ოჯახის დამანგრეველი ახალი კოდექსი

ოჯახის დამანგრეველი ახალი კოდექსი

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაგვიკანონა მამათმავლობის სიბილწე (სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული კანონით), ნარკომანია, იუვენალური ფაშიზმი (ოჯახებისთვის ბავშვების ჩამორთმევის რეპრესიული მექანიზმი), დღეს უკვე იგი ახალ ტრაგედიას უმზადებს ჩვენს საზოგადოებას: გაეროს (კერძოდ კი UNICEF-ის) დაკვეთით გეგმავს მიიღოს ბავშვების გარმყვნელი და ოჯახების დამანგრეველი ე.წ. “ბავშვის უფლებათა კოდექსი”.

ალბათ აზრს მოკლებულია (და ამ ფორმატში შეუძლებელიც კი არის) “ბავშვის უფლებათა კოდექსის” მუხლობრივი განხილვა, მაგრამ რეალობის უკეთ წარმოჩენის მიზნით გვსურს მოვიყვანოთ რამოდენიმე მუხლი, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის საფრთხეები, რომლებიც ელოდება ჩვენს ოჯახებსა და შვილებს ამ კოდექსის მიღების შემთხვევაში:

* * *

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესავალშივე, კოდექსის მიზნების ჩამონათვალში ვკითხულობთ:

) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფას, მის მომზადებას საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მის აღზრდას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, და, განსაკუთრებით, მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით;” (მუხლი 1)

ანუ, ჩვენი შვილები თურმე უნდა აღიზარდონ არა ეროვნული ცნობიერებით და ტრადიციული ღირებულებებით, არამედ იმ ორგანიზაციის იდეალებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ღიად უჭერს მხარს მამათმავლობის გარყვნილებას და აბორტებს (ხომ ცნობილია, რომ გაერო ბილწი ჰომოსექსუალიზმის და სხვა გარყვნილების ღია დამამკვიდრებელია – სწორედ მისი ფონდების დაფინანსებით შედის გენდერის (იგივე ლგბტ) სწავლება ჩვენს ბაღებსა და სკოლებში, სწორედ გაეროს ფონდი (UNESCO) აფინანსებს სექსუალური გარყვნილების გაკვეთილებს ბავშვებისთვის, სწორედ გაერო მოუწოდებს აბორტების ჩატარების სამართლებრივი პროცედურების გამარტივებას და ა.შ.).

* * *

ამ კოდექსით ბავშვს კუთხეშიც კი ვერ დააყენებთ:

დაუშვებელია ბავშვის წამება, არაადამიანური, დამამცირებელი ან სასტიკი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი დასჯის ღონისძიებების გამოყენება.” (მუხლი 4, 2)

ერთი შეხედვით რა პრეტენზია უნდა იყოს ამ მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან არ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს “დამამცირებელი დასჯის ღონისძიება”, კანონმა ასეთ ქმედებად შეიძლება იგივე ბავშვის კუთხეში დაყენებაც კი მიიჩნიოს.

* * *

“ბავშვის უფლებათა კოდექსში” ბევრჯერ არის ნახსენები ტერმინი ბავშვის საუკეთესო ინტერესი”:

“ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა…” (მუხლი 5, 3)

ეს ტერმინი კოდექსში შემდეგნაირადაა განმარტებული:

“ბავშვის უფლებაა მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვთან მიმართებით ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.” (მუხლი 5, 1)

რას ნიშნავს ეს და რატომ არის საშიში აღნიშნული ტერმინი?

მაგალითად ვეროპის საბჭოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

“ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარადასაჭერად მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებში.” (ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზესაქართველო CM/Rec (2010).

ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია.

გარდა ამისა, მაგალითად ამ კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ:

“მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ.” თუმცა, ამ წინადადების შემდეგ იქვე წერია: “ბავშვისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას და მისთვის მიმართულების მიცემისას აუცილებელია უპირატესად გათვალისწინებული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მოსაზრებები…” (მუხლი 16, 2) – ანუ თუ კი, მაგალითად, მშობელმა გადაწყვიტა აღზარდოს შვილი საკუთარი რელიგიური შეხედულებებისამებრ და ბავშვს ეტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა და გარყვნილება, ამ კოდექსით შეიძლება განიმარტოს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის “ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან” (გამომდინარე საქართველოში მოქმედი მამათმავლობის სიბილწის დამკანონებელი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ან იგივე საერთაშორისო დოკუმენტებიდან, რომელთაგანაც ერთ-ერთი ზემოთ მოვიყვანეთ კიდეც) და შეიძლება შვილიც კი ჩამოართვას სახელმწიფომ ასეთ მშობელს.

