“ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის,
არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში,
არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც,
რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ,
მომავალ თაობებზე გადადის.”
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი
გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების (ეკლესიური ტერმინოლოგიით – სიძვა, მრუშობა, სოდომია…) და სხვა სახის სქესობრივი გარყვნილების გენეტიკურ შედეგობრიობაზე საუბრისას, ექიმი და თეოლოგიის ბაკალავრი კ.ვ. ზორინი საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ თავაშვებული ინტიმური ურთიერთობები ადამიანში პიროვნულობის რღვევას და მასში ფსიქიკურ და ქცევით გადახრებს იწვევს.
ამ მეტად მძიმე მორალურ მდგომარეობას თან ახლავს, სპეციალისტებისთვის კარგად ცნობილი სქესობრივი გზით გადამდები 30-ზე მეტი დაავადება, მათ შორის – ვენერიული დაავადებები, B-C ჰეპატიტი, აივ ინფექცია და მისი საბოლოო ეტაპი – შიდსი, ასევე ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება და სხვა.
ის რომ, რიგი გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებისა ადამიანების მორალური ქცევებიდან გამომდინარეობს, გამოკვლეული და მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებია. მაგალითად, ქალებს, რომლებსაც 7 და მეტი სექსუალური პარტნიორი ყავდათ, თუნდაც არ იყვნენ დაინფიცირებულები, ექიმი-გინეკოლოგები პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში საშოს ქრონიკული ანთების დიაგნოზს უსვამენ.
არანორმალური სექსუალური კავშირები ხშირად სიმსივნის პროვოცირებასაც ახდენენ. ინფექციური ფორმის კიბოთი იტანჯება ონკოლოგიური პაციენტების მთლიანი რაოდენობის 15%-ი, სადაც განსაკუთრებული რისკის ჯგუფში გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობის მქონე ადამიანები და ჰომოსექსუალები ხვდებიან.
ადამიანის ზნობრივ და ფსიქიკურ სიჯანსაღეზე მომაკვდინებლად ზემოქმედებს მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სირცხვილის შეგრძნების დაკარგვა, რასაც სექსუალური ურთიერთობის დომინანტურ მდგომარეობამდე მივყავართ. ამგვარი ჰიპერსექსუალობა შემდგომში იქვემდებარებს ადამიანში არსებულ ყველა სასიციცხლო ძალას. ადამიანის ფსიქიკაში ფორმირებული – ,,სექსუალური დომინანტა’’ გახლავთ ერთ-ერთი სახეობა პათოლოგიური დამოკიდებულებისა, მსგავსად ალკოჰოლოზმისა და ნარკოდამოკიდებულებისა. მღვდელი მაქსიმე (ობუხოვი) წერს: “ის ერი, რომლის წიაღშიც მძლავრობდა მრუშობის ცოდვა, დროთა განმავლობაში ან აღიგვებოდა მიწის პირიდან ან კარგავდა დამოუკიდებლობას, ის სუსტდებოდა და ადგილს უთმობდა სხვა ხალხებს. ისტორიულად დადასტურებულია ერების გაქრობასა და ამ უმძიმესი ცოდვის (სიძვა-მრუშება-სოდომია) პირდაპირი კავშირი. ავადმყოფ, ცოდვით დასნებოვნებულ საზოგადოებას აღარ ძალუძს გულადი, სამშობლოსთვის თავდავებული ადამიანების შობა და ის ნაცრისფერ, უღიმღამო მასად გადაიქცევა. ეს ხდება ეტაპობრივად, რამდენიმე თაობის არსებობის მანძილზე, დაგროვებული ცოდვების სიმძიმის მიხედვით’’.
ღვთის მცნებების საწინააღმდეგო ინტიმური ურთიერთობიდან განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ბავშვის გენოტიპზე ახდენს ახლო ნათესავებს შორის კავშირი (ინცესტი), რომლის შედეგად დაბადებული ბავშვები გამოირჩევიან ანომალიური განვითარებით და სხვადასხვა გენეტიკური სიმახინჯეებით. ინცესტს, გვარში არსებული ერთნაირი დეფექტების დაგროვებით, გადაგვარებულ თაობებთან მივყავართ. რაც უფრო ახლოა ნათესაური კავშირი, მით მეტია ალბათობა, დაავადებული შთამომავლობა მივიღოთ.
სპონტანური აბორტები და მკვდრადშობადობა, ხშირ შემთხვევაში, იმ წყვილებს შორის გენეტიკური შეუთავსებლობიდან გამომდინარეობს, რომლებიც ერთმანეთს სისხლით ენათესავებიან.
ძველი აღთქმა სისხლისაღრევას მკაცრად გმობს: არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. (ლევ.18.5-6), არანაკლებ მკაცრია ახალი აღთქმა ამ საშინელი ცოდვის მიმართ: “ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა”, პავლე მოციქულმა სატანას გადასცა ხორცის გასანადგურებლად, რომ სული მაინც გადარჩეს უფალი იესო ქრისტეს დიდებით მოსვლის ჟამს (1 კორ.5,1-5).
