წმ. მამები პაპიზმის ერესის შესახებ

წმ. მამები პაპიზმის ერესის შესახებ

“ლათინებმა არა მარტო შეიტანეს სხვადასხვა უკანონობანი, არამედ ისეთი თავხედობა გამოიჩინეს, რომ უტიფრად შეიტანეს სიცრუე მრწამსშიც კი, რომელიც ყველა კრების დადგენილებით ნაბრძაბებია უცვლელად იქნეს დაცული, (ო, მზაკვრი მოხერხება!) – თითქოსდა სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; ამით მათ წმიდა სამების შესახებ ძირითადი დოგმატი დაარღვიეს”.
წმიდა ფოტი კონსტანტინოპოლელი (+891)

“თავიანთი მრავალი მწვალებლობით ლათინებმა მთელი დედამიწა შეურაცხყვეს… ლათინურ სარწმუნოებაში მარადიული ცხოვრება არ არსებობს”.
ღირსი თეოდოსი პეჩორელი (+1070)

“ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ მანამ, სანამ ილაპარაკებთ, რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც”.
წმ. გრიგოლ პალამა (+1359)

“ჩვენ ლათინები ჩამოვიშორეთ არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამდე იმიტომ, რომ ერეტიკოსები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორი იქნება მათთან გაერთიანება. ლათინები არიან არა მხოლოდ განხეთქილების შემომტანნი, არამედ – ერეტიკოსებიც”.

“თუკი ლათინებმა გეზს სრულიად გადაუხვიეს სულიწმიდის საკითხში, რომლის გმობა ყველაზე დიდი საშიშროებაა, ე.ი. ცხადია, ისინი ერეტიკოსები არიან და ჩვენ მათ მოვიკვეთთ, როგორც ერეტიკოსებს”.

“ასე რომ, ძმანო, გაექეცით ლათინთა სიახლეებს – მათ შემომტანებსა და დამამკვიდრებელთ და ერთმანეთთან სიყვარულით დაკავშირებულებმა თავი მოიყარეთ ჩვენს ერთიან სათავეში – ქრისტეში”.
წმ. მარკოზ ეფესელი (+1444)

“შეაჩვენებდეთ პაპს, რამეთუ ყველა უწმინდურება და ბოროტება მისგან მოდის”.
წმ. კოზმა ეტოლიელი (+ 1779)

‎”პაპიზმი – ასე ეწოდება მწვალებლობას, რომელმაც მოიცვა დასავლეთი, რომლისგანაც, როგორც ტოტები ხისგან, ისე წარმოიშვა სხვადასხვა პროტესტანტული მოძღვრება. პაპიზმი პაპს ქრისტეს თვისებებს განუკუთვნებს და ამით უარყოფს ქრისტეს… პაპი პაპისტების კერპია, ის მათი ღვთაებაა. ამ საშინელი ცდომილების გამო ღმრთის მადლმა დატოვა პაპისტები; ისინი მიეცნენ საკუთარ თავსა და სატანას – ყველა მწვალებლობის, მათ შორის, პაპიზმის, გამომგონებელსა და მამას”.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი (+1867)

“რომის, ანუ, უფრო სწორად, პაპისტური ეკლესია, ქადაგებს არა წმიდა მოციქულების, არამედ პაპების დოგმატებს.”
წმ. ნექტარიოს ეგინელი (+1920)

‎”კაცობრიობამ იცის სამი უდიდესი დაცემა: ადამისეული, იუდასეული და პაპიზმისეული”.
წმ. იუსტინე პოპოვიჩი (+1978)


ZNEOBA.GE-ს რედაქცია