ნარკოტიკის მოხმარების დროს ადამიანი პირდაპირ შედის დემონურ სამყაროსთან ურთიერთობაში. ეშმაკები აწოდებენ სხვადასხვა აზრებს – შიშის, ცოდვების, მრუშობის, თვითმკვლელობის, ხანდახან სასაცილო აზრებს. ადამიანი გათიშულია რეალური სამყაროსგან, იმყოფება და მოქმედებს სატანური ძალების ზეგავლენით. მარიხუანას ხშირი მოწევით ადამიანის გონება ჩლუნგდება. ყოფილა შემთხვევები რომ ერთი მოწევით ყმაწვილი სულიერად ავად გამხდარა. უფრო ძლიერი ნარკოტიკების მიღების დროს გარდაცვალების უამრავი ფაქტია. ასეთ შემთხვევაში გარდაცვლილი ადამიანის სული ეშმაკებს საშინელი ტანჯვით ჯოჯოხეთში მიჰყავთ. ამგვარად გარდაცვლილებზე არ შეიძლება წესის აგება, მათი წირვის დროს მოხსენიება. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ მემთვრალენი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ნარკომანია მემთვრალეობის ყველაზე მძიმე ფორმაა ჩვენი ერისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ნარკომანია წარმოადგენს.
zneoba.ge-ს რედაქცია