დღევანდელ მსოფლიოში გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობებს შორის განსაკუთრებული ადგილი ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას უჭირავს. თანამედროვე რეალობაში ცდილობენ ეს გარყვნილება და უზნეობა წარმოადგინონ, როგორც სექსუალური ორიენტაციის არჩევანის დემოკრატიული ფორმა და გაასაღონ ის, როგორც XXI საუკუნის სექსუალური კულტურის ნორმალური მოვლენა. ”ღვთის განგებულების მიზანმიმართული დარღვევა და დამახინჯება ყოველ ჩვენთაგანში – აი, ჰომოსექსუალიზმის რეალური არსი. გარყვნილება, რომელიც გაჟღენთილია სეკულარული-საერო კულტურის სულით, მკვიდრდება მსოფლიოში, როგორც არააუცილებელი, მაგრამ მისაღები ნორმა. და თუ საზოგადოება დუმილით მიიღებს ერთსქესიან სიყვარულს, როგორც ნორმალურ მოვლენას, ამგვარი საზოგადოება ღვთის განგებულების მოწინააღმდეგე გახდება. ამ შემთხვევაში ყოველგვარი მინიშნება პლურალიზმზე უბრალოდ შეუსაბამო და მიუღებელი იქნება”.
ბიბლიაში ნათლად და გარკვევით არის ფორმულირებული დამოკიდებულება ერთსქესიანი ურთიერთობების შესახებ: არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. (ლევ.18,22)
მასმედიის სხვადასხვა საშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული გენის ,,აღმოჩენის’’ შესახებ. თუმცა, არცერთი ამგვარი განცხადება არ დადასტურებულა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, ექიმები წარმატებით მუშაობენ ჰომოსექსუალებთან, მათი ორიენტაციის ჰეტეროსექსუალური მიმართულებით შესაცვლელად.
აღმოჩნდა, რომ საკითხი გაუკუღმართებული ურთიერთობების გამო გამოწვეული გენეტიკური ცვლილებების შესახებ ღრმად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იან წლებში, აშშ-ში, კერძოდ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში. მოგვიანებით გ.პ. კლიმოვმა, მანკიერი სექსუალური ურთიერთობების გენეტიკურ ასახვაზე შთამომავლობაზე, გამოიყენა ტერმინი ,,დეგენერაცია’’, როგორც სინონიმი ტერმინისა ,,გადაგვარება’’.
ის გამოყოფს დეგენერაციის სამ სტადიას:
- სექსუალური გარყვნილება
- ფსიქიკური დაავადებები
- თანდაყოლილი დეფექტები
კლიმოვის აზრით ყველაფერი იწყება სექსუალური გარყვნილებიდან. დეგენერაციის მეორე სტადია ხასიათდება იმით, რომ მანკიერ სექსუალურ ლტოლვას ემატება ფსიქოლოგიური გადახრები. თუ პიროვნება (ოჯახი, კლანი, ერი) კვლავ აგრძელებს გარყვნილ სქესობრივ ურთირთობებს, მაშინ დგება დეგენერაციის მესამე, უკანასკნელი ეტაპი, რომელიც გამოვლინდება ადამიანის დაბადებიდან თანდაყოლილი დეფექტების სახით, როგორებიც შესაძლოა იყოს: კურდღლის ტუჩი, ბრტყელტერფიანობა, მგლის ხახა, სიელმე და სხვ. ამგვარი ქმედებები გარანტირებულად განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯგუფების გაქრობას ისტორიის არენიდან სულ რამდენიმე თაობის არსებობის მანძილზე.
ჭკუადმყოფელი ადამიანი არასდროს მოისურვებს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური გადახრების მქონე ადამიანზე დაქორწინებას. რადგან, ყოველ მომდევნო თაობაში დეგენერაციული დასნებოვნება იზრდება და ძლიერდება. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საზოგადოება, რომელიც დააკანონებს გარყვნილების და მანკიერების დამკვიდრებას, ამით თავს გადაშენების გზაზე დააყენებს.
სექსუალურ მანკიერებებში გამუდმებული ყოფნა იწვევს კაცობრივი ბუნების სრულ გარყვნას და დაკნინებას. ეს ნეგატიური უნარები და ჩვევები გენეტიკურ დონეზე ფიქსირდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ ტიპის საგვარეულო დამღისგან გათავისუფლება მხოლოდ მართლმადიდებლობის წიაღში, მარხვით და ლოცვით არის შესაძლებელი.
ჩვენი წინაპრების მორალური ცხოვრების წესის მართებულება, რომლებიც ქრისტიანულ მცნებებზე იყო დამყარებული, მეცნიერული კვლევების შედეგად დასტურდება. მომავალი თაობები უნდა იცნობდნენ ამ კვლევების რეზულტატებს, რათა გაიაზრონ მომხდარი და არ იარონ სულიერი რეგრესის გზით, გააკეთონ სწორი დასკვნები და ანალიზის შედეგად მოახდინონ სულიერად ფასეული წესების და საქციელების ცხოვრებაში დანერგვა.
ბერსენევა ტ.ა.
სანკტ-პეტერბურგის პედაგოგიური აკადემიის მეცნიერებათა დოქტორი,
მართლმადიდებლური ინტერნეტპორტალი “ჩვენი ბავშვები”.
თარგმნა ალექსანდრე შაიშმელაშვილმა
ZNEOBA.GE
– – –
სურათზე გამოსახულია ბაბილონის მეძავი წმ. იოანე მახარობლის გამოცხადებიდან (იხ. 17,3)