არ გათეთრდების ყორანი…

არ გათეთრდების ყორანი…

“ბავშვის უფლებათა კოდექსში” არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ “სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში” (მუხლი 35,4) არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, რადგან სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც თავად ამ კოდექსის ავტორებმა დაადასტურეს, როდესაც განაცხადეს, რომ მშობლის პოზიციის მიუხედავად სექსუალური განათლება მაინც შევა სკოლებში, ოღონდ “სხვა ფორმით”:

“რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არ აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება – განაცხადა ქალბატონმა სოფო კილაძემ.

სექსუალური აღზრდის გაკვეთილები არის ბავშვების გარყვნა და საშინელი ბოროტება. ამიტომ, ასეთი გაკვეთილები დაუშვებელია, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე გონებაარეული მშობელი თავად მოისურვებს ამას.

ერთადერთი სწორი მიდგომა არის, რომ ბაღებსა თუ სკოლებში სექსუალური აღზრდის/განათლების თემატიკის ნებისმიერი ფორმით შეტანა იყოს აკრძალული!

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

– – –
ქალბატონი სოფო კილაძის განცხადება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: imedinews.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial