ვეგეტარიანელობის (და ვეგანიზმის) ცოდვის შესახებ

ვეგეტარიანელობის (და ვეგანიზმის) ცოდვის შესახებ

ვეგეტარიანელობის იდეა მოდის ინდუიზმიდან და ბუდიზმიდან და დაკავშირებულია ამ რელიგიების ცრუსწავლებებთან, ამიტომ თავისი არსით ქრისტიანული მარხვისგან განსხვავებულია. ქრისტიანებს ცოდვად ეთვლებათ, თუკი ხორცისაგან და ღვინისგან თავს იკავებენ არა მოღვაწეობის ან ჯანმრთელობის გამო, არამედ მიუღებლობის გამო, ანუ თუ თვლიან, რომ ამგვარი საკვების მიღება დაუშვებელია რაიმე მცდარი მიზეზით, როგორც მაგ. ძველი გნოსტიკოსები თვლიდნენ. (იხ. მოციქ. კან. 51, 53). ზოგიერთები ამბობენ, რომ ვეგეტარიანელობა მათ ცხოველების სიბრალულის გამო გადაწყვიტეს, მაგრამ მაშინ მცენარეებმა რა დააშავეს, ისინიც ხომ ცოცხალი არსებები არიან? ცხოველების საჭიროების მიზნით დაკვლა დანაშაული რომ ყოფილიყო, წმიდა წერილში ამის შესახებ აუცილებლად ეწერებოდა. ძველ აღთქმაზე რომ არაფერი ვთქვათ, სახარებაში ვკითხულობთ, რომ თვით მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად უარი არ თქვა ებრაელთა პასექზე, ანუ ბატკნის დაკვლა არ ჩათვალა მიუღებლად (იხ. მარკ. 14,12). არც სულთმოფენობის ანუ ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების შემდეგ შეურაცხიათ მოციქულებს ხორცის ჭამა უზნეო საქმედ.

წყარო: martlmadidebloba.ge