გეოლოგია, პალეონტოლოგია და ევოლუცია

გეოლოგია, პალეონტოლოგია და ევოლუცია

თავი X

ჩვენს დროში თითქმის ყველამ იცის, რომ დედამიწის ზედაპირი დაფარულია დანალექი ქანების მრავალრიცხოვანი ფენებით, და თუმცა პლანეტის სხვადასხვა უბანში ამ ფენების თანმიმდევრობა ერთნაირი არ არის, ითვლება, რომ ისინი შეესაბამება ბიოსფეროს ევოლუციური განვითარების დროის სხვადასხვა პერიოდებს. ასეთი შესაბამისობის ჰიპოთეზა წარმოიშვა პალეონტოლოგიაში ევოლუციური თეორიის იდეებს გავრცელების შესაბამისად და ეყრდნობა იმ რეალურ ფაქტს, რომ სხვადასხვა ფენებისთვის დამახასიათებელია მათში ნაპოვნი სხვადასხვა ტიპის ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხების ნარჩენები. გამოითქვა ვარაუდი, რომ ერთიმეორის მიყოლებით ჩალაგებული ფენებისათვის დამახასიათებელი თანმიმდევრობა წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს სიცოცხლის ერთი (ვითომ პრიმიტიული) ფორმიდან მეორემდე (შესაბამისად – უფრო განვითარებულამდე) თანმიმდევრული განვითარების მატიანეს. ეს იდეა ისე მოერგო საზოგადოებას, რომ ცუდ ტონად ითვლებოდა დაფიქრება იმაზე, რომ თუ სიცოცხლის განვითარება ერთი ფორმიდან მეორემდე თანდათანობით ხდებოდა, მაშინ:

– რატომ შეინიშნება ესა თუ ისე ფენა მკვეთრი საზღვრებით, ნაცვლად ერთი სახეობის გადაშენებისა და მეორე სახეობის გაჩენის თანდათანობითი პროცესისა ამ ფენებში?

– რატომ ჩნდებიან ადრე შეუნიშნავი სახეობების წარმომადგენლები ნამარხების მატიანეში ერთბაშად ასეთი დიდი რაოდენობით და საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით რაიმე გარამავალი ფორმის წინამორბედის გარეშე?

– რატომ მცირედაც არ არის პრიმიტიული შედარებით ადრეულ ფენებში ნაპოვნი ნამარხების ბევრი სახეობა “შედარებით გვიანდელ” სახეობებზე?

კემბრიული ტრილობიტი

მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე პირველი გეოლოგიურ შრეთა შორის, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნამარხი – კემბრიული. ამ შრისათვის დამახასიათებელი წარმომადგენლები არიან ტრილობიტები – თანამედროვე კიბოებისა და კრევეტების “ნათესავები”. ვერანაირი ნახევრად-ტრილობიტის ან ტრილობიტის მაგვარის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, მის თუნდაც შორეულ წინაპარს რომ მსგავსებოდა, ვერც ყველაზე ქვემოთ მდებარე შრეში და ვერც ფენებს შორის საზღვარზე. ისინი დიდი რაოდენობით ჩნდებიან გეოლოგიურ მწკირვში უკვე სრულიად ჩამოყალიბებული სახით, რომელთა კიდურები ცხოველებისთვის აუცილებელი მოძრაობების საშუალებას უზრუნველყოფენ. ხისტი ჯავშნის საოცარი კონსტრუქცია აუცილებლობის შემთხვევაში გორგალივით დახვევის საშუალებას იძლევა და ამით იცავს სუსტი მუცლის აპკს. მაგრამ, რაც ყველაზე გამაოგნებელია, ტრილობიტებს აქვთ სრულიად ჩამოყალიბებული სრულფასოვანი მხედველობის ორგანო – თვალები. მხედველობა კი სამართლიანად ითვლება ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე რთულ ფუნქციონალურ შესაძლებლობად. ამას დარვინიც კი აღიარებდა: “ვივარაუდოთ, რომ თვალი მისი ურთულესი სისტემებით – როგორიცაა განსხვავებულ მანძილებზე ფოკუსის ცვლილება; სხვადასხვა რაოდენობის სინათლის დაჭერა; სფერული და ქრომატული აბერაციის კორექცია; – ჩამოყალიბდა ბუნებრივი გადარჩევის გზით, კეთილსინდისიერად ვაღიარებ, რომ წმინდა წყლის აბსურდია”. გარემოებათა შემთხვევით დამთხვევის შედეგადაც კი არ შეიძლება წარმოიშვას მსგავსი მექნიზმი დროის რაიმე პერიოდში, თუნდაც მრავალგზის გადააჭარბოს სამყაროს ასაკის ყველაზე თამამ შეფასებას (ასტროფიზიკის ვარაუდით 15-18 მილიარდი წელი) და მით უმეტეს – მყისიერად. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა გვევარაუდა, რომ ატომების შემთხვევით შეკრებისას თავისთავად შეიძლებოდა შექმნილიყო გაცილებით უფრო პრიმიტიული, მოუხერხებელი და ვეებერთელა სისტემა – ავტომატური ვიდეოკამერა Sony.

