ქართველებისთვის მაგალითი უნდა იყოს ისრაელ ფოლაუს გმირობა

ქართველებისთვის მაგალითი უნდა იყოს ისრაელ ფოლაუს გმირობა

ქართველებისთვის მაგალითი უნდა იყოს ისრაელ ფოლაუს გმირობა.

პატივისცემის ღირსია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ სიმართლისთვის დათმოს კარიერა, თანამდებობა, სიმდიდრე; დაითმინოს ცილისწამება და შეურაცხყოფა. ასეთები იყვნენ გმირები. ქების ღირსია ფოლაუს საქციელი, თუ ბოლომდე დაითმენს.

თუ მცდარი სარწმუნოების მიმდევარი, ისრაელ ფოლაუ, ასეთ გამბედაობას იჩენს, ჩვენ, ჭეშმარიტი რწმენის მიმდევრებს, მეტი მოგვეკითხება.

თანამედროვე კანონეები გვიკრძალავენ ჩვენი რწმენის ხმამაღლა აღიარებას, მიუხედავად ამისა, ჩვენ ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ წმინდა პავლე მოციქულთან ერთად:

“ნუ ცდებით ძმანო, არცა მემრუშეთა არცა მპარავთა არცა მამათმავალთა არცა ჩუკენთა არცა მაგინებელთა არცა მომთვრალეთა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ.”

თელეთის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი

15.04.2019

P.S.
შეგახსენებთ, რომ ისრაელ ფოლაუ, რომელსაც ორი კვირის წინ სუპერ რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი ლელო დაუგროვდა, ნაკრებიდან მოკვეთეს და კლუბიდანაც გაუშვეს. ეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოხდა, სადაც ფოლაუმ დაწერა, რომ ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მოღალატეებს, მატყუარებს, მეძავებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს მოუნანიებლობის შემთხვევაში ჯოჯოხეთი ელოდებათ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial