1919 წლის 9 მარტს, ათონის მთის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის 18 ქართველი ბერი და რამდენიმე მორჩილი ბერძენ ბერებთან უთანხმოების გამო ძალადობით გამოიდევნენ მონასტრიდან და სამუდამოდ აეკრძალათ იქ დაბრუნება. ქართველი ბერების მცირე ჯგუფი, რომელთა შორის იყო წმიდა იოანე აღმსარებელი (მაისურაძე), სამშობლოში დაბრუნდა. 9 ბერი პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსული მონასტრის კუთვნილ წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში დაბინავდა. დანარჩენი მოღვაწეები კი ათონის წმიდა მთის სხვადასხვა მონასტრებს შეეკედლნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ გაწყდა ყოველგვარი კავშირი საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან. ათონზე დარჩენილი ბერების ნათესავებს ამ დროიდან აღარ მოეწოდებოდათ ცნობები საბერძნეთიდან. “წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოდ დარჩნენ ისინი” – წერს ღირსი მამა იოანე ბეთანელი თავის ერთ-ერთ მოგონებაში.
1966 წელს ათონის მთა მოინახულა ქართველმა რეჟისორმა გურამ პატარაიამ. მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი ათონის ივერთა მონასტერზე. ფილმში შესულია მცირე ცნობა ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერის, ტიხონის შესახებ, რომელიც 1950-იანი წლების მიწურულს აღესრულა.
წყარო: orthodoxy.ge

იღუმენი ბენედიქტე ბარკალაია

მამა ბართლომე, ათონი 1932 წ.

მამა მათე გვაზავა

მღვდელ-მონაზონი სიმონ ბაღდავაძე, ათონი 1942 წ.

მამა ტიხონ შერაბაშვილი

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანე. XX საუკუნის დასაწყისი.