ეს მცდარი თეზისები ამა თუ იმ თანმიმდევრობით გვხვდება სხვადასხვა წიგნებსა თუ სტატიებში, რომლებიც დაწერილია სოდომიის პროპაგანდისტების მიერ იმ მიზნით, რომ დაარწმუნონ ყველა დანარჩენი იმაში, რომ ჰომოსექსუალიზმი, ეს გაუკუღმართება, არის ცხოვრების ნორმა. ჩვენის მხრივ, მოგიწოდებთ, იოლად არ ენდოთ მანიპულატორულ მტკიცებებს, მაგრამ მათზე სერიოზულად დაფიქრება ნამდვილად გვმართებს.
1. უნდა ვთქვათ არა „ჰომოსექსუალი“, არამედ „გეი“
თუ ცოტა ხნის წინ პიროვნებებს, რომლებიც სოდომიის ცოდვაში იყვნენ „ჰომოსექსუალებს“ ან პედერასტებს უწოდებდნენ, ახლა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები თავს გვახვევენ ცნებას „გეი“. მაგრამ თუ ტერმინი „homosexual“ (ძვ. ბერძნული „ὁμός“ – „ერთნაირი“ და ლათინური „sexus“ – „სქესი“) არის განმსაზღვრავი, ინგლისურენოვანი სლენგიდან აღებული სიტყვა „gay“ („მხიარული“, „უდარდელი“), ბოლო დროს გაიგივებული „Good As You“-ს აბრევიატურასთან (რაც ნიშნავს „ისეთივე როგორც შენ“) არსობრივად არაფერს არ ხსნის და გვევლინება, როგორც იდეოლოგიური კლიშე.
ტერმინების შეცვლით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ცდილობენ საზოგადოებაში ახალი, აღტაცებული დამოკიდებულების დამკვიდრებას ჰომოსექსუალიზმის მიმართ და დანაშაულის გრძნობის აღძვრას წარსულის გამო, რომელშიც ასეთი დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია.
2. ჰომოსექსუალიზმი გვხვდება ცხოველებშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბუნებრივია
ამ არგუმენტს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები იყენებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის „ბუნების საწინააღმდეგო ცოდვა“. მართალია, ჰომოსექსუალიზმი გვხვდება ცხოველთა სამყაროში, მაგრამ ითვლება არა ნორმად, არამედ იშვიათ გადახრად.
ამასთან ერთად, რამდენად კორექტულია ადამიანის გაიგივება ცხოველთან? დედალი ობობა ჭამს მამრ ობობას შეწყვილების შემდეგ, ზოგჯერ კი – შეწყვილების მაგიერ. ბევრი გაბედავს ამტკიცოს, რომ იგივე იქნება ისეთივე ბუნებრივი ადამიანისთვისაც?
3. ჰომოსექსუალიზმი – ნორმაა, იმიტომ, რომ არსებობდა ისტორიის მთელ მანძილზე
იმიტომ, რომ, მაგალითად მკვლელობები, კანიბალიზმი, პედოფილია თან ახლდნენ კაცობრიობას მისი ისტორიის მანძილზე, არავის უღიარებია ისინი კაცობრიობის არსებობის ნორმად. ცოდვა, რაც არ უნდა “ჩვეული” გახდეს, ისევ ცოდვად რჩება.
4. ურთიერთობა ჰომოსექსუალებს შორის გაცილებით ამაღლებულია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს შორის
სინამდვილეში, სპეციალისტების შეფასებით, ჰომოსექსუალები 10-15 ჯერ უფრო ხშირად იცვლიან პარტნიორებს, რაც უკვე ეჭვის ქვეშ აყენებს მათი სექსუალური ცხოვრების “ამაღლებულობას”. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ჰომოსექსუალური ქცევის უფლებას აძლევს, დროთა განმავლობაში ტრადიციული მორალის მიერ დაგმობილ სხვა რამის უფლებასაც მისცემს. მაგალითად, ჰომოსექსუალები, რომლებიც მოსახლეობის სულ რაღაც 2%-საც არ შეადგენენ, ჩადიან პედოფილიის მთელ შემთხვევათა მესამედზე მეტს.