და საერთოდ, როგორ შეიძლება განისაზღვროს, ამ საოცარი ცოცხალი სამყაროს სახეობებიდან რომელია შედარებით მარტივი ან უფრო რთული? რას შეიძლება წარმოადგენდეს შედარებით მაღალი მდგომარეობის კრიტერიუმი ეგრეთ წოდებულ განვითარების ევოლუციურ ჯაჭვში? მიკრობიოლოგიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადრე მიჩნეული უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც კი ფუნქციონალური ელემენტების წარმოუდგენლად რთულ სისტემას წარმოადგენენ, თითოეულისთვის დამახასიათებელი სპეციალიზაციითა და მათი ურთიერთქმედების უნაკლოდ ორგანიზებული, შეთანხმებული ხასიათით.

იქნებ ორგანიზაციის გართულება გენეტიკურ დონეზე ხდება? მოდით შევეცადოთ, ცოცხალი სამყაროს წარმომადგენლები “ევოლუციურ ჯაჭვში” განვალაგოთ ქრომოსომების რაოდენობის ზრდის მიხედვით. აი, როგორი თანმიმდევრობა მიიღება:

untitled

დასაწყისში “იყვნენ” მალარიული პლაზმოიდები. მათ შემდეგ “გაჩნდნენ”: ცხენის ასკარიდა, კოღო, დროზოფილი, სახლის ბუზი, ქორჭილა, წაულა, ფუტკარი, კატა, მელია და ღორი, სახლის თაგვი, მაკაკა-რეზუსი და ვირთხა, ბოცვერი. სწორედ ამ უკანასკნელთაგან “წარმოიშვნენ” ადამიანი და ხვლიკი. შემდეგ “აღმოცენდნენ” კამეჩი და შიმპანზე, ცხვარი, თუთის აბრეშუმის ჭია, თხა, ძროხა და იაკი, ვირი, ცხენი და ზღვის ღორი, ციცარი, ქათამი და ძაღლი, მტრედი, იხვი და ბატი, ინდაური, ასევე ჭანარი. ზოგიერთი მცენარეც კი არ ჩამორჩება ადამიანს უჯრედებში ქრომოსომების რაოდენობით. ესენია: იფანი (ასევე 46), შავი წიწაკა, ქლიავი და კარტოფილი (48), ცაცხვი (82). ჩვენს “ევოლუციურ” თანმიმდევრობას აგვირგვინებენ მდინარის კიბოები და კრევეტები, რომლებთანაც უახლოეს “ნათესაურ” კავშირში იმყოფებიან ზემოთ ხსენებული “პრიმიტიული” ტრილობიტები. თუმცა მსგავსი არაფერი მოიძიება დედამიწის დანალექი ქანების მატიანეში.

მაგრამ ფართოდ ცნობილი ჩამოთვლილი ფაქტების მიუხედავად, თანამედროვე გეოლოგების უმრავლესობა აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ კემბრიული ქანების ასაკი შეადგენს 500-570 მილიონ წელს, რასაც ამ ქანებში ტრილობიტების არსეობით ადასტურებენ. პალეონტოლოგები კი თავის მხრივ თვლიან, რომ ტრილობიტები არსებობდნენ 500-570 მილიონი წლის წინ, იმიტომ რომ ამ სახეობის ნამარხებს პოულობენ კემბრიულ ქანებში. და როგორც ერთნი, ისე მეორენი, ჯიუტად ცდილობენ არ შეიმჩნიონ მანკიერი წრე მტკიცებათა სისტემაში, და არც ის ფაქტი, რომ თვით ეს სისტემა დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებზე, რომლებიც თავის მხრივ დაუმტკიცებელია.

სერგეი გოლოვინის წიგნიდან “მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?”