მარაბდის ბრძოლა

16 აგვისტოს (03.08 ძვ. სტ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცხრა ძმა ხერხეულიძის დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველის, მარაბდის ბრძოლის ველზე მომწყდართა ხსენებას აღასრულებს. * * * მარაბდის ველი წინაპირობა ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ჩასაქრობად შაჰმა აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის ისახან ყორჩიბაშის სარდლობით. ირანის ჯარში ძირითადი […]

დიდგორის ბრძოლა

დიდგორის ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს, ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია. წინაპირობები 1120-1121 წლები მეტად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსათვის. ჯერ იყო და 1120 წლის 14 თებერვალს დავით აღმაშენებელმა ბოტორასთან გაანადგურა სელჩუკთა ლაშქარი. ამას მოჰყვა ყაბალასა და შარვანის აღება. იმავე წლის ნოემბერში აშორნიასთან დავითმა პირწმინდად გაანადგურა სულჩუკები. ამას თან […]

თბილისის სიონი

გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს, 620-იან წლებში. […]

ძირძველი აფხაზების თხოვნა

ქ-ნი დალი ქვირია სოციალურ ქსელში საინტერესო მასალას აქვეყნებს, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ: “ძირძველმა აფხაზებმა ითხოვეს, არ მოეგლიჯათ მათი სათაყვანებელი მამული საქართველოსათვის. 1915 წელს, როდესაც რუსთა ხელმწიფემ განიზრახა აფხაზეთი ჩამოეშორებინა საქართველოსათვის და შავი ზღვის ოლქისათვის მიკუთვნებინა, აფხაზი თავადები: გიორგი შარვაშიძე, ძიაბშბა, მელიტონ ემხვარი და ინალიფა შეშფოთებულნი ჩამოვიდნენ თბილისში და თხოვნით მიმართეს მეფისნაცვალს არ მოეგლიჯა აფხაზეთი საქართველოსათვის. […]

მარმარილოს ქანდაკად ქცეული ქალიშვილი

1956 წელს ქ. სამარაში მომხდარი ფაქტის შესახებ. ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი […]

როგორ გახდა ბულატი იოანე

ბულატ ოკუჯავას მეუღლე – ოლგა, ხშირად სტუმრობდა პსკოვო-პეჩორის მონასტერს, კერძოდ კი მამა იოანე კრესტიანკინს. ერთხელ, საუბარისას მან მოძღვარს შესჩივლა, რომ მისი სახელგანთქმული მეუღლე მოუნათლავია და ნათლობის სურვილიც არ გააჩნია, რადგან გულგრილია რწმენისადმი. პასუხად მამა იოანემ მიუგო: – ნუ სწუხარ, მოინათლება და მას შენ თვითონ მონათლავ. გაკვირვებულმა ოლგამ იკითხა: – მე როგორ შევძლებ მის მონათვლას? – […]

კაზრეთის წმ. სამების ტაძარი (XIII ს.)

კაზრეთის სამება (XIII საუკუნის I მეოთხედი) კომპლექსში შემავალი ნაგებობები: ეკლესია, გალავანი და სატრაპეზოს ნანგრევები. შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო. კაზრეთის სამების ეკლესია აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ XIII საუკუნეში. 1956 წელს კაზრეთის კომპლესი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველომ გაწმინდა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია […]

პაპისტების თავდასხმა ივერონზე

1261 წელს მიხეილ VIII პალეოლოგოსმა ლათინებს კონსტანტინოპოლი გამოგლიჯა და შედარებით მოკრძალებულ საზღვრებში ბიზანტიის იმპერია აღადგინა. ბედის ირონიით, ,,,ტრიუმფატორი’’, მალევე დამარცხებულ მოწინააღმდეგეს დაუზავდა და მისგან სამხედრო  დახმარება ითხოვა. პალეოლოგოსი სხვა გზას ვერ ხედავდა. იმპერიას, გარს  მომდგარი მტრების ურდოები უნდა მოეგერიებინა. რომაელები იმპერატორს არ ენდობოდნენ, ამიტომ მან  მათი გულის მოსაგებად აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიების გაერთიანება განიზრახა. 1274 […]

სოჭის კონფლიქტი

ფოტოზე: გენერალი გიორგი კვინიტაძე და ქართული სამხედრო შტაბი სოხუმში სოჭზე იერიშის წინ. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ჯიქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი. 1896 წელს ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში სამი ადმინისტრაციული ერთეულით-სოჭის, ტუაფსის და ნოვოროსიისკის ოლქით. გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) […]