ქრისტე აღსდგა!!
ნამდვილად სასწაული იყო წლევანდელი 17 მაისი!
ყველა სოფელში, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დედაქალაქში, საერო და საეკლესიო ხელისუფლება მოდიოდა ერთმანეთის გვერდიგვერდ და იმ დღეს, როდესაც მთელი ე.წ. ცივილიზებული მსოფლიო აღნიშნავდა ლგბტს მიმღებლობის დღეს, წინ მოუძღოდა ოჯახის სიწმინდისადმი და მშობლების პატივისცემისადმი მიძღვნილ მსვლელობებს და თან უკან მოჰყვებოდა მათ უამრავი ხალხი.
სასწაულია, რომ ეს დღე გამოცხადდა დასვენების დღედ და საქართველომ ხმამაღლა ამცნო მთელი მსოფლიოს სოდომიტურ-ფაშისტურ-სატანისტურ ძალებს, თუ სად დგას იგი!
ასევე, საქართველოს მთელი მასშტაბით, აქამდე არნახული ასეთი ხალხმრავლობის მიზეზი იყო ისიც, რომ საზოგადოებამ თავის ქუჩაში გამოსვლითა და სიმრავლით, გადაწყვიტა, პასუხი გაეცა ოპოზიციისა და ენჯეობის მიერ მოწყობილ იმ ვაკხანილიაზე, რაც დასავლეთის ბინძური იმპერიის დაკვეთითა და ინსპირირებით, აგერ უკვე მთელი ორი თვეა, ხორციელდება დედაქალაქში და რომელშიც ცრუ პროპაგანდით ჩართული ჰყავთ ჯერ კიდევ უმწიფარი ახალგაზრდობის ნაწილიც, ანუ ჩვენი შვილებიც, ჩვენი მომავალი თაობა.
წლევანდელი 17 მაისი იყო ერისა და ბერის ერთობის ისეთი ჭეშმარიტი მაგალითი, რომელიც მე პირადად აქამდე არასდროს მინახავს, არც ბოლო 30 წლის მანძილზე და არც მანამდე.
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!!
ასევე, ვფიქრობ, ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში 28 მაისიც. დღე, როდესაც საქართველომ, დასავლეთის უძლიერესი იმპერიის გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა და ხორციელდება როგორც გარედან, ასევე შიგნიდან მათი მეხუთე კოლონის მეშვეობით, შესძლო და უარი უთხრა მისი ბნელი და ბილწი ოკუპაციის ამ 30-წლიან მორჩილებას, როდესაც მიიღო ე.წ. უცხოელი აგენტების მხილების კანონი.
რაც შეეხება უშუალოდ იმ 84 დეპუტატს, ვინც ამხელა ბულინგის, დაცინვის, ზეწოლის, ლანძღვის, მუქარისა და ბოლოს, დასავლეთიდან გარანტირებულად დაპირებული ფინანსური და სხვა სანქციების მიუხედავად, მაინც ხმა მისცა იმ კანონს, რომლის უქონლობის გამოც ამდენი ხანია უკვე უკონტროლოდ ფინანსდება როგორც სახელმწიფო გადატრიალებები, პოტენციური ომის სცენარები, ასევე სატანური ლგბტ პროპაგანდა, ნარკომანიის პროპაგანდა, ეკლესიის დისკრედიტაცია და ა.შ. რომლითაც ფინანსდება მონობასათან ერთად ჩვენი ერის ფიზიკური და სულიერი გადაგვარება, დაღუპვა, ვთვლი, რომ თითოეულმა დეპუტატმა ამ ხმის მიცემით ჩაიდინა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა.
და, რა თქმა უნდა, მე პირადად, დიდი მადლიერების გრძნობით, ვფიქრობ უამრავი ჩვენი თანამოქალაქის მსგავსად, ვლოცავ მათ თითოეულს და სულ მუდამ ყოველივე კარგს, სიხარულსა და გამარჯვებას ვუსურვებ, როგორც საკუთარი ძვირფასი ოჯახების, ასევე მათი და ჩვენი სანუკვარი სამშობლოს გასახარად!!
ვისურვებდი, რომ ეს დღეები დასასრულის დასაწყისი ყოფილიყოს ჩვენ ქვეყანაზე დიდი აგრესიითა და სისასტიკით გარედან თავსმოხვეული ყველა ბოროტებისა!
დაე, სულ მალე მოჰყოლოდეს ამ ყოველივეს, ლგბტს, ნარკომანიის პროპაგანდის… და სხვა იმ უამრავი კანონის გაუქმება და აკრძალვა, რაც აგერ უკვე ათწლეულებია, ამახინჯებს და ასახიჩრებს ჩვენს ერს, ჩვენს მომავალს!!
აწ და მარადის ქრისტეს გზით გვევლოს!!
ჩვენთან არს ღმერთი!
მრავალჟამიერ!!!
ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ!!!
გურამ ფალავანდიშვილი
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე
31 მაისი, 2024 წელი