ჰომოსექსუალიზმს, რომელიც ცხოვრების არსად ჟინს, ვნებას იხდის, თან სდევს ემოციური პრობლემები, ქრონიკული დეპრესია, სუიციდის მცდელობები, ვენერიული და ინფექციური დაავადებების სტატისტიკით გაცილებით მეტი შემთხვევები.
ჰომოსექსუალი წყვილების მიერ ბავშვების “შვილად” აყვანას ყოველთვის მოჰყვება ის, რომ ისინი იზრდებიან სერიოზული პიროვნული პრობლემებით.
5. ჰომოსექსუალები წარმოადგენენ პლანეტის მოსახლეობის 10%-ს
ეს მცდარი მონაცემები, გამოვლენილი ე.წ. “კინსის მეთოდით”, მრავალჯერ უარყოფილია სერიოზული კვლევებით, რომელთა მიხედვითაც ჰომოსექსუალთა რაოდენობა მერყეობს 1-დან 3%-მდე. ამის მიუხედავად, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ასახელებენ 5-ჯერ მეტ რაოდენობას, როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის მიზნით, ასევე არამყარი ახალგაზრდობის ჩასართავად ე.წ. “ერთსქესიან ექსპერიმენტებში”.
6. ჰომოსექსუალიზმი არის თანდაყოლილი სქესობრივი ორიენტაცია
ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არწმუნებს საზოგადოებას იმაში, რომ ჰომოსექსუალობა ენიჭება ადამიანს დაბადებიდანვე, კანის ფერის მსგავსად და ამისთვის მისი მატარებლის დასჯა არ შეიძლება.
სინამდვილეში თანდაყოლილი ჰომოსექსუალობა არ არსებობს და მას ხშირად ჰერმაფროდიტიზმთან აიგივებენ. ჰერმაფროდიტიზმი კი ისეთივე იშვიათი ფიზიკური ანომალიაა, როგორც თანდაყოლილი სხვა ფიზიკური სიმახინჯეები. ყველა სხვა შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმის მიზეზი არასწორი აღზრდა და ცხოვრების წესია.
7. ფსიქიატრები არ მიიჩნევენ ჰომოსექსუალიზმს პათოლოგიად
მსგავსი დებულება ფსიქიატრიაში გამოჩნდა ცოტა ხნის წინ იდეოლოგიური ზეწოლის და არა მეცნიერული ხედვების შეცვლის შედეგად. ბოლო დრომდე მედიცინა ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევდა ჰომოსექსუალიზმს პათოლოგიად.
ადამიანები, რომლებიც ამბობენ: “მე მყავს არატრადიციული ორიენტაციის ნაცნობები და ისინი შეშლილებს არ გვანან”, ურევენ ფსიქიურ გადახრებს და შეურაცხადობას. მაგრამ არც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადებულები მკურნალობენ კლინიკებში და გარშემომყოფები ვერ ხედავენ მათში “შეშლილებს”, მიუხედავად ამისა, ამ პათოლოგიების ნიადაგზე სუიციდების პრობლემა არსად ქრება. ცნობილია, რომ პათოლოგია მაინც რჩება პათოლოგიად, თუნდაც ის გარკვეულ “ნორმად” ვაღიაროთ.
8. ვინც გამოდის ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ არის ჰომოფობი და შეუწყნარებელი
ლგბტ პროპაგანდა ძალიან სერიოზულად უდგება პედერასტების მოწინააღმდეგეებს, იოლად და უაპელაციოდ აკრავს მათ „ექსტრემისტის“, „ფაშისტის“, „ფანატიკოსის“, „ჰომოფობის“ იარლიყებს. ასეთი კლიშე აგდებს მოწინააღმდეგეს „წესიერი ადამიანების“ წრიდან, წინასწარ უწევს დისკრედიტაციას ყველაფერს, რის თქმასაც ის აპირებს, აიძულებს დაიცვას საკუთარი თავი და არა საკუთარი შეხედულებები.
