კაზრეთის წმ. სამების ტაძარი (XIII ს.)

კაზრეთის წმ. სამების ტაძარი (XIII ს.)

კაზრეთის სამება (XIII საუკუნის I მეოთხედი)

942661_449525081810185_1526499790_n
კომპლექსში შემავალი ნაგებობები:
ეკლესია, გალავანი და სატრაპეზოს ნანგრევები.

შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო. კაზრეთის სამების ეკლესია აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ XIII საუკუნეში.

1956 წელს კაზრეთის კომპლესი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველომ გაწმინდა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია ცოკოლიდან ერთი მეტრის სიღრმეზე იყო მიწით დაფარული).

კაზრეთის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის აღმოსავლეთით, მადნეულის სიახლოვეს. ამ ადგილს ძველად “ისპიანს“ უწოდებდნენ.

იგი გაშენებულია მთის ფერდობზე, მდ. მაშავრის შენაკადის – პატარა მდინარე “კაზრეთის წყლის” მარჯვენა ნაპირზე, რომელიც ხრამისკენ ეშვება ტერასებად. ძეგლთან მისადგომი ჩრდილო-დასავლეთითაა, საითკენაც კუთხის ბურჯებით გაძლიერებული დიდგალავნის შესასვლელია წინ წამოწეული. გალავანში მოქცეულია შუა ადგილზე დიდი ზომის დარბაზული ეკლესია, მისგან ჩრდილოეთით თხუთმეტიოდე მეტრის მანძილზე სატრაპეზოს ნანგრევებია, ხოლო ეკლესიის სამხრეთით – საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი (გზის გაფართოების შედეგად მიწაყრილის ქვეშაა მოქცეული 1963 წლიდან).

1005093_449879468441413_1296206842_n ჩვენამდე რეალურად შემორჩენილ ობიექტებს შორის გაცილებით უკეთესადაა შემონახული ეკლესია, დანარჩენები კი ნანგრევებადაა ქცეული. თავის ადგილმდებარეობითა და მხატვრული გადაწყვეტით სამების ეკლესია მთელი კომპლექსის ხუროთმოძღვრული დომინანტია, რომელიც მხოლოდ ახლოს მისვლისას წარმოუდგება მნახველს ჯერ გალავნის გასასვლელის ფარგლებში, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთის კუთხით მთლიანად. მაღალი, უგუმბათო ეკლესია თავისი ხალისიანი ფერადოვნებით, ფაქიზად დამუშავებული ქვის წყობის ხასიათით, მდიდრული დეკორის კომპოზიციებით, პირველ ნახვისთანავე უეჭველს ხდის, რომ ეს ძეგლი შექმნილია ქართული არქიტექტურის მეორე აყვავების ხანაში, რომელიც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს განმტკიცებისა და სიძლიერის ეპოქას ემთხვევა. ნაგებობა წარმოადგენს დიდი ზომის ცალნავიანი ტიპის ეკლესიას, რომელსაც სხვადასხვადროინდელი მინაშენების ნაშთიც შემორჩა ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.

შენობის ინტერიერი ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ მოღწეულა. ჩანგრეული ჰქონდა კამარა და სამხრეთის კედელი. დასავლეთის კედელი დამატებითი კედლის წყობით არის გამაგრებული.

7106949558506334837_nკაზრეთის სამების ეკლესია. 1977 წ.

ტაძარი მოხატული ყოფილა, საკურთხეველში შემორჩენილია ეკლესიის მამათა რიგი და მოციქულთა ფიგურები. ასევე ფრაგმენტულად ჩანს ქრისტოლოგიური ციკლი და ცალკეული წმინდანები (ჯვარცმა, კოზმა და დამიანე და სხვ.).

13043342_972172322878789_5128841103354785479_n

23554

942110_449622855133741_763668871_n

1901117_560717224024303_1787993422_n

ამჟამად ეკლესია რესტავრირებულია და შიგნით მიმდინარეობს მოხატვა. კაზრეთის სამების ეკლესია ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

ქრისტინე ბარბაქაძე

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial