არქ. ეფრემ ფილოთეველი – წარმოადგენს თუ არა ჩანასახი ადამიანს?

არქ. ეფრემ ფილოთეველი – წარმოადგენს თუ არა ჩანასახი ადამიანს?

“ბევრს უყვარს კამათი ამ თემაზე: წარმოადგენს თუ არა ჩანასახი ადამიანს და თუკი წარმოადგენს – მერამდენე კვირიდან და ა.შ. ამ კითხვაზე პასუხს, ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა კითხვაზე, იძლევა წმინდა სახარება: როდესაც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი მივიდა წმინდა მართალ ელისაბედთან, ჩვილი – მის მუცელში, მხოლოდ რამდენიმე დღისა იყო, ხოლო ყრმა – წმინდა ელისაბედის წიაღში – ნახევარი წლის.

და აი, იოანე ნათლისმცემელი ცნობს თავის უფალს და ხარობს: როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ (ლკ. 1:41-45).”

არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

აბორტი ბავშვების მკვლელობაა

 

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial