შობის მარხვა

შობის მარხვა

შობის მარხვა – იწყება 15 ნოემბერს (28 ნოემბერი ახალი სტილით) და გრძელდება 25 დეკემბრამდე (7 იანვარი ახალი სტილით). ეს მარხვა ქრისტეს შობის საპატივცემულოდაა დაწესებული. მას, აგრეთვე, ფილიპეს მარხვას უწოდებენ, რადგან იწყება წმ. ფილიპე მოციქულის ხსენების მეორე დღეს. შობის მარხვა 40 დღე გრძელდება, მსგავსად მოსეს მარხვისა: წმ. მოსე 40 დღიანი მარხვით მოემზადა ქვის ფიცარზე დაწერილი სჯულის მისაღებად; ჩვენ კი 40-დღიანი მარხვით ვემზადებით თავად სჯულისმდებელის ქვეყნად შობისათვის, რომელიც გვაძლევს გულის ფიცრებზე დაწერილ სჯულს (იერემ. 31,32-33).

წყარო: martlmadidebloba.ge