სად გაქრა წყალი წარღვნის შემდეგ?

სად გაქრა წყალი წარღვნის შემდეგ?

თავი VII

“…და მოკუდა ყოველი ჴორცი მოძრავი ქუეყნასა ზედა და ყოველი კაცი. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი, რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა. …და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე. და მეათერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი. …და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცუა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა“ (შესქ. 7,21-23; 8,3-5 და 13).

სავსებით ბუნებრივად ისმის კითხვა: სად გაქრა წყალი მსოფლიო წარღვნის შემდეგ? პასუხი უბრალოა: არსად! მთელი წყალი, რომელიც წარღვნის შემდეგ მიწას ფარავდა, დღემდე არსებობს დედამიწის ზედაპირზე. იგი ახლაც მოიცავს პლანეტის 70%-ზე მეტს და 1,1 მილიარდი კუბური კილომეტრის საერთო მოცულობა გააჩნია. თუკი დედამიწის რელიეფს წარმოვიდგენთ როგორც გლუვ სფეროს, ეს უკანასკნელი დაფარული იქნებოდა 3700 მეტრი სიღრმის წყლის ფენით. ბიბლიაში არაერთგზის შეიძლება მოინახოს მითითება იმის შესახებ, რომ ახლანდელი ზღვები და ოკეანეები ზუსტად ის წყლებია, რომლითაც დედამიწა დაფარული იყო ნოეს დროს (იობ. 38,8-11; ფს. 103,6-9; ეს. 54,9).

რა გზით მოხდა ხმელეთის გამოყოფა წყლისგან? ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნათელი ხდება, როდესაც ვგებულობთ, რომ ლითოსფეროს ახასიათებს ერთ-ერთი მეტად საინტერესო თვისება – ბერძნულად იზოსტაზია, რაც გაწონასწორებას, სასწორის თეფშების ერთ მდგომარეობაში იყოფნას, წონასწორობას ნიშნავს. იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს ეს თვისება, უფრო ადვილი იქნება, თუ ავხსნით რა მოხდებოდა ის რომ არ არსებობდეს. ამ შემთხვევაში ერთი და იმავე ტვირთის წონა (მაგ. ბილიარდის ბურთისა) დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ დედამიწის რომელ ნაწილში ავწონიდით – ოკეანეში, ვაკე ადგილას თუ მაღლობში. რაც უფრო დიდი იქნებოდა დედამიწის ქერქის სისქე, მით უფრო ძლიერად მიიზიდებოდა ჩვენი საწონი დედამიწისკენ და მით უფრო მეტი იქნებოდა ობიექტის წონა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში? წყალი ხეობიდან მთებისკენ წარემართებოდა; რელიეფის უთანაბრობა თავგზას აუბნევდა ცხოველებს, თევზებსა და ფრინველებს, რომლებიც გრავიტაციას სივრცეში ორიენტაციისთვის იყენებენ, ხოლო ვაჭრები საქონლის შეძენას სანაპიროზე შეეცდებოდნენ, გაყიდვას კი რაც შეიძლება მაღალ მთებში (თანაც გამოიყენებდნენ მხოლოდ ზამბარებიან სასწორებს, რადგანაც საწონის წონაც შეიცვლებოდა).

125214

დედამიწის ქერქისა და მანტიის იზოსტატიკური წონასწორობა.

თუმცა, როგორც ზუსტი გრავიმეტრული გამოკვლევები გვიჩვენებს, სიმძიმის ძალა დედამიწის მთელ ზედაპირზე პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აი, ამ მოვლენამ მიიღო იზოსტაზიის სახელწოდება. იგი ვლინდება იმაში, რომ შედარებით თხელი (დაახლოებით 70 კმ) და მსუბუქი (უპირატესად გრანიტის) დედამიწის ქერქი ეყრდნობა გაცილებით მძიმე დედამიწის მანტიის სქელ (2900 კმ) ფენას და თუმცა, დედამიწის მანტია შედგენა მყარი ნივთიერებისგან (მანტიის ნივთიერების სიბლანტე 100-ჯერ მეტია, ვიდრე გრანიტისა), მიწის წიაღში გამეფებული მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, ნებისმიერი მყარი ნივთიერება ავლენს პლასტიკურობის თვისებას. რაც უფრო სქელია დედამიწის ქერქის ესა თუ ის უბანი, მით უფრო ღრმად იძირება მისი ქვედა საზღვარი (მთების საფუძველი – იხ. მეორე სჯ. 32,33; ფს. 17,8; იონა 2,7 და სხვა), ავიწროებს რა მანტიის ნივთიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო მეტად მაღლდება ზედაპირიდან მეზობელ უბნებთან შედარებით. ამგვარად, ქერქისა და მანტიის საერთო წინა თანაბარი ფართობის დედამიწის ზედაპირის უბნებზე მთებშიც, დაბლობებზეც და ოკეანეშიც, პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

56545454

აუზში მოტივტივე სხვადასხვა ხომალდის ხის ძელაკები,
რომელიც თვალნათლივ წარმოგვიდგენს იზოსტატიკური
წონასწორობის მოვლენას.

მაგრამ, როგორ მიიღწევა ეს წონასწორობა? „ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა?“ (ეს. 40,12). საქმე ისაა, რომ ლითოსფერული ბლოკები ისევე იქცევიან, როგორც წყლიან აუზში მოცურავე სხვადასხვა სისქის ხის პატარა კუბები. ჩვენ როგორც გვინდა, ისეთი ზემოქმედება შეგვიძლია მოვახდინოთ ამ სისტემაზე. მაგ., შევცვალოთ წყალი ვერცხლისწყლით, ან რაიმე ხერხით შევცვალოთ თვით კუბების წონა ან მოცულობა. სისტემა აუცილებლად ხელახლა გადავა იზოსტატიკური წონასწორობის მდგომარეობაში. თუმცა ისიც მართალია, რომ პლასტიკურობა სისტემისა „დედამიწის ქერქი – დედამიწის მანტია“ გაცილებით დაბალია, ვიდრე სისტემისა „აუზი – კუბები“. ამიტომაც დასჭირდა გაცილებით მეტი დრო იმას, რომ მსხვილი კონტინენტალური ლითოსფერო „ამოტივტივებულიყო“, კვლავ აღიდგინა რა მდგრადი იზოსტატიკური მდგომარეობა, რომელიც ზუსტ შესაბამისობაშია საღვთო წერილთან: „რომელმან დააფუძნა ქუეყანაჲ სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისაჲთა შეძრწუნდიან. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა“ (ფს. 103,5-9).

74 დღე (ორნახევარი თვე) დასჭირდა მატერიკულ მასას წყალდიდობის მაქსიმალური დონიდან ამოწევისთვის, „ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა. ათუხთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი“ (შესქ. 7,19-20), იმ მომენტამდე, როცა გამოჩნდა მთის წვეროები. ასე რომ „ამოტივტივების“ საშუალო სიჩქარემ ამ დროსი განმავლობაში შეადგინა დაახლოებით 9 სმ დღეში.

მატერიკული მასივის ამოწევის პარალელურად წყლის რაოდენობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკუმულირდა წყლის ორთქლის ფენის დარღვევის შემდეგ მაშინვე ზრდადაწყებულ პოლარულ ყინულის ქუდებში: დარღვეულ იქნა საკვალსათბურო ეფექტი, რის გამოც ეს მხარეები ნაკლებად თბებოდა ირიბად დაცემული მზის სხივებით.

სერგეი გოლოვინის წიგნიდან “მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?”