“სასწაული ცხოვრებით განიცდება და ლოგიკით არ განიმარტება” – წმ. პაისი ათონელი

“სასწაული ცხოვრებით განიცდება და ლოგიკით არ განიმარტება” – წმ. პაისი ათონელი

“იმ დროის მამები* დიდი რწმენითა და უბრალოებით გამოირჩეოდნენ. უმეტესი მათგანი ნაკლებ წიგნიერი იყო, მაგრამ თავიანთი სიმდაბლისა და მოღვაწე სულის წყალობით განუწყვეტლივ იღებდნენ ღვთიურ ნათელს. ხოლო, ამჟამად, როცა ესოდენ მომრავლდა სხვადასხვაგვარი შემეცნებითი ცოდნა, ლოგიკამ, სამწუხაროდ, მთლიანად შეძრა ადამიანთა რწმენა, ათასგვარი კითხვებითა და ეჭვებით აღავსო მათი სულები, რის გამოც განგვეშორება  სასწაულები, რადგანაც სასწაული ცხოვრებით განიცდება და ლოგიკით არ განიმარტება.

ეს ძლიერი ამა სოფლის სული, რომელიც მომძლავრებულია დღევანდელ ადამიანებში, რომელთაც მთელი თავისი მისწრაფება მიმართული აქვთ იმისკენ, რაც შეიძლება უკეთესად იცხოვრონ მეტი ფუფუნებითა და ნაკლები შრომით, სამწუხაროდ, გავლენას ახდენს მორწმუნეთა უმეტესობაზე, რომლებიც ცდილობენ, განიწმიდონ ნაკლები შრომით, რაც არასდროს მომხდარა, რადგან “წმიდანები გასცემდნენ სისხლს და მიიღებდნენ სულს”. მართალია, დღეს გვახარებს ახალგაზრდების მონაზვნობისაკენ ესოდენ მრავლად მოქცევა და გვაოცებს წმიდა მამათა სანიმუშო იდეალებისაკენ მათი სწრაფვა, მაგრამ, ამასთანავე, სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ ესოდენ კეთილი ცომი არ შეერთვის შესაფერის სულიერ საფუარს, რის გამოც ვერ ღვივდება და მწარე რჩება.”

ღირსი მამა პაისი ათონელი
(წიგნიდან “ათონი და ათონელი მამები”. თბილისი, 2004 წ.)

– – –
* საუბარია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის პირველ ნახევარში ათონზე მოღვაწე მამებზე.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial