როგორ გახდა ბულატი იოანე

როგორ გახდა ბულატი იოანე

ბულატ ოკუჯავას მეუღლე – ოლგა, ხშირად სტუმრობდა პსკოვო-პეჩორის მონასტერს, კერძოდ კი მამა იოანე კრესტიანკინს. ერთხელ, საუბარისას მან მოძღვარს შესჩივლა, რომ მისი სახელგანთქმული მეუღლე მოუნათლავია და ნათლობის სურვილიც არ გააჩნია, რადგან გულგრილია რწმენისადმი.

პასუხად მამა იოანემ მიუგო:

– ნუ სწუხარ, მოინათლება და მას შენ თვითონ მონათლავ.

გაკვირვებულმა ოლგამ იკითხა:

– მე როგორ შევძლებ მის მონათვლას?

– აი ასე, მონათლავ!

– და რა უნდა დავარქვა მას? ბულატი ხომ მართლმადიდებლური სახელიც კი არა არის.

– არა უშავს, ჩემს სახელს, იოანეს დაარქმევ! – თქვა მამა იოანემ და თავის საქმეებს მიაშურა.

და აი, მრავალი წლის შემდეგ, პარიზში, როდესაც ბულატ ოკუჯავამ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თავის მეუღლეს განუცხადა, რომ ნათლისღება სურდა. მღვდლის მოყვანა უკვე აღარ მოესწრებოდა, თუმცა ოლგას გაახსენდა, რომ ამგვარ ვითარებაში მომაკვდავის მონათვლა ნებისმიერ ერის ადამიანს შეუძლია. “რა დაგარქვა?” – კითხა მეუღლეს.  იგი მცირე ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ კი უპასუხა: “იოანე”. და ოლგამ თვითონ მონათლა იგი იოანეს სახელით.

და მხოლოდ შემდეგ, როდესაც თავზე ადგა მიცვალებულს, ოლგას გაახსენდა, რომ თხუთმეტი წლის წინ  პსკოვო-პეჩორის მონასტერში ყოველივე ეს წინასწარ განუცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

წყარო: Архимантрит Тихон (Шевкунов) – Несвятые святые и другие рассказы – 2011 стр. 403