ამ რიტორიკული ხერხით ნებისმიერი პიროვნება ან ჯგუფი, რომლებიც გამოხატავენ ჰომოსექსუალიზმის მიუღებლობას, მიეკუთვნებიან „კაცთმოძულეთა“ რანგს და არ აქვს მნიშვნელობა, მოუწოდებენ ისინი ჰომოსექსუალების განადგურებისაკენ თუ აკადემიური ფორმით იცავენ შეხედულებას ქორწინებაზე, როგორც კავშირზე ქალსა და მამაკაცს შორის.
უნდა გვახსოვდეს, რომ “ჰომოფობია” არ არსებობს. არსებობს ნორმალური ადამიანების ნორმალური რეაქცია გარყვნილების პროპაგანდაზე.
9. ჰომოფობები – უბრალოდ ფარული ჰომოსექსუალები არიან
ბოლო დროს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდამ გამოაცხადა ჰომოფობია (ძვ. ბერძნული ὁμός – „ერთნაირი“ და φόβος – „შიში, სიძულვილი“) ლატენტური, ე.ი. დაფარული, საკუთარ პიროვნებაში ჩახშობილი ჰომოსექსუალურობის გამოვლინებად. ეს ფართოდ გავრცელებული კლიშე გამოიყენება თანამედროვედ და მეცნიერულად, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, მტკიცება, რომ რამის შეძულება და ზიზღი ნიშნავს მის ფარულ სიყვარულს, უბრალოდ აბსურდულია. ასევე უაზრობაა ამტკიცო, რომ ვინც განიცდის ზიზღს და მიუღებლობას კანიბალიზმის მიმართ – ლატენტური კაციჭამიაა.
10. ჰომოსექსუალები მხოლოდ თავიანთ უფლებებს იცავენ
ნიშანდობლივია, რომ მიიღეს რა ევროპასა და ამერიკის ბევრ სახელმწიფოში უფლებები ერთსქესიან ქორწინებაზე, ბავშვების “შვილად” აყვანაზე ასეთ ოჯახებში აღსაზრდელად, მსვლელობების მოწყობაზე, ჰომოსექსუალური საზოგადოება სულაც არ ფიქრობს მიღწეულზე შეჩერებას, არამედ აფართოებს უმცირესობების უფლებებს უმრავლესობის უფლებების შევიწროების ხარჯზე. პედერასტიის პროპაგანდისტები ხმამაღლა მოუწოდებენ რა შემწყნარებლობისაკენ, თვითონ ორგანულად ვერ ითვისებენ იმას და ითხოვენ უმკაცრეს დასჯას იმისათვის, რასაც თვითონ განმარტავენ როგორც „ჰომოფობიას“.
ქვეყნებში, სადაც ლეგალიზებულია ჰომოსექსუალური წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის პრაქტიკა, მაშინვე მოჰყვა მსჯელობა პედოფილიის ლეგალიზებაზე, რასაც მისი დამცველები წარმოაჩენენ არა როგორც პათოლოგიას და გადახრას, არამედ სექსუალური ორიენტაციის განსაკუთრებულ სახეს, ჰეტეროსექსუალიზმსა და ჰომოსექსუალიზმთან ერთ დონეზე. მსგავს საფუძვლებზევე ითხოვენ ინცესტის, ნეკროფილიის და ზოოფილიის ლეგალიზებასაც.
11. ჰომოსექსუალები პროგრესის მამოძრავებელი ძალაა, ყველა დიადი ადამიანი ჰომოსექსუალი იყო
საკუთარ დებულებაზე დაყრდნობით, რომ „ჰომოსექსუალობა გენიალურობის ზღვარზეა“, პედერასტიის პროპაგანდა იოლად მიაწერს „არასტანდარტულ სექსუალურ ორიენტაციას“ ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებს, მაშინაც კი, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ: საკმარისია, რომ შორეულ წარსულში ვინმე პიროვნება არ ყოფილიყო დაქორწინებული ან ვინმესთან წერილში მიემართა სიტყვებით – „ძვირფასო მეგობარო“. სხვებს კი უბრალოდ აცხადებენ ლატენტურ ჰომოსექსუალებად, რომლებმაც შექმნეს რაღაც დიადი და ღირებული ზუსტად საკუთარი „დათრგუნული ჰომოსექსუალურობის“ წყალობით.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია