ერეტიკოსი და მამათმავლობის მფარველი პაპის ვიზიტი დიდი განსაცდელია საქართველოსთვის
მარლმადიდებელთა დიდი ნაწილი ვერ ერკვევა, თუ როგორი დამღუპველია პაპიზმი მართლმადიდებელთათვის. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დიდ შეშფოთებასა და ვნებათაღელვას იწვევს მორწმუნე ერში. როგორც ვატიკანის რადიომ განაცხადა: „პაპი განახორციელებს სამოციქულო ვიზიტს კავკასიაში“, რაც უკვე მრავლისმთქმელია. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში განუზომლად დიდია, როდესაც სხვა ეკლესიების მორწმუნენი იმედის თვალით შეჰყურებენ ჩვენს ეკლესიასა და პატრიარქს, ეს ვიზიტი, პაპთან შეხვედრა, ის ანტიეკლესიური ეტიკეტი, როგორიცაა ამბორისყოფა, მწვალებლური საკრებულოს „წმინდა საყდრად“ მოხსენიება, არქიერეტიკოსთან ერთად თანალოცვა, პაპის შესვლა მართლმადიდებლურ ტაძარში და იქ ნებისმიერი ქმედება, ყოველივე ის, რაც საეკლესიო სამართლით აკრძალულია და მკაცრ სასჯელს ემქვემდებარება, დაამცრობს ჩვენი ეკლესიისია და მისი პატრიარქის ავტორიტეტს, იმედს გაუცრუებს ქართველ და არაქართველ მორწმუნეებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტის რეალური მიზანი სწორედ ეს არის. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა კრეტის კრების შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკლესიამ მართლმკვეთელობის მედროშის ტვირთი იტვირთა.
პაპის პიროვნული დამოკიდებულება მართლმადიდებლებისადმი მისი სიტყვებიდანაც ჩანს, როდესაც იგი მართლმადიდებლებს ოთხზე მავალ კატის კნუტებს ადარებს, რომელთაც ჯერ სიარული არ უსწავლიათ. იგი ქრისტიანებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ სექსუალურ უმცირესობებს. აცხადებს, რომ აპირებს უცხოპლანეტელთა მონათვლას. ეს უცნაურიცაა და საშიშიც.
პაპის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია ლათინო-პაპიზმის გაძლიერება საქართველოში (შეხვედრები სასულიერო და საერო პირებთან, ასირიელებთან, კამილიელთა ცენტრში), პროზელიტიზმი (მესა სტადიონზე, შეხვედრები სახელისუფლებო, დიპლომატიურ და არასამთავრობო კორპუსთან). ვიზიტის მიზანია შექმნას ვიზუალური ეფექტი პაპის პრიმატისა მთელს მსოფლიოში, რასაც ვატიკანი ცნობლილი დოკუმენტებითაც ცდილობს.
შეიძლება ვიზიტის მოსალოდნელი სხვა უარყოფითი შედეგებიც მოვიყვანოთ, მაგრამ მოყვანილიც საკმარისია, რათა დავასკვნათ, რომ პაპის ვიზიტი საქართველოში დიდი განსაცდელია ჩვენი ეკლესიისა და მთელი ერისათვის.
მართლმადიდებლებო, თანამემამულენო, ვილოცოთ, რათა ღმერთმა დაგვიფაროს ამ განსაცდელისაგან.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი