უწმინდესმა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მრევლს ტაძარში მისვლიკენ მოუწოდა.
“როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან აღავლენს.