თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, პირველ რიგში, გვსურს დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი სიყვარული, პატივისცემა და მოწიწება თქვენი მრავალწლიანი შეუპოვარი, ღვთივსათნო და მართლმკვეთელი მწყემსობის მიმართ.
დაგვლოცეთ და გვაკურთხეთ!
თქვენო უწმინდესობავ, ამ წერილში გვსურს თქვენც და საზოგადოებასაც გაგაცნოთ ჩვენი აზრი და მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე რეკომენდაციის მიღებაზე, თქვენი მილოცვის წერილთან დაკავშირებით.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს, მართლაც, არაერთხელ უთქვამთ, რომ პატივს სცემენ ჩვენს ქრისტიანულ კულტურას, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს და, თითქოს, მათ ჩვენი მიღება ევროკავშირში სწორედ ქართული თვითმყოფადობით სურთ; მაგრამ, უწმინდესო, სამწუხაროდ, ისინი ძალიან მზაკვრულად და მწარედ გვატყუებენ, პირადად თქვენც და მთელ ერსაც:
1. სინამდვილეში, ისინი თითქოს პატივისცემას აფიქსირებენ ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მიმართ და, ამავე დროს, ფარისევლურად, ზურგს უკან, პირველ რიგში სწორედ თქვენ გდებენ ბრალს “სიძულვილის ენის” გამოყენებაში, რადგან თქვენ ჰომოსექსუალიზმს დაავადება, ხოლო ლგბტ მარშებს ერის სირცხვილი უწოდეთ (“ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობი წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ”, 2016 წ. 1 მარტი, გვ. 21)
2. მათ, თავის დროზე, არაფრად ჩააგდეს პირადად თქვენი უმკაცრესი მოწოდება და მთელი ერის აღშფოთება, და მაინც თავს მოგვახვიეს და მიაღებინეს მთავრობასა და პარლამენტს უბილეწესი საძაგლობის, სოდომიის დამკანონებელი ანტიდისკრიმინაციული კანონი.
3. სწორედ ამ სოდომიტური კანონის საფუძველზე შეიქმნა „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“, რომელმაც უკვე არაერთი შვილი გამოსტაცა ოჯახს, მათ შორის გაუგონარი ბრალდების – სიღარიბის გამოც კი.
4. ევროკომისიის სოდომიტური პოლიტიკის დამკვიდრების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წელს შეიქმნა მამათმავლობის სიბილწის დამცველი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ლგბტ პირებს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით. ასევე, ტრადიციული ოჯახის დანგრევის მიზნით პრაქტიკულად პირდაპირ გამოცხადდა ნადირობა კაცებზე და არაერთი ოჯახის მამა გამომწყვდეულ იქნა ციხეში ე.წ. ოჯახური ძალადობის მუხლით. დღეს უკვე მთელი პატიმრების უმრავლესობას სწორედ ამ მუხლით დაკავებულები შეადგენენ.
5. ევროკავშირის ხელშეწყობით უკვე დაინერგა საქართველოს ბაღებში ე.წ. ნეიტრალური გენდერის თეორია, რომლითაც პედაგოგებს ეკრძალებათ ბავშვებისთვის გოგოებისა და ბიჭების დაძახება და რაიმე ნიშნით, მათი სქესის მიხედვით დაყოფა (სასკოლო მზაობის პროგრამა “თამაში” აღმზრდელის სახელმძღვანელო, გვ. 18);
6. ევროკავშირის ამ სოდომიტური კანონის საფუძველზე სკოლის პედაგოგების გადამზადება სამინისტროს მიერ, ოფიციალურად ჩაბარდა ღია ლგბტ ორგანიზაცია “საფარს” (დამფუძნებელი ბაია პატარაია);
ასევე, სკოლებსა და საზაფხულო ბანაკებში დაუფარავად შეიტანეს ბინძური ლგბტ თემატიკა და ლგბტ აქტივისტებს ლექციებისა და ტრენინგების ჩატარების უფლება მიანიჭეს.
7. სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ერისა და ბერის მკაცრი პროტესტის მიუხედავად, პრეზერვატივებზე მეფეების, წმინდანების და საეკლესიო თემატიკის გამოსახვა „კანონიერად“ ცნო და „გამოხატვის თავისუფლებად“ მიიჩნია.
8. ევროკავშირის ელჩები ყოველწლიურად ესწრებიან ყველა ლგბტ ღონისძიებას და ყოველწლიურადვე მოუწოდებენ მთავრობას, რათა მათ უზრუნველყონ მშვიდობიანად ამ უდიდესი გარყვნილების სააგიტაციო მარშების ჩატარება.
9. ახლა კი ევროკავშირმა, კანდიდატის სტატუსი მიღების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობისგან უფრო მკაცრად მოითხოვა ლგბტ მარშების ჩატარება და 5 და 8 ივლისის აქციების იმ ორგანიზატორთა გამოვლენა და დაპატიმრება, რომლებმაც ლგბტ ღონისხიებების ჩაშლას შეუწყო ხელი.
გთავაზობთ ციტატას ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციიდან:
ა).
ევროკომისიის ანგარიში:
„ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ (LGBTIQ) პირების უფლებების დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. საქართველოში ლგბტქ პირები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზირებული ჯგუფია, რომელიც ექვემდებარება სისტემურ ჰომოფობიას, ნეგატიურ სოციალურ დამოკიდებულებებს და ჰომოფობიური განწყობების პოლიტიკურ ექსპლუატაციას.
2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია არ ეხება ლგბტქ უფლებებს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს და არ აღიარებს დისკრიმინაციული ნიმუშების და უთანასწორობის სისტემურ ხასიათს, რომელიც გავლენას ახდენს ლგბტქ პირებზე და ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი ხარვეზები ამ პრობლემების გადასაჭრელად მიღებულ ზომებში. არ არსებობს კონკრეტული ღონისძიებები ლგბტქ პირების მხარდასაჭერად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
2021 წლის თბილისი პრაიდის მარშის მოვლენების დროს, ძალადობის წამქეზებელთა და ორგანიზატორთა მიმართ გამოძიება და დევნა არ მომხდარა. 2023 წლის 16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ შეუმცირა დამნაშავეებს ბრალი (და გამორიცხა „ორგანიზატორის“ კვალიფიკაცია).“
დაბოლოს, თქვენო უწმინდესობავ, გვსურს დაგიდასტუროთ, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული გვაქვს საფრთხე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ წელს დიდი ალბათობით ერთიათად შეიძლება გაიზარდოს ლგბტ მარშების ძალდატანებით ჩატარების მცდელობა და, შესაბამისად, ჩვენი დაპატიმრების რისკიც, კვლავ მაინც ვეცდებით ჩვენი ძალებით, თქვენი ლოცვითა და უფლის წყალობით წინ აღვუდგეთ წელსაც და შემდგომაც ამ უდიდეს ბოროტებას, მამათმავლების აღლუმს, რადგან, როგორც თქვენ ბრძანეთ – “არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს”-ო.
დაგვლოცეთ!
ქრისტისმიერი სიყვარულით თქვენი ერთგული მრევლი.
მრავალჟამიერ, მრავალსა წელსა თქვენ მეუფებას!
ლაშა მაისურაძე
რუსუდან ბედიაშვილი
დავით ბაირამაშვილი
რამინ აბესაძე
ილია მარგველანი
ნინო ჩიბურდანიძე
ნაზი ოდიშარია
ზურაბ შაიშმელაშვილი
ირაკლი გეგეჭკორი
ლევან ქველაძე
ალექსანდრე შაიშმელაშვილი
ნინო დონაძე
გიორგი ქუქიშვილი
ნიკოლოზ გეგეშიძე
გიორგი კობალაძე
ნინო დგებუაძე
მალხაზ კილასონია
ქეთევან გათენაშვილი
ნიკოლოზ კილასონია
გიორგი ანდღულაძე
13.11.2023 წ.
ხელმოწერები გრძელდება…