* * *

ეს კოდექსი პირდაპირ უკრძალავს მშობლებს გააკონტროლონ ბავშვის ცხოვრება, რას აკეთებს და ვის ეკონტაქტება ის. მშობელს ასევე ეკრძალება გაუკონტროლოს ბავშვს ტელევიზიის და ინტერნეტის მოხმარება (ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს ყოველივე ეს – თუნდაც იგივე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების და მოზარდების ინტერნეტ-თამაშების შედეგად თვითმკვლელობების შემთხვევების გათვალისწინებით):

ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა, მოიძიოს და მიიღოს ინფორმაცია.” (მუხლი 9, 2) 

დაუშვებელია ბავშვის პირადი ცხოვრების და ოჯახური ცხოვრების უფლების არაკანონიერი შეზღუდვა, მათ შორის, დაუსაბუთებელი  და არაკანონიერი ჩარევა ბავშვის  პირად  სივრცეშიმის  ოჯახურ  ცხოვრებაში  ან  პირად  მიმოწერაშიმისი პატივისა და ღირსების ხელყოფა.” (მუხლი 9, 3)

ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ინტერნეტზე წვდომის, მისით თავისუფლად სარგებლობის უფლება.” (მუხლი 14, 3) 

სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვთა ხელმისაწვდომობას საერთაშორისო და ეროვნული მასმედიის წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციასა და საგანმანათლებლოშემეცნებით მასალებზე, რომელიც ეხება ბავშვის ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.” (მუხლი 15, 3)

აქ ნათლად ჩანს ამ კოდექსის შემქნელების მზაკვრობა: ერთის მხრივ ისინი თითქოს ავალდებულებენ ტელევიზიებს ბავშვები დაიცვან მავნე ზეგავლენისაგან (მუხლი 65) და ამავე დროს თავად მშობლებს უკრძალავენ გააკონტროლონ თუ რა ინფორმაციას იღებენ ბავშვები.

* * *

ბავშვს უფლება აქვს მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის, ხოლო მშობლები/აღზრდაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან სათანადო ყურადღება დაუთმონ ბავშვის მოსაზრებებსა და საჭიროებებს ამ კუთხით.” (მუხლი 18, 1)

როგორ შეიძლება ბავშვმა თავად განსაზღვროს სწორი ბალანსი სწავლასა და თავისუფალ დროს შორის? ეს გამოიწვევს კონფლიქტს შვილებსა და მშობლებს შორის, რაც უარყოფითად აისახება ოჯახის სიმტკიცეზე.

* * *

სანამ ქართული საზოგადოება ანტიდისკრიმინაციული კანონიდან გენდერული იდენტობის (ლგბტ) ამოღებისთვის იბრძვის, პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ქალბატონი სოფო კილაძის მეთაურობით, “ბავშვის უფლებათა კოდექსში” პირდაპირ გვიწერს ლგბტ ტერმინ გენდერს:

“ზ) ბავშვის პირადი ცხოვრების და სივრცის პატივისცემა, მათ შორის, გენდერული განსხვავებების გათვალისწინებით;” (მუხლი 30)

“ბავშვს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და კონსულტაცია გენდერული და კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით…” (მუხლი 69, 5)

* * *

რაც შეეხება გაჭირვებული ოჯახებისთვის ბავშვების ჩამორთმევის უფლებას, კოდექსში ამასაც მზაკვრულად ფუთავენ. წინადადების პირველ ნაწილში წერენ, რომ “ბავშვი არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები…” თუმცა თუ ამ წინადადებას ბოლომდე წავიკითხავთ, ვანახავთ, რომ ეს მუხლი სწორედ იმას ამბობს, რომ გაჭირვების ვერ დაძლევის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება ოჯახს შვილი ჩამოართვას “…გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება არ იძლევა სასურველ შედეგს, ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელება არ მოგვცემს სასურველ შედეგს.” (მუხლი 26, 3)

* * *

“ბავშვის უფლებათა კოდექსში” პირდაპირ არის შეტანილი სექსუალური განათლების საკითხები, რაც “ოჯახის დაგეგმარების” და “რეპროდუქციული ჯანმრთელობის” ტერმინებით არის შენიღბული:

“ზ) პრევენციული ჯანდაცვის მიმართულების განსავითარებლად და ოჯახის დაგეგმარების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების პროგრამების და სერვისების დასანერგად;” (მუხლი 40)

* * *

ცალკე შეიძლება გამოიყოს ის, რომ ამ კოდექსში 18-ჯერ არის ნახსენები სიტყვა “დისკრიმინაცია”, რამდენჯერმე “გენდერი”, “ტოლერანტობა”, “განსხვავებულთა პატივისცემა” და ა.შ. ხომ ფაქტია, რომ ჩვენი კანონმდებლობით ამ ჩამონათვალში უკვე შედის სოდომური ურთიერთობები. ტერმინები “დისკრიმინაცია” და “ტოლერანტობა” თავისთავად მოიცავს ამ ცოდვისადმი შემწყნარებლობასაც. ეს ჩვენთან დახურულ შეხვედრაზე ამ კოდექსის პარლამენტში შეტანის ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა სოფო კილაძემაც ვერ უარჰყო.

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial