მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაგვიკანონა მამათმავლობის სიბილწე (სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული კანონით), ნარკომანია, იუვენალური ფაშიზმი (ოჯახებისთვის ბავშვების ჩამორთმევის რეპრესიული მექანიზმი), დღეს უკვე ხელისუფლებამ ახალი ტრაგედიის წინაშე დააყენა ქართული საზოგადოება: გაეროს (კერძოდ კი UNICEF-ის) დაკვეთით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვების გარმყვნელი და ოჯახების დამანგრეველი ე.წ. “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელიც სრულად 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან შედის ძალაში.
ალბათ აზრს მოკლებულია (და ამ ფორმატში შეუძლებელიც კი არის) “ბავშვის უფლებათა კოდექსის” მუხლობრივი განხილვა, მაგრამ რეალობის უკეთ წარმოჩენის მიზნით გვსურს მოვიყვანოთ რამოდენიმე მუხლი, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის საფრთხეები, რომლებიც ელოდება ჩვენს ოჯახებსა და შვილებს ამ კოდექსის მიღების შემდეგ:
* * *
“ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესავალშივე, კოდექსის მიზნების ჩამონათვალში ვკითხულობთ:
“ამ კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.“ (მუხლი 1)
ანუ, ჩვენი შვილები თურმე უნდა აღიზარდონ გაეროს მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენციის იდეალებზე, ანუ იმ ორგანიზაციის იდეალებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ღიად უჭერს მხარს მამათმავლობის გარყვნილებას და აბორტებს (ხომ ცნობილია, რომ გაერო ბილწი ჰომოსექსუალიზმის და სხვა გარყვნილების ღია დამამკვიდრებელია – სწორედ მისი ფონდების დაფინანსებით შედის გენდერის (იგივე ლგბტ) სწავლება ჩვენს ბაღებსა და სკოლებში, სწორედ გაეროს ფონდი (UNESCO) აფინანსებს სექსუალური გარყვნილების გაკვეთილებს ბავშვებისთვის, სწორედ გაერო მოუწოდებს აბორტების ჩატარების სამართლებრივი პროცედურების გამარტივებას და ა.შ.).
* * *
ამ კოდექსით ბავშვს კუთხეშიც კი ვერ დააყენებთ:
“დაუშვებელია ბავშვის წამება, მისდამი სასტიკი, დამამცირებელი ან სხვა არაადამიანური მოპყრობა ან მის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური სასჯელის გამოყენება.” (მუხლი 4, 2)
ერთი შეხედვით რა პრეტენზია უნდა იყოს ამ მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან არ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს “დამამცირებელი დასჯის ღონისძიება”, კანონმა ასეთ ქმედებად შეიძლება იგივე ბავშვის მსუბუქი დასჯა ან თუნდაც კუთხეში დაყენებაც კი მიიჩნიოს (რაც, თავის მხრივ, დაადასტურა კიდეც ამ პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ამ კანონის საპარლამეტო კომიტეტში განხილვის დროს).
* * *
“ბავშვის უფლებათა კოდექსში” ბევრჯერ არის ნახსენები ტერმინი “ბავშვის საუკეთესო ინტერესი”:
“ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა…” (მუხლი 5, 3)
ეს ტერმინი კოდექსში შემდეგნაირადაა განმარტებული:
“ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.” (მუხლი 5, 1)
რას ნიშნავს ეს და რატომ არის საშიში აღნიშნული ტერმინი?
მაგალითად ვეროპის საბჭოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ:
“ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარადასაჭერად მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებში.” (ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე – საქართველო CM/Rec (2010).
ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია.
გარდა ამისა, მაგალითად ამ კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ:
“მშობელს უფლება აქვს, ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულების მიხედვით აღზარდოს.” თუმცა, ამ წინადადების შემდეგ იქვე წერია: “ბავშვისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას და მისთვის მიმართულების მიცემისას აუცილებელია უპირატესად გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები…” (მუხლი 16, 2) – ანუ თუ კი, მაგალითად, მშობელმა გადაწყვიტა აღზარდოს შვილი საკუთარი რელიგიური შეხედულებებისამებრ და ბავშვს ეტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა და გარყვნილება, ამ კოდექსით შეიძლება განიმარტოს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის “ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან” (გამომდინარე საქართველოში მოქმედი მამათმავლობის სიბილწის დამკანონებელი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ან იგივე საერთაშორისო დოკუმენტებიდან, რომელთაგანაც ერთ-ერთი ზემოთ მოვიყვანეთ კიდეც) და შეიძლება შვილიც კი ჩამოართვას სახელმწიფომ ასეთ მშობელს.
