ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელი კოდექსის შესახებ

ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელი კოდექსის შესახებ

2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა “ბავშვის უფლებათა კოდექსი”. ვფიქრობთ, ამ კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში არ იყო საჭირო, ვინაიდან საქართველოში საუკუნეების მანძილზე ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობა დაფუძნებული იყო ეკლესიის სწავლებაზე, წმიდა წერილზე: “პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა”. ამ მცნებით იზრდებოდნენ ბავშვები საქართველოში როგორც ეკლესიურ, ასევე არაეკლესიურ ოჯახებში. ამასთან ერთად, ყველა ოჯახში ბავშვთა აღზრდა-დარიგება დაფუძნებული იყო ათ მცნებაზე: “არა იპარო”, “არა იმრუშო”, “არა კაც ჰკლა”, “არა ცილი სწამო”… ამათ ემატებოდა პავლე მოციქულის სწავლებაც: “მემრუშეთა, მაგინებელთა, ჩუკენთა, მემთვრალეთა… სასუფეველი ცათაი ვერ დაიმკვიდრონ”.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი” მიმართულია ოჯახის დაშლისკენ, დანგრევისკენ, მშობლებისა და ბავშვების განცალკევებისკენ. ამ კოდექსში ჩადებულია ბავშვის აღზრდა-განათლება სექსუალური სწავლებით, ლგბტ-ს შემწყნარებლობით, ტელევიზიით და ინტერნეტით ინფორმაციის მიღებაზე სრული თავისუფლებით. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რას სთავაზობენ ბავშვებს ინტერნეტში:

1. სატანური მაგიის სხვადასხვა სახეებს,
2. ყველანაირ გარყვნილებასა და მრუშობას,
3. თვითმკვლელობასა და სხვა დიდ ცოდვებს.

ეს არის ბავშვების ღმერთთან დაპირისპირების კანონი.

ZNEOBA.GE-ს რედაქცია