სხვისი სარწმუნოების ქება არ შეიძლება – წმ. თეოდოსი პეჩორელი

სხვისი სარწმუნოების ქება არ შეიძლება – წმ. თეოდოსი პეჩორელი

“ერიდე, შვილო, ჭეშმარიტი სწავლებისაგან განდგომილებთან ყოველგვარ საუბარს. თუკი ვინმე ცხონდება, მხოლოდ მართლმადიდებლ სარწმუნოებაში მცხოვრები… სხვისი სარწმუნოების ქება არ შეიძლება, ვინაიდან ეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაა.

თუ შიშველი, მშიერი ან უბედურებაში ჩავარდნილი იუდეველი, მუსლიმანი ან კათოლიკე დაინახო, ყველას მიმართ იყავი მოწყალე, როგორც შეგიძლია დაიხსენი გაჭირვებისაგან და ღმერთი გადაგიხდის, ვინაიდან თვით უფალიც წყალობს არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ შეცდომილებსაც. თუკი ვინმე გეტყვის, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება უფლისგანააო, ასე უპასუხე: შეხედე რას ამბობს წმიდა წერილი: “ერთ არს უფალ, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება.” (ეფეს. 4.5)

ღირსი თეოდოსი პეჩორელი (+1070)