესაჩერებლად?

– იმის გახსენებისას, რაც უნდა მოგითხროთ, გული მტკივა და სისხლში იწურება. მაგრამ, როდესაც საშინელ საგნებზე ვლაპარაკობთ, საჭირო არაა ვეცადოთ, რომ ისინი ლამაზად და კეთილშობილურად გამოიყურებოდნენ. ამგვარად, მე ვაკეთებდი დაახლოებით ოთხნახევარი თვის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციას. ოპერაციის დროს, რომლის დეტალების აღწერა მე ძრწოლის გარეშე არ შემიძლია, გავაცნობიერე, რომ მკვლელი ვარ. მორიგი აბორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი, რუტინული ოპერაცია, ჩემთვის კოშმარად იქცა.

მე ჯერ ბავშვის ხელი ამოვიღე, რომელიც იოდიან კომპრესზე მოხვდა. იოდმა ნერვული დაბოლოების გაღიზიანება გამოიწვია და პატარა ხელი კონვულსიურად ათრთოლდა. შემდეგი მოძრაობით ბავშვის ფეხი ამოვიღე, მაგრამ ისევ იგივე გამეორდა. ადრე ამგვარი არაფერი დამმართნია. მე შევეცადე ინსტრუმენტით ამეღო ბავშვის გული და ვიგრძენი, როგორ განაგრძობდა ჩემს ხელებში ცემას, უფრო ნელა და ნელა, ვიდრეარ გაჩერდა.

მე გავაცნობიერე, რომ მკვლელობა ჩავიდინე, ადამიანი მოვკალი. ქალი სისხლისგან იცლებოდა, მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. ლოცვა დავიწყე: “უფალო, დამეხმარე მის გადარჩენაში და მე დამსაჯე!” ამის მერე აღარასოდეს გამიკეთებიაამგვარი ოპერაციები. გაირკვა, რომ ჩემი ახალი ცოდნა ემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის აზრს, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება მისი ჩასახვის მომენტიდან. ორსულობის შეწყვეტა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ჩვეულებრივი მკვლელობა, – დედის მუცელში მყოფი პატარა, უდანაშაულო ადამიანი ხომ სრულიად დაუცველია.

– იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ ემბრიონებს ოპერაციის შემდეგ, სავალდებულო არ არის მოკლული ბავშვის დედისგან ნებართვის აღება. რა ელით ამ (მოკლულ) ბავშვებს?

– ადამიანებს იშვიათად აინტერესებთ, რა ემართებათ ამ ემბრიონებს ოპერაციის შემდეგ. ჩვენს ქვეყანაში არავინ აქვეყნებს ასეთ ინფორმაციას. ჩვეულებრივ, ყველა ემბრიონი განიხილება როგორც ოპერაციის შემდგომი ნარჩენები. მათ აწყობენ პოლიეთილენის შავ ტომრებში და აგდებენ სხვა ოპერაციების შედეგად დარჩენილ ორგანოებთან ერთად. შემდგომ მათ წვავენ.

ჩვენი საზოგადოება ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვების სამედიცინო, ეთიკური და იურიდიული დაცვა.

ბავშვს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს, როგორიც სრულწლოვანებს აქვთ. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოების ყველა წევრთან მიმართებით.

– თუ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა სერბეთში ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების შესახებ?

ზუსტი სტატისტიკის არსებობა ალბათ შეუძლებელია. ზოგი მონაცემის მიხედვით ყოველწლიურად 120 000 აბორტი კეთდება, სხვების მიხედვით ეს რიცხვი 420 000 აჭარბებს. ჩემი მონაცემებით, ყოველ დაბადებულ ბავშვზე დაახლოებით 25 აბორტი მოდის.

– როგორია თქვენი აზრი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე?

– ორსულობის ტესტები აჩვენებენ, რომ იმ ქალებში, რომლებიც ე.წ. “სპირალებს” იყენებენ, უფრო ხშირად ხდება ჩასახვა, მაგრამ „სპირალი“ ემბრიონს არ უშვებს საშვილოსნოში და აქედან გამომდინარე, ის კვდება ჩასახვიდან დაახლოებით ერთ კვირაში. იგივე ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან დაკავშირებითაც: ისინი ხელს უშლიან ემბრიონის ნორმალურ განვითარებას, ნელ-ნელა კლავენ მას.

ბევრი ქალი ჯერ კიდევ უმეცრებაშია, მათ ამ საკითხზე მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული შეხედულება იციან. როდესმე გინახავთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ე.წ. ქალთა ჟურნალებში, გადაცემებში მართალი ინფორმაცია აბორტებზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე?

– როგორია თქვენი აზრი საშვილოსნოს გარე ხელოვნურ განაყოფიერებაზე?

– მე ჩამიტარებია ამგვარი ოპერაციები. ხელოვნური განაყოფიერება მიუღებლად მიმაჩნია. ჩვეულებრივ, ხდება ათიდან ოცამდე ემბრიონის განაყოფიერება, არჩევენ ყველაზე სიცოცხლისუნარიანს, დანარჩენებს კი კლავენ.


ქართული თარგმანის წყარო: martlmadidebloba.ge

დამატებითი ინფორმაცია აბორტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ-გვერდზე: აბორტი ბავშვების მკვლელობაა