წარღვნა და გეოლოგიური სვეტი

წარღვნა და გეოლოგიური სვეტი

თავი XI

დანალექ შრეებში სიცოცხლის ფორმების რომელ თანმიმდევრობას შეიძლებოდა შევხვედროდით, თუ განსახილველად მივიღებთ ვარაუდს ამ შრეების წარღვნისმიერი წარმოშობის შესახებ? ალბათ დასაწყისში წარმოქმნილ შლამისა და ტალახის მღვრიე ნაკადებს, აგრეთვე როგორც ქიმიური წარმოშობის, ისე დედამიწის წიაღიდან თერმული წყლებით გამოტანილ დანალექ მასალებს, უნდა მოეცვა ზღვის ფსკერის მობინადრეები, პირველ რიგში – უხერხემლოები. კატაკლიზმის განვითარების კვლადაკვალ მომდევნონი უნდა დამარხულიყვნენ ზღვის, შემდეგ კი წყალმარჩხი სანაპირო ზოლის მობინადრეები. მათ კვალდაკვალ ნალექი იპყრობს სანაპირო ბარდების სახმელეთო ბინადრებს. შემდეგ ნიადაგიდან გამორეცხილ, ერთად შექუჩებულ მსხვილ მცენარეებს უნდა წარმოექმნათ ქვანახშირის საბადოების (კარბონული) შრეები. ყველაზე ზედა შრეებში წარმოდგენილნი უნდა ყოფილიყვნენ ცოცხალ არსებათა ის სახეობები, რომელთაც თავიანთი ორგანიზებულობისა და გარემოსადმი შეგუების უნარის წყალობით უფრო მეტხანს შეეძლოთ გამძვინვარებული სტიქიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამასთანავე, რაც უფრო გვიან ყალიბდება ფენა, დედამიწის წიაღის სიღრმეებიდან წამოსული გეოთერმული წყლები მით უფრო მეტად ღებულობენ მონაწილეობას აღნიშნული ფენის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მით უფრო მეტია მასში რადიოაქტიური ელემენტების შემცველობა და დათარიღების რადიოზოტოპური მეთოდები ამ შრეების გაცილებით ახალგაზრდა ასაკზე უნდა მეტყველებდეს, თუმცა, ყველა ფენის ასაკს შორის შეიძლება არსებობდეს ძალზე მცირე განსხვავება.

ნამარხების მონაცვლეობის ზუსტად ამგვარ თანმიმდევრობას ვხვდებით თანამედროვე გეოლოგიურ შრეებში. ისინი დემონსტრირებას ახდენენ არა ქრონოლოგიური, არამედ ეკოლოგიური დამოკიდებულებისა – რაც უფრო “ღრმა” ეკოსისტემას განეკუთვნებოდნენ აწ ნამარხი არსებები, მით უფრო ღრმად ჩალაგებულ ფენებში ვპოულობთ ახლა მათ გაქვავებულ გვამებს. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ღრმად დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ გეოლოგიური შრეები, რომლებსაც ამჟამად აკვირდებიან, ჩამოყალიბდა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, მსოფლიო წარღვნისა და ნაწილობრივ შემდგომი მცირემასშტაბიანი კატასტროფების შედეგად.

periodebi

ცხოველთა ძირითადი ჯგუფების ნამარხების ეკოლოგიურად განპირობებული განლაგება გეოლოგიურ სვეტში.

 

სერგეი გოლოვინის წიგნიდან “მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?”