მარხვისათვის – წმ. ბასილი დიდი

“ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველმა დაგმო წესი ებრაელების მარხვისა და ჭეშმარიტი მარხვისაკენ მოგვიწოდა, როცა გვითხრა: „ნუ სასჯელად და ბრძოლად იმარხავთ, არამედ განხსენით ყოველი საკრველი ბოროტებისაჲ“ (ესაია 58, 4-6). ხოლო უფალი მოგვიწოდებს: „იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“ (მათე 6, 17), რაც ასე უნდა გავიგოთ: სული შენი ცოდვებისაგან განიბანე და თავსა შენსა საცხებელი სიწმიდისა იცხე, რათა […]

გლობალიზაცია და სახელმწიფო

I ნაწილი კაცობრიობამ დიდი ხანია შეუქცევადი გლობალიზაციის ერაში შეაბიჯა, რამაც კარდინალურად შეცვალა როგორც ადამიანების, ასევე სახელმწიფოთა მდგომარეობა. კომუნიკაციური და სატრანსპორტო ტექნოლოგიების აღზევების პირობებში მოხდა სივრცისა და დროის „შეკუმშვა“ პლანეტარული მასშტაბით – დედამიწის სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ დროის ნებისმიერ მომენტში პირდაპირი კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან, ავიატრანსპორტით დაძლიონ კოლოსალური მანძილები სულ რამდენიმე საათის განმავლობაში, გაცვალონ ინფორმაცია […]

ჭეშმარიტად აღდგა – წმიდა იოანე ოქროპირი

ტყუილი ყოველთვის თავისივე თავის დამღუპველია. სურს მას ეს თუ არა, იგი უნებლიედ თვითონვე უწყობს ხელს სიმართლის წარმოჩენას. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და მკვდრეთით აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის […]

ქრისტეს აღდგომის უტყუარობის შესახებ

აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების ძირითადი კითხვაა, რომლებიც ეხებიან ადამიანის მსოფლმხედველობას. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, აღდგომა – ეს არის საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ღმერთი ქრისტე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თითქმის ყველა ანტირელიგიური ლიტერატურული ქმნილება აკრიტიკებს აღდგომის ფაქტს. მაგრამ წარსულის მებრძოლი ათეიზმი, როგორც ცნობილია, ძველებური ჟინით […]