არა კაც ჰკლა – აბორტი

არა კაც ჰკლა – აბორტი

ქორწინება, რომელშიც ბავშვები არასასურველია, ეგოიზმზე, ვნებებზე და მაშასადამე, სიყვარულის მდაბალ სახეზეა დამყარებული.

უწმინდესი ილია II

* * *

მეექვსე მცნებაა: “არა კაც ჰკლა”.

ეს მცნება ღმერთთან ადამიანის კავშირის აუცილებელი პირობაა. მცნების დარღვევისას ამ კავშირს თავად ადამიანი წყვეტს: იგი ღვთის გარეშე რჩება. ჩვილის მკვლელობა არა მხოლოდ მისი სხეულის, არამედ მისი სულის მკვლელობაცაა. ნათლისღებით განუწმენდელი სული მარადისობაში პირველქმნილი ცოდვით აღბეჭდილი გადადის. ის მარადისობაში იშვება, როგორც ბრმა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

* * *

წმ. მაქსიმე აღმსარებელი ჩვილი იესო ქრისტეს მაგალითზე დაასკვნის: “ჩასახვისთანავე ჩვილი იღებს სულს და იმავდროულად იწყება მისი სხეულის ფორმირება…”

* * *

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, რომელიც წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას ეფუძნება, ყოველი ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე იწყება (ორთოდოქსოს მარტირია, გვ. 67). ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ სტადიაში მკვლელობის ცოდვას უტოლდება. ამას ადასტურებს VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი: “ქალებს, რომლებიც (ორსულებს) ჩვილების მოსაკვდინებელ წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ”. ამის შესახებ წერია წმიდა ბასილი დიდის II და VIII კანონებშიც.

ზემოთქმულს ეთანხმება მეცნიერული მიღწევებიც. საბერძნეთის მეცნიერებისა და ექიმების ყრილობამ, რომელიც 1986 წელს ჩატარდა თესალონიკში, დაამოწმა, რომ ბავშვი სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია ჩასახვის მომენტიდან. აქედან ერთადერთი სწორი დასკვნა გამომდინარეობს: აბორტი ანუ ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ ეტაპზე – წინასწარგანზრახული მკვლელობაა.

მამა სტეფანე ათონელი

* * *

სანამ ჩვილთა მკვლელობა უდიდეს ბოროტებად არ ჩაითვლება და კანონგარეშე არ გამოცხადდება, ყოველგვარი მოწოდება მშვიდობისა და სამართლისაკენ მხოლოდ კანიბალის სახეზე აფარებულ ნიღბად დარჩება.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

* * *

გახსოვდეს, მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.

ZNEOBA.GE-ს რედაქცია