“გირჩის წევრობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოების ზურგის შექცევა” – მამა ვიტალი ღვინიაშვილი

“გირჩის წევრობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოების ზურგის შექცევა” – მამა ვიტალი ღვინიაშვილი

მამა ვიტალი ღვინიაშვილი

“პირადად ვესაუბრე მათ ოჯახს და მართლაც შეძრული ვარ ამ ამბით, მათ შორის მეუფე საბაც და მისი ეპარქიის სამღვდელოება გულისტკივილით უყურებენ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას.

არა ერთი გაფრთხილება იყო ეკლესიის მხრიდან რომ გირჩის წევრობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოების ზურგის შექცევა, რასაც განსაზღვრავს სჯულის კანონი და ამას ვერც ერთი იერარქი ვერ შეცვლის. წესიც, რომ ავუგოთ, შეიძლება ოჯახისთვის იყოს ნუგეში, მაგრამ მიცვალებულისთვის ეს იქნება მეტი ტანჯვა და სასულიერო პირი, ვინც ამას გააკეთებს, სჯულის კანონი განაყენებს მღვდლობიდან. არავის არ სჭირს გამწარებული ოჯახის ჯიბრი.

სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს და ვინც დასაბუთებულად აცხადებს რომ ჯარის არიდების მიზნით ხდება სხვა სარწმუნოების წევრი, ის თვითონ განაყენებს ეკლესიიდან თავის თავს, ასეთ ადამიანებს თუ არ ექნებათ სინანული, არ იტყვიან გულწრფელ აღსარებას და არ ემიჯნებიან გირჩს თუ სხვა სექტას, მათ არც ჯვარი დაეწერებათ, ვერც ნათლიებად დადგებიან და გარდაცვალების შემთხვეაში წესიც არ აეგებათ.

ჯარის სავალდებულო სამსახური რა ფორმითაც დღესაა, რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს ამის გამო სჯულის შეცვლას!

რამოდენიმე ადამიანი მივიყვანე ეპისკოპოსთან და სინანულის შემდეგ შენდობა მიიღეს, მე გთხოვთ იმ ახალგაზრდებს რომელთა უმრავლესობაც სპორცმენებს შეადგენენ, კარგად გაერკვიეთ რასთან გაქვთ საქმე რომ მერე გვიან არ იყოს.” – წერს თავის ფეისბუქის გვერდზე მამა ვიტალი ღვინიაშვილი.

ZNEOBA.GE