“მინდა მივმართო ყველას და შევახსენო, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ ყველას, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა.
განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის. ამიტომ, უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენსაც მისცემს შვილს, ის შვილები იყოლიონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნიერებისა.”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II