* * *
ეს კოდექსი პირდაპირ უკრძალავს მშობლებს გააკონტროლონ ბავშვის ცხოვრება, რას აკეთებს და ვის ეკონტაქტება ის. მშობელს ასევე ეკრძალება გაუკონტროლოს ბავშვს ტელევიზიის და ინტერნეტის მოხმარება (ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს ყოველივე ეს – თუნდაც იგივე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების და მოზარდების ინტერნეტ-თამაშების შედეგად თვითმკვლელობების შემთხვევების გათვალისწინებით):
“ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა.” (მუხლი 9, 2)
“დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა.”
(მუხლი 9, 3)
“ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.” (მუხლი 14, 3)
“სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვისთვის მასობრივი ინფორმაციის საერთაშორისო და ეროვნული წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალების ხელმისაწვდომობას, რომლებიც მის ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება.” (მუხლი 15, 3)
აქ ნათლად ჩანს ამ კოდექსის შემქნელების მზაკვრობა: ერთის მხრივ ისინი თითქოს ავალდებულებენ ტელევიზიებს ბავშვები დაიცვან მავნე ზეგავლენისაგან (მუხლი 66) და ამავე დროს თავად მშობლებს უკრძალავენ გააკონტროლონ თუ რა ინფორმაციას იღებენ ბავშვები.
* * *
“ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს.” (მუხლი 18, 1)
როგორ შეიძლება ბავშვმა თავად განსაზღვროს სწორი ბალანსი სწავლასა და თავისუფალ დროს შორის? ეს გამოიწვევს კონფლიქტს შვილებსა და მშობლებს შორის, რაც უარყოფითად აისახება ოჯახის სიმტკიცეზე.
* * *
რაც შეეხება გაჭირვებული ოჯახებისთვის ბავშვების ჩამორთმევის უფლებას, კოდექსში ამასაც მზაკვრულად ფუთავენ. წინადადების პირველ ნაწილში წერენ, რომ “ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები…” თუმცა თუ ამ წინადადებას ბოლომდე წავიკითხავთ, ვანახავთ, რომ ეს მუხლი სწორედ იმას ამბობს, რომ გაჭირვების ვერ დაძლევის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება ოჯახს შვილი ჩამოართვას “…გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.” (მუხლი 26, 5)
* * *
ცალკე შეიძლება გამოიყოს ის, რომ ამ კოდექსის პირველ ვერსიაში 18-ჯერ იყო ნახსენები სიტყვა “დისკრიმინაცია” (საბოლოო ვერსიაში მართალია უკვე ერთხელ გვხვდება ტერმინი “დისკრიმინაცია”, ხოლო სხვა ადგილებში იგი ჩანაცვლებულია ამ ტერმინის ქართული ეკვივალენტით “უთანასწორო მოპყრობა”, რაც რასაკვირველია არ ცვლის სიტუაციას, არამედ პირიქით – ნათლად აჩვენებს ამ საშინელი კოდექსის შემქმნელების ვერაგობას საზოგადოების მოტყუების მიზნით ერთგვარად ვითომ “შეფუთონ” და “შეალამაზონ” ეს მიუღებელი კანონი), რამდენჯერმე “გენდერი”, “ტოლერანტობა”, “განსხვავებულთა პატივისცემა” და ა.შ.
ხომ ფაქტია, რომ ჩვენი კანონმდებლობით ამ ჩამონათვალში უკვე შედის სოდომური ურთიერთობები. ტერმინები “დისკრიმინაცია” და “ტოლერანტობა” თავისთავად მოიცავს ამ ცოდვისადმი შემწყნარებლობასაც. ეს ჩვენთან დახურულ შეხვედრაზე ამ კოდექსის პარლამენტში შეტანის ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა სოფო კილაძემაც ვერ უარჰყო.
კოდექსის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
ZNEOBA.GE-ს რედაქცია