“აბორტი არის ადამიანის მკვლელობა” – ალექსანდრე ერქვანია

“აბორტი არის ადამიანის მკვლელობა” – ალექსანდრე ერქვანია

“ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 30 ათასამდე აბორტი კეთდება. ცინიზმია, ქვეყანაში, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალულია, საკუთარი ხელით მშობლებს შეუძლიათ მოკლან შვილი. აბორტი არის ადამიანის მკვლელობა, მუცლად მყოფი ბავშვი სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია, ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობას შორის არ არსებობს განსხვავება, ხოლო საკუთარი შვილის მოკვლა ყველაზე ამაზრზენი ფორმაა, სანამ ამ საკითხზე უმოქმედობას ხელისუფლება და საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს არანაირი წინსვლა, კეთილდღეობა არ გვექნება, ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ აფასებს იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება მოყვეს ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას, რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები თუ ქართველები აღარ ვიქნებით, მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად, უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები გამკაცრდეს ემიგრაცია, მამათმავლობის და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორსულ ქალებს და მრავალშვილიან ოჯახებს. მივმართავ მთავრობას, შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა.”

ალექსანდრე ერქვანია
საქართველოს პარლამენტის წევრი

წყარო: 1